selected terms: 568 page 26 of 29
ფედერაცია
( სიტყვა. ) სახელმწიფო წყობილების ფორმა, როცა რამდენიმე სახელმწიფო ერთიანდება და იქმნება ერთი დიდი სახელმწიფო. მაგ., რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ. შეიძლება იყოს More…
ფემინიზმი
( სიტყვა. ) კულტუროლოგიური გაგებით: მსოფლიო საზოგადოების პროგრესული მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებრივ-მორალური გათანასწორება მამაკაცებთან. ამ მოძრაობის მიმდევარს ჰქვია ფემინისტი. More…
ფენომენი
( სიტყვა. ) მოვლენილი, საგანგებოდ გამოჩენილი. იშვიათი, უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა, არაჩვეულებრივი ვითარება. კულტუროლოგიურად მნიშვნელოვანია ცნება ,,ეროვნული ფენომენი“. More…
ფესტივალი
( სიტყვა. ) გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ხელოვნების ან ლიტერატურის სხვადასხვა სახის მიღწევათა ჩვენება, წარმოდგენა, პრეზენტაცია, რაც ეწყობა გარკვეული პერიოდულობით. =კულტუროლოგიური More…
ფეტიშიზმი
( სიტყვა. ) უსულო საგნების კულტი, მათი თაყვანისცემა; ბრმად თაყვანისცემა რისამე (გადატანითი მნიშვნელობა). ვისიმე ან რისიმე გაფეტიშება. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
ფილარმონია
( ,,მიყვარს“ და ,,ჰარმონია“. ) გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. საზოგადოებრივი დაწესებულება, რომელიც პერიოდულად აწყობს კონცერტებს და ცდილობს მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზებას. More…
ფოლკლორი
( სიტყვა. ) ზეპირსიტყვიერება, ხალხური ზეპირი, არაწერილობითი შემოქმედება: ზღაპრები, შაირები, ანდაზები, გამოცანები. ფოლკლორული შემოქმედების ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ მას არა More…
ფრაგმენტი
( სიტყვა. ) ხელოვნების ნაწარმოების ერთი ნაწილი, ტექსტის ნაწყვეტი, საგნის ნატეხი. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ More…
ფრანკფურტის სკოლა
მიმდინარეობა კულტუროლოგიაში. განხილვის საგნად ქცეულია მასკულტურა. იდეური სულისკვეთება ასეთია: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი სპობს კულტურის სულს და ამეფებს ტექნიკას, ტექნოკრატიულ აზროვნებას; More…
ფრესკა
( სიტყვა. ) წყლის საღებავებით დახატული სურათი ახლად შელესილ (სველ) კედელზე. ფრესკული სურათებით გამოირჩევა ქართული ეკლესიები. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო More…
ფროიდიზმი
ტერმინს საფუძვლად დაედო ავსტრიელი ექიმ-ფსიქოლოგის ზიგმუნდ ფროიდის გვარი. თანამედროვე პოპულარული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა. იგი ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს More…
ფსიქოგენეზისი
( სიტყვა შედგება ორი ნაწილისაგან: ,,სული“ და ,,წარმოშობა“. ) მოძღვრება ადამიანის სულიერი ყოფა-ცხოვრების შესახებ. იკვლევს განცდების, შეგრძნებების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების More…
ფუნქციური ნიშნები
( კულტუროლოგიური გაგებით: ) ადამიანთა მიერ რაიმე კონკრეტული მიზნით შექმნილი საგნების სოციალური ინფორმაციის შემცველ ერთეულებად წარმოდგენა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
ფუტუროლოგია
( შედგება ორი ნაწილისაგან: ,,მომავალი“ და ,,მოძღვრება“. ) სოციოლოგიის დარგი, შეისწავლის კაცობრიობის მომავალს, იგივეა, რაც სოციალური პროგნოსტიკა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
ქარიზმა
( ნიშნავს წყალობას, ღვთაებრივ მადლს, საჩუქარს. ) ადამიანის განსაკუთრებით გამორჩეული მომადლებულობა და უნარი, რომელსაც ირგვლივ მყოფნი ისე უყურებენ, როგორც ზეგარდმო ძალას; მისი მიმდევრების More…
ქარტია
( ,,ქარტა“, იგივე ქაღალდი. ) კულტუროლოგიური გაგებით: სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი. ცნობილია ,,თავისუფლების დიდი ქარტია“ – ინგლისის მეფის იოანე უმიწაწყლოს სიგელი, More…
ქორო
( სიტყვა. ) მომღერალთა გუნდი. აქვს სიმრავლის გაგება. აქედანვეა ხორო და ხორუმი, ანუ ცეკვა, რომელშიც მრავალი იღებს მონაწილეობას. ეგ ,,ხორომ“ რუსულშიცაა შესული და იქაც ბევრსა ნიშნავს. სიტყვა More…
ქრისტიანობა
მსოფლიოში სამი მსოფლიო რელიგია არსებობს: ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. ქრისტიანობა წარმოიშვა I საუკუნის რომის იმპერიაში. მან უპასუხა ჩაგრული მასების სურვილებსა და ოცნებებს. მან ბევრი რამ More…
ქრონოტოპი
( სიტყვა. ) სივრცობრივ-დროებრივი პარამეტრების ერთიანობა. მისი მიზანია გარკვეული კულტურული ანდა მხატვრული აზრის გამოხატვა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო More…
ღაზავათი
( ) მაჰმადიანთა ,,წმინდა ომი“ ურწმუნოთა წინააღმდეგ. ამგვარ ომს აწარმოებდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმამი შამილი რუსეთის იმპერიის აგრესიის შესაკავებლად XIX საუკუნის I ნახევარში.
კულტუროლოგიური ტერმინოლოგია ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9