&

selected terms: 928 page 2 of 47
აგიტპროპბეჭვდგანი
აგიტაცია პროპაგანდის ბეჭდვითი განყოფილება. პარტიის ხელისუფლების თუ სხვ., რომლის მიზანია ჟურნალ-გაზეთების, წიგნების ანუ ბეჭდვითი სხვა ნაწარმოების საშუალებით ხალხში გარკვეული More…
აგიტპროპგანი
აგიტაცია პროპაგანდის განყოფილება სახელმწიფო-პარტიულ მთავარ დაწესებულებასთან, რომლის მიზანია ამა თუ იმ აზრის ანუ მოძღვრების ხალხში გავრცელების ხელმძღვანელობა. =ახალი კომუნისტური More…
აგიტპროპი
აგიტაცია-პროპაგანდის ხელმძღვანელი, იგივეა დაწესებულება. See also: აგიტპროპორგანიზატორი =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგიტპროპმუშაობა
აგიტაცია-პროპაგანდის გაწევა სახელმწიფო დასის მიერ ამა თუ იმ აზრის გასავრცელებლად. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგიტპროპორგანიზატორი
აგიტაცია-პროპაგანდის ორგანიზატორი,პარტიულ პოლიტიკური მიზნით ხალხის ასაღელვებლად და ასამოქმედებლად ამა თუ იმ აზრის გავრცელების მომწყობი. See also: აგიტპროპი =ახალი კომუნისტური More…
აგიტსაუბარი
აგიტაცია-საუბარი, რაიმე საქმის შესასრულებლად წამქეზებელი საუბარი. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგიტსკოლა
აგიტაციის სკოლა, რაიმე საქმის შესრულებისათვის მისაბაძი სასწავლებელი. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგრო
(მინდორი, მიწა) ნაწილი სიტყვისა, რომელიც ამა თუ იმ ცნებასთან შეერთებით აღნიშნავს რაც მიწის დამუშავებას ეხება. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროგანხრა
აგრონომიული განხრა. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროდახმარება
აგრონომიული დახმარება. მიწის მეცნიერული წესით დამუშავების ჩვენება, სასოფლო-სამეურნეო იარაღთა თუ თესლეულთა მიწოდება და სხვ. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროკურსები
აგრონომიული კურსები, სამიწადმოქმედო, სასოფლო სამეურნეო ცოდნის შესაძენი საგნები ანუ დრო, რომლის განმავლობაშიაც ეს ცოდნა შეიძინება. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - More…
აგრომინიმუმი
აგრონომიული მინიმუმი, - სამიწადმოქმედო, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში შესასრულებელი სულ უმცირესი ოდენობა. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროპერსონალი
აგრონომიული პერსონალი - მიწის მეცნიერული წესით დამუშავების, სასოფლო მეურნეობის გონივრული წარმოების მაჩვენებელი პიროვნება. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროპუნქტი
აგრონომიული პუნქტი - სამიწადმოქმედო, სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და იარაღების გამავრცელებელი წერტი, საგანგებოდ მიჩენილი ადგილი თემში, მაზრაში და სხვ. =ახალი კომუნისტური More…
აგრორაიონი
აგრონომიული რაიონი, სამიწადმოქმედო, სასოფლო-სამეურნეო უბანი, კუთხე, ხეობა, ადგილმდებარეობა. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგრორწმუნებული
აგრონომიული რწმუნებული, - სამიწათმოქმედო ცოდნის გასავრცელებლად მივლინებული უფლებამოსილი პირი. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროსამსახური
აგრონომიული სამსახური ე.ი. მიწის მეცნიერულ-კულტურული წესით დამუშავების ხელმძღვანელობა, ახსნა-განმარტება და შემწეობის აღმოჩენა. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 More…
აგროტექნიკუმი
აგრონომიული ტექნიკუმი. სამიწადმოქმედო, სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროფაკი
აგრონომიული ფაკულტეტი. უმაღლეს სასწავლებელში მეცნიერების დარგი, რომელზედაც შეისწავლება მიწადმოქმედება, სასოფლო მეურნეობა. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
აგროცოდნა
აგრონომიული ცოდნა,- მიწის გონივრულად დამუშავების წესების ცოდნა. =ი. იმედაშვილი. ახალი კომუნისტური ლექსიკონი, - 1930 წელი
ახალი კომუნისტური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9