კა კი კლ კო კრ კუ
selected terms: 49 page 1 of 3
კაბუკი
( სიტყვა. ) თეატრი, რომელიც აერთიანებს დრამას, მუსიკას, დეკლამაციას, ცეკვა-თამაშს. იგი შეიქმნა XVII საუკუნის იაპონიაში. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო More…
კავკასიური რასა
ევრაზიული, ანუ ევროპეიდული რასის მოძველებული სახელწოდება. ტერმინი შემოიღო გერმანელმა ანთროპოლოგმა ი. ბლუმენბახმა. ზოგი მკვლევარი ამ ტერმინს დღესაც იყენებს. =კულტუროლოგიური More…
კათალიკოსი
( სიტყვა. ) ნიშნავს საყოველთაოს, მთავარს, ყოველთას; უმაღლესი სასულიერო პირის (პატრიარქის) წოდება ქართულ და სომხურ ეკლესიაში. ხშირად იყენებენ შეწყვილებული ფორმით: კათალიკოს-პატრიარქი. More…
კათარსისი
( სიტყვა. ) განწმენდა, გასუფთავება. პირველად მოიმარჯვა არისტოტელემ ,,პოეტიკაში“: ამაღლებული კმაყოფილებისა და გასხივოსნების გრძნობა, რომელიც ეუფლება მაყურებელს, როდესაც იგი ტრაგედიის გმირთან More…
კალენდარი
( სიტყვა. ) საცნობარო წიგნაკი ანდა ფურცელთა შეკვრა, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ჩამოთვლილია წელიწადის ყველა დღე; აღნიშნულია სადღესასწაულო და დასვენების დღეები, ღირსშესანიშნავი More…
კალიგრაფია
( სიტყვების შეერთება: ,,კალოს“ ლამაზი და ,,გრაფო“ ვწერ. ) მაშასადამე, ლამაზად წერა, კოხტად წერის ხელოვნება. ქართულად მას, შეიძლება, შევუნაცვლოთ ხელრთვა. მაგ., მე ლამაზი ხელრთვა მაქვს. More…
კალკი
ზუსტი ასლი. კალკირება – ზუსტი ასლის გადაღება. კულტუროლოგიურად საგულისხმოა მისი გვიანდელი გადატანითი მნიშვნელობა: სხვისი ყალიბის, წესის, ნორმის დაუფიქრებელი გადატანა ამა თუ იმ ენაში. მაგ., More…
კანიბალიზმი
კაციჭამიობა; გადატანითი მნიშვნელობით: ბარბაროსობა, მხეცობა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან More…
კაპიტოლიუმი
( სიტყვა. ) რომის ერთ-ერთი გორაკი, რომელზეც აგებულია არაერთი სასახლე, მუზეუმი, კულტურული ნაგებობა. ადრე ამ ადგილზე ყელყელაობდა იუპიტერის (ზევსის), მინერვასა და იუნონას ტაძარი. მოგვიანებით More…
კარიატიდა
( სიტყვაა. ) გულისხმობს ღმერთქალ არტემიდას ქურუმს, ნიშნავს: შენობის არქიტექტურულ სამკაულს. ეს გახლავთ შენობის კოჭების საყრდენი კოლონა, რომელიც გამოსახავს ქალის ქანდაკებას; არქიტექტურული More…
კატრენი
( ფრანგული წარმოშობის ტერმინი: ) ოთხტაეპიანი სალექსო ფორმა, ოთხტაეპოვანი სტროფი, რომელიც დასრულებულ აზრს შეიცავს. ქართულში, ჩვეულებრივ, სწორედ ეგ ფორმაა ყველაზე გავრცელებული. მაგ., მთელი More…
კინოფიკაცია
გამოყენებითი კულტუროლოგიის ტერმინი. კინოთეატრებისა და კინოდანადგარების ორგანიზება-მოწყობა; კინოთეატრთა ქსელის გაშლა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის More…
კირილიცა
ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანი, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს. ტერმინი მოდის სლავთა განმანათლებლის სახელიდან კირილე (IX ს.), რომელმაც შეადგინა სლავური ანბანი. More…
კლასიკა, კლასიკოსი
ლიტერატურისა და ხელოვნების კლასიკური (სანიმუშო, საუკეთესო, წარმატებული) ნიმუშების ერთობლიობა. კლასიკოსი არის დიდი მწერალი, გამოჩენილი მუსიკოსი, თვალსაჩინო მხატვარი ან მეცნიერი, რომლის More…
კლუბი
( სიტყვა. ) გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება: კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია ამა თუ იმ საწარმოში, დაწესებულებაში, კოლმეურნეობასა და სხვაგან, რომელშიც გაერთიანებული არიან, ჩვეულებრივ, More…
კოინე
( სიტყვა. ) ნიშნავს საერთოს, საყოველთაოს. საერთო ბერძნული ენის სახელწოდება. დღევანდელი კულტუროლოგიური თვალთახედვით: ყოველგვარი საერთო-სახალხო ენა, რომელიც შექმნილია გაბატონებული დიალექტის More…
კოლექტორი
( სიტყვა. ) ნიშნავს შემკრებს. კულტუროლოგიური აზრით, წარმოადგენს გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნებას, ნიშნავს დაწესებულებას, სადაც თავს უყრიან სხვადასხვა სახის წიგნებს მათი შემდგომი განაწილების More…
კოლექცია
( სიტყვა. ) ნიშნავს კრებულს. გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება: დასისტემებული ერთგვარი კულტურული ერთეულების კრება, კრებული. მაგ., მარინისტიკული სურათების კოლექცია; საქართველოს მინერალების More…
კოლიზეი
( სიტყვა. ) ნიშნავს უზარმაზარს, კოლოსალურს. პირველი საუკუნის რომში აგებული უდიდესი ცირკ-ამფითეატრი. დღემდე მოაღწია მისმა შთამბეჭდავმა ნანგრევებმა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
კოლოკვიუმი
( სიტყვა. ) ნიშნავს გასაუბრებას. გამოცდის ერთ-ერთი სახეობა, როცა პედაგოგი გაესაუბრება სტუდენტს და გაარკვევს მისგან მიმდინარე საკითხების ათვისების სიღრმესა და მოცულობას, ხარისხს. ამისდა More…
კულტუროლოგიური ტერმინოლოგია ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9