ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ
selected terms: 17 page 1 of 1
ფანტაზია
( სიტყვა. ) წარმოსახვა. შემოქმედებითი უნარი წარმოსახვისა. უამუნაროდ წარმოუდგენელია კომპოზიტორის, მხატვრის, მწერლის მუშაობა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო More…
ფანტასტიკა
( სიტყვა. ) სინამდვილის მოვლენათა გაზვიადებულად წარმოდგენა ან გამოხატვა; მეორეული გაგება: არარეალური, განუხორციელებელი რამ. ფანტასტიკურია ბევრი გადმოცემა, მაგ., ჯადოსნური ზღაპარი. More…
ფაშიზმი
( ,,ფაშიზმი“. ) რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავს აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური წრეების ინტერესებს. მისთვის დამახასიათებელია უკიდურესი შოვინიზმი, რასიზმი, დემოკრატიის More…
ფედერაცია
( სიტყვა. ) სახელმწიფო წყობილების ფორმა, როცა რამდენიმე სახელმწიფო ერთიანდება და იქმნება ერთი დიდი სახელმწიფო. მაგ., რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ. შეიძლება იყოს More…
ფემინიზმი
( სიტყვა. ) კულტუროლოგიური გაგებით: მსოფლიო საზოგადოების პროგრესული მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებრივ-მორალური გათანასწორება მამაკაცებთან. ამ მოძრაობის მიმდევარს ჰქვია ფემინისტი. More…
ფენომენი
( სიტყვა. ) მოვლენილი, საგანგებოდ გამოჩენილი. იშვიათი, უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენა, არაჩვეულებრივი ვითარება. კულტუროლოგიურად მნიშვნელოვანია ცნება ,,ეროვნული ფენომენი“. More…
ფესტივალი
( სიტყვა. ) გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. ხელოვნების ან ლიტერატურის სხვადასხვა სახის მიღწევათა ჩვენება, წარმოდგენა, პრეზენტაცია, რაც ეწყობა გარკვეული პერიოდულობით. =კულტუროლოგიური More…
ფეტიშიზმი
( სიტყვა. ) უსულო საგნების კულტი, მათი თაყვანისცემა; ბრმად თაყვანისცემა რისამე (გადატანითი მნიშვნელობა). ვისიმე ან რისიმე გაფეტიშება. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
ფილარმონია
( ,,მიყვარს“ და ,,ჰარმონია“. ) გამოყენებითი კულტუროლოგიის ცნება. საზოგადოებრივი დაწესებულება, რომელიც პერიოდულად აწყობს კონცერტებს და ცდილობს მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზებას. More…
ფოლკლორი
( სიტყვა. ) ზეპირსიტყვიერება, ხალხური ზეპირი, არაწერილობითი შემოქმედება: ზღაპრები, შაირები, ანდაზები, გამოცანები. ფოლკლორული შემოქმედების ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ მას არა More…
ფრაგმენტი
( სიტყვა. ) ხელოვნების ნაწარმოების ერთი ნაწილი, ტექსტის ნაწყვეტი, საგნის ნატეხი. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ More…
ფრანკფურტის სკოლა
მიმდინარეობა კულტუროლოგიაში. განხილვის საგნად ქცეულია მასკულტურა. იდეური სულისკვეთება ასეთია: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი სპობს კულტურის სულს და ამეფებს ტექნიკას, ტექნოკრატიულ აზროვნებას; More…
ფრესკა
( სიტყვა. ) წყლის საღებავებით დახატული სურათი ახლად შელესილ (სველ) კედელზე. ფრესკული სურათებით გამოირჩევა ქართული ეკლესიები. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო More…
ფროიდიზმი
ტერმინს საფუძვლად დაედო ავსტრიელი ექიმ-ფსიქოლოგის ზიგმუნდ ფროიდის გვარი. თანამედროვე პოპულარული ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა. იგი ადამიანის ქცევის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს More…
ფსიქოგენეზისი
( სიტყვა შედგება ორი ნაწილისაგან: ,,სული“ და ,,წარმოშობა“. ) მოძღვრება ადამიანის სულიერი ყოფა-ცხოვრების შესახებ. იკვლევს განცდების, შეგრძნებების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების More…
ფუნქციური ნიშნები
( კულტუროლოგიური გაგებით: ) ადამიანთა მიერ რაიმე კონკრეტული მიზნით შექმნილი საგნების სოციალური ინფორმაციის შემცველ ერთეულებად წარმოდგენა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
ფუტუროლოგია
( შედგება ორი ნაწილისაგან: ,,მომავალი“ და ,,მოძღვრება“. ) სოციოლოგიის დარგი, შეისწავლის კაცობრიობის მომავალს, იგივეა, რაც სოციალური პროგნოსტიკა. =კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. More…
კულტუროლოგიური ტერმინოლოგია ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9