&

selected terms: 928 page 6 of 47
განგანყოფილება
განათლების განყოფილება, დაწესებულების ის ნაწილი, რომელიც განაგებს სწავლა განათლების საქმეებს. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
განინსპექტორი
განათლების ინსპექტორი, სასკოლო-საგანმანათლებლო საქმეთა ზედამხედველი. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
განკავშირი
განათლების კავშირი, სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა და საქმიანობის მუშათა გაერთიანება. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
განკულაკება
სოფლის ბობოლა დამქირავებელ-გამქირავებელთა და მევახშეთა ქონებრივ-უფლებრივად ჩამოქვეითება, და როგორც წოდების მოსპობა. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
განმუშაკი
განათლების მუშაკი, მასწავლებელი, აღმზრდელი და სხვ.
განმუშსახლი
განათლების მუშაკთა სახლი. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
განორგანო
განათლების ორგანო, საგანმანათლებლო საქმეთა ხელმძღვანელი დაწესებულება, უწყება, ჟურნალი, ანუ გაზეთი. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
განსამფინგანი
განათლების სამაზრო ფინანსთა განყოფილება. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
განსახკომატი
განათლების სახალხო კომისარიატი, სახელმწიფოს ერთი უმაღლესი უწყებათაგანი,რომელიც განსახკომის მესვეურობით ხელმძღვანელობს საზოგადო განათლებას, პოლიტიკურ აღზრდას, სახელოვნო, სათეატრო, სამუსიკო; More…
განსახკომი
განათლების სახალხო კომისარი, განსახკომატის ხელმძღვანელი და გამაგებელი, სახალხო კომისართა საბჭოს წევრი. See also: განსახკომატი, ნარკომპროსი =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ More…
გასტიოკამერა
კუჭის შიგნითა ნაწილის სურათის გადასაღები ხელსაწყო. ექიმებისთვის ავადმყოფობის სწორი დიაგნოზის დასასმელად, ვენელ დ-რ ბახის მიერ მოგონილი 1929 წ. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ More…
გეზრბენა
დანიშნულ ადგილთა შორის რბენა გარკვეული მიმართულებით და წესით. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
გელიკოპტერი
ჰაეროპლანი, რომელსაც მიწაზე გაურბენლად, პირდაპირ ვერტიკალურად შეუძლიან აფრინდეს ზევით. =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
გენსაბჭო
გენერალური საბჭო, ინგლისის ტრედიუნიონთა/პროფსაბჭოთა/ წარმომადგენელთა განარჩეული კრებული, შემადგენლობა, პროფესიონალურ მოძრაობის ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოს მაგვარი, რომელიც თვეში ერთხელ More…
გენსაბჭოელი
გენსაბჭოს წევრი, მომხრე. See also: გენსაბჭო =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
გზატრანსი
გზატკეცილების, ყამირგზებისა და ავტოტრანსპორტის სამმართველო. See also: საკგზატრანსი =ახალი კომუნისტური ლექსიკონი/იოსებ იმედაშვილი/, - 1930 წელი
გლეხინტერნი
გლეხთა ინტერნაციონალი, გლეხთა საერთაშორისო კავშირი, რომლის პირველი ყრილობა შესდგა 1923 წ.ოქტომბრის 10-5-დე მოსკოვში ყველა ქვეყნის გლეხების გასაერთიანებლად, მისი მიზანია: ა) მთელი ქვეყნის More…
გლეხკომი
გლეხთა კომიტეტი, გლეხთა ურთიერთ დამხმარე კომიტეტი, მიწის მუშა გლეხობის მიერ არჩეული რამდენიმე პირისაგან შემდგარი კრებული, საბჭო, რომელსაც მინდობილი აქვს გლეხთა ურთიერთ დახმარების, More…
გლეხკორი
გლეხთა /ანუ გლეხი/ კორესპონდენტი, გლეხობის ყოფა-ცხოვრების, ვითარების, მავნე-უკუღმართ მოვლენების, სოფლის შემაწუხებელ მოხელეთა შესახებ ცნობების მიმწოდებელ-გამომქვეყნებელი გაზეთებში. More…
გლეხპროლეტარიზაცია
გლეხთა პროლეტარიზაცია, გლეხობის გაღატაკება, გაბოგანოება, მათ მიერ საკუთრების - საწარმოო საშუალებათა დაკარგვა და თავის რჩენა სამუშაო ძალის გაყიდვით, მუშაობით, მოჯამაგირეობით და სხ. More…
ახალი კომუნისტური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9