ზემოგურული მარგალიტები
(მასალები ზემოგურული ლექსიკონისათვის)
მკითხველის წინაშეა „ზემოგურული მარგალიტები“-ს მეორე განახლებული გამოცემა. რომელიც 2016 წელს გამოიცა. მასში 4050-მდე სიტყვაა შეტანილი. თითოეულს თან ახლავს დამატებები და უფრო ღრმა ლექსიკოლოგიური კვლევა. ლექსიკონში მრავლადაა ისეთი სიტყვები, რომლებიც გურულთა სასაუბრო ენაში გამოიყენება და ავტორის მიერ ლექსიკონში პირველად შევიდა. „ზემოგურული მარგალიტების“ მეორე ნაწილი მოიცავს პირველ ნაწილს მთლიანად და დამატებებს. ავტორი ხელმძღვანელობდა ალ.ღლონტის წიგნით „ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა“, ს. ჟღენტის, გ. შარაშიძის, პ. ჯაჯანიძის, ი. იმნაიშვილის, ბ. სირაძის, ი. ჭყონიას ნაშრომებით. ლექსიკონში შესულია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (ქეგლი) შეტანილი და დამკვიდრებული გურული წარმოშობის სიტყვები. გვხვდება სიტყვები, რომლებიც გურიაში ამჟამადაა გავრცელებული და თანდათანობით ეძლევა დავიწყებას.
წყარო: კიწმარიშვილი ნიკოლოზ. ზემოგურული მარგალიტები მასალები ზემოგურული ლექსიკონისთვის) / მეორე გამოცემა/, თბ.: 2016
მიმდინარეობს ლექსიკონის შევსება...
- The number of terms: 3,995
- Pages: 200 (Browse) — Contents
- Last modified: 10 January 2020