selected terms: 568 page 3 of 29
ბაბილონის გოდოლი
გამოთქმა–ტერმინი მოიაზრებს დიდ არეულ–დარეულობას, შფოთსა და აურზაურს, შეუთანხმებლობას. მოდის ბიბლიური გადმოცემიდან: წარღვნის შემდეგ ადამიანები ლამობდნენ ბაბილონში აეგოთ მაღალთ უმაღლესი კოშკი, More…
ბაირონიზმი
თითქმის იგივე რომანტიზმი; მე–19 საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა. იგი ჩამოყალიბდა და გაფორმდა ინგლისელი პოეტის ბაირონის შემოქმედების ზეგავლენით, რამეთუ მაშინ ევროპაში More…
ბაკქანალია
( bacchanalia მოდის სიტყვიდან Bacchus ბახუსი. ) დღეს აქვს ორი მნიშვნელობა: 1. ძველ საბერძნეთსა და რომში ღვინისა და თრობის ღმერთის დღესასწაული; 2. გადატანითი მნიშვნელობით კი – დროის More…
ბალაგანი
1. თათარიახნად მოწყობილი, სახელდახელო, დროებითი ნაგებობა თეატრალური ან საცირკო წარმოდგენის გასამართავად, ამავე დროს, თვით ეგ სანახაობა, რომელსაც აკლია თანამიმდევრობა და რეჟისორული ლოგიკა. More…
ბალადა
( სიტყვა. ) მცირე ზომის ეპიკური ლექსი, რომელსაც აქვს შინაარსი და კომპოზიცია. ლირიკული ლექსისაგან იმით გამოირჩევა, რომ მისი მოყოლა შეიძლება; მოცულობა – 8-16 სტროფი. მაგ., ,,შემომეყარა More…
ბარბარიზმი
( Barbaros უცხო, უცხოური. ) ბევრ ლექსიკონში განმარტებულია ცალმხრივად, კერძოდ, როგორც ,,ცუდი“, მიუღებელი სიტყვა. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს ფართოდ: ნებისმიერი უცხოური სიტყვა. მაგალითად, More…
ბარბაროსი
( barbaros. ) 1. ძველი, ისტორიული გააზრებით, უცხოელი, არაბერძენი და არარომაელი; 2. დღევანდელი გაგებით, უკულტურო, ველური ადამიანი, პიროვნება, რომელსაც დახვეწილობა აკლია. More…
ბატალისტი
სამხედრო–საომარი სცენების, ანუ ბატალური სცენების, დახატვა–წარმოსახვის ოსტატი, სპეციალისტი, მხატვარი. ,,ბატალური სცენა“ ეწოდება საომარ მოქმედებათა ასახვას. ასეთია, მაგალითად, ტარიელის ომი More…
ბელეტრისტიკა
( სიტყვაა. ) ნიშნავს სიტყვაკაზმულ მწერლობას, კერძოდ, თხრობით, ეპიკურ ნაწარმოებებს, უმთავრესად პროზაულ ტექსტებს (მოთხრობა, რომანი). =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო More…
ბიბლია
( სიტყვა. ) ებრაელთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნების კრებული. მასში შედის ძველი მითები, თქმულებები, ლოცვები, წინასწარმეტყველებები და სხვ. შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. More…
ბიბლიოგრაფია
სისტემატიზებული აღწერა და აღნუსხვა წიგნებისა და სხვა სახის გამოცემებისა; ამ დარგის ცოდნის სისტემატიზაცია; რაიმე საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის სია; ახალგამოსულ წიგნთა მიმოხილვა. More…
ბილინგვა
ორი ენა, ორენოვანი ტექსტი. მაგალითად, მცხეთა–არმაზის ბილინგვა, რომელშიც ულამაზესი ასულის სერაფიტას სამწუხარო აღსასრულის ამბავი მოთხრობილია ორ ენაზე – არამეულსა და ძველ ბერძნულზე. More…
ბის!
( bis ) ნიშნავს იმას, რასაც ქართული სიტყვა ,,ორჯერ“ ან სიტყვა ,,მეორედაც“. ეს არის მაყურებელთა წამოძახილი კონცერტზე, წარმოდგენაზე და გამოხატავს მოწოდებას, სასურველი ნომერი კიდევ ერთხელ More…
ბიჰევიორიზმი
( behavior ქცევა. ) თეორიული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც აღმოცენდა და ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ამერიკაში. მისი მიზანია, შეისწავლოს გარემოში ორგანიზმის ქცევა, შეპირობებული More…
ბოდი–არტი
( body art სხეულებრივი ხელოვნება. ) მხატვრული მიმართულება, რომელიც ,,მასალად“ იყენებს სხეულს, სხეულებრიობას, პოზას, ჟესტს. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო More…
ბომონდი
( სიტყვა. ) უმაღლესი არისტოკრატიული და ბურჟუაზიული საზოგადოება. ის არის საფუძველი, შეიქმნეს და ჩამოყალიბდეს ე.წ. ელიტარული ხელოვნება, კულტურა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
ბოჰემა
( boheme. ) მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, რომელთაც არა აქვთ საარსებოდ აუცილებელი მუდმივი შემოსავალი, ეწევიან უთავბოლო, უწესრიგო, ანუ ბოჰემურ, ცხოვრებას; ამგვარი წრის ყოფა. More…
ბრაილის წერტილოვანი შრიფტი
უსინათლოთათვის განკუთვნილი საკითხავი სისტემა, რომელიც ემყარება ექვსი ამობურცული წერტილის ნაირგვარ კომბინაციას; გამოიგონა ფრანგმა ლუი ბრაილმა მე–19 საუკუნეში. =კულტუროლოგიური More…
ბრაჰმანიზმი
ძველი ინდური რელიგია; შეიქმნა – X-IX საუკუნეებში. იგი საფუძვლად დაედო ინდუიზმს. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ More…
ბროკას ცენტრი
თავის ტვინის ის ადგილი, რომელიც პასუხს აგებს მეტყველებაზე, აჩენს ამეტყველების უნარს; გორილას სახმო–საარტიკულაციო აპარატი სავსებით საკმარისია ბგერათა და სიტყვათა წარმოსათქმელად, ოღონდ ვერ More…
კულტუროლოგიური ტერმინოლოგია ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9