selected terms: 1,252 page 11 of 63
გადაღუნა
სხვისი კუთვნილი თავისთვის დაიტოვა, უკანონოდ მიითვისა. „ინათხოვრეთ და გადაღუნეთ, პატრონს უთხარით, დამეკარგა-თქო“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
გადაშუშა
პლაგიატი ჩაიდინა, სხვისი ინტელექტუალური საკუთრება მიითვისა; სხვისი საქციელი გაიმეორა, სხვას მიბაძა. „მეც მყავდა ეგრე ჩემი კუმირები თინეიჯერობისას და ვბაძავდი... მაგრამ ეს სხვანაირი More…
გადაშუშვა
სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება, პლაგიატი; მიბაძვა. „ვისაც „გეპეიში“ უსწავლია, მან კარგად უწყის, რას ნიშნავს სიტყვა „გადაშუშვა“. ეს არის პროცესი, როდესაც ღამის სანათურზე დადებულ More…
გადაშუშული
სხვისგან გადაწერილ-გადაღებული; მოპარული ინტელექტუალური საკუთრება. „ჩვენით დახუნძლული რომ ადიოდა ტროლეიბუსი გეპეიში ერთ ნახვად ღირდა (...). 15 ნომერ იკარუსს, ექსპრესს (იგივე სექსპრესს, ისე More…
გადახარშა
მიხვდა; გაიაზრა; გაანალიზა. „იმ კაცის სიტყვებმა ისე დამაბნია, რომ ნორმალური პასუხიც ვერ გავეცი – ერთი, კაცურად მითხარი დღეს მილანზე რას ფიქრობ? აი ჯიგრულად, კაცურად მითხარი მილანი და More…
გაედო
ცუდად წაუვიდა საქმე. „მაგრამ როგორც კი ინანებ სულ ერთი ბეწოს მაინც, აი, იქ გაგედო. როცა იტყვი, რომ ქუჩებში კი არ უნდა გებოდიალა, არამედ საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა მჯდარიყავი და სანანებლადაც More…
გაემაზა
(შდრ. „გამაზა“.) რაღაც არ გამოუვიდა ისე, როგორც უნდოდა. „გიყურებდით ბუტკიდანო, ხო იასნი იყო, რო რაღაცა გაგემაზათო“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
გაექაჩა
საჩხუბრად გაიწია (ვიღაცისკენ). „მერე მთელი ეს ხროვა ერთად გამექაჩა, გაძვალტყავებული ხელები ჩამავლეს და ვინ თმებს მაგლეჯდა და ვინ ყურის ახევას ცდილობდა“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.); „ვინც More…
გაეჩალიჩა
( შდრ. „ჩალიჩობს“. ) გაეარშიყა. „სად გავეჩხირე, ბოზი ვიყო, მაგის ცოლს რანაირად გავეჩალიჩე?!“ (ლაშა ბუღაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; More…
გაეძრო
გაჩნდა, გამოჩნდა, აღმოჩნდა. „გუშინ მაგარ გატეხილში ვიყავი, გავიხედე და ჩაქუჩა არ გაეძრო?!“ (მიხო მოსულიშვილი); „შმაისერიანი შემადგენლობებიც შემოირბენდნენ ხოლმე, სანამ მაყაშვილზე „ოაზისი“ More…
გაეჭედა
გაუჭირდა, გაუძნელდა. „– სამგორზე ვაკეთებ ციკლს და ერთ ადგილას... – გაგეჭედა? – არა, კი არ გამეჭედა, რითმა არ გამოდის“ (ნოდარ დუმბაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
გავარტყი
გამოხატავს უდიერ, აგდებულ დამოკიდებულებას ვიღაცის ან რაღაცის მიმართ; სალიტერატურო ქართულში მისი შესატყვისია „შემირცხვენია“, „მიმიფურთხებია“ (იხმარება მხოლოდ წყვეტილში და მხოლოდ მხოლობითი More…
გავკარი
გამოხატავს უდიერ, აგდებულ დამოკიდებულებას ვიღაცის ან რაღაცის მიმართ; სალიტერატურო ქართულში მისი შესატყვისია „შემირცხვენია“, „მიმიფურთხებია“ (იხმარება მხოლოდ წყვეტილში და მხოლოდ მხოლობითი More…
გაზავს
( ნამყო სრული „დაგაზა“. ) ძალიან სწრაფად მიდის. ავტომობილის ანალოგიით (გაზი მოუმატა) ითქმის ფეხით მოსიარულეზეც. „ერთი, ორი, სამი, ოთხი, ოპა, გამოჩნდა, აუ რას გაზავს! ხო, არ მომესალმო, არ More…
გაზმანული
„წარმოიდგინეთ, რას იტყოდა ბეტინა ფონ არნიმი, სამოთხეში, თავისი უცნაურად „გაზმანული“ სატრფო ვიღაც გაბურძგნილ პაპასთან ერთად მოსეირნე რომ ენახა“ (მალხაზ ხარბედია). See also: დაზმანული, More…
გაიასნებული
(„გააიასნა“ ზმნის მიმღეობა.) გარკვეული. „ერთმანეთში ბოლომდე არ იყვნენ გაიასნებულები და ამას ის ეგონა სირი, იმას – ეს“ (ზურაბ სამადაშვილი). See also: გააიასნა =ქართული ჟარგონის More…
გაითიშა
გრძნობა (გონება) დაკარგა. „ნიკუშას დაურეკა, ლენინგრადშიაო, უთხრეს. ფუჰ, შენი, სულ გაითიშა!“ (მიხო მოსულიშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
გაირტყა
მოიპოვა, იშოვა, შეიძინა. „ჩვენი „დინამო“, გიორგი ჩემო, წელს კარგ ფორმაშია. შეიძლება პირველი ადგილიც გავირტყათ“ (ნოდარ დუმბაძე). See also: დაირტყა =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე More…
გაისროკა
( შდრ. რუს. срок – ვადა [პატიმრობის]. ) ციხე მიუსაჯეს. „ეგრე გავისროკეთ პირველად მე და ლევანა“ (ზურაბ სამადაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
გაიტანეს
გაქურდეს (მაღაზია ან მისთ.). „– თემურა როა, კოჭლი, იმისი ბუტკა გაუტანიათ დილით, გიო...“ (ბესო ხვედელიძე), ანუ სინამდვილეში გაუტანიათ არა თვით „ბუტკა“, არამედ ის, რაც „ბუტკაში“ იყო. More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9