selected terms: 1,252 page 14 of 63
გაუსწორა
( შდრ. „ასწორებს“. ) ასიამოვნა. „ლეო, გინდა გაგისწორო და „პოლიტექსტუალურ ველში“ ჩაფლულ-ჩანანავებულმა განვაგრძო ჩვენი მიმოწერის განზომილებებში შებუთქუნება?“ (დიანა ვაჩნაძე). =ქართული More…
გაუსწორდა
(შდრ. „ასწორებს".) ეამა. „ზარემბა დავინახე თუ არა, ეგრევე გამისწორდა“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). Antonym: გაუტყდა =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
გაუტყდა ან გატეხილშია
გუნება გაუფუჭდა, განწყობა წაუხდა, იმედი გაუცრუვდა. „ედმა თქვა, უნიჭო და უფანტაზიო გამოვდექიო, ძალიან კი გაუტყდა“; „არა, ბიჭო, არ გამიტყდებოდა“; „სათაურზე არ გაგიტყდეთ, სათაური რომ გოიმურია, More…
გაუჩალიჩა
(შდრ. „ჩალიჩობს“.) (რაღაც) უშოვა, მოაპოვებინა, გაუხერხა (არამართებული, უკანონო გზით). „რა ობიექტური არჩევანი შეუძლია კაცს, რომლის ერთადერთი საზრუნავი კომიტეტის თავმჯდომარის სკამის More…
გაუჯაზა
საქმე გაუჭირა, გული გაუწყალა. „ჯერ თქვენებს დაადგა გაგლეჯილი, მერე ჩემთან ამოვიდა და ახლა მე გამიჯაზა!“ (მიხო მოსულიშვილი). Synonym: გაუჩმახა =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე More…
გაფარჩაკება
აბუჩად აგდება. „ეგ დათანხმება კაცის გაფარჩაკებაზე უარესია, ხო იცი“ (გურამ რჩეულიშვილი). Synonym: გაბითურება =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
გაფსიხდა ან აფსიხდა
გაბრაზდა, მოთმინებიდან გამოვიდა. „აი მაშინ კი გავფსიხდი“; „ამის გულისთვის ასე არ უნდა ავფსიხებულიყავი და იმ დამპალი ფლემინგისათვის ის დამპალი რკინა დამპალ თითზე არ უნდა დამეკერებინა“ (დალი More…
გაფუჭდა
(მოქმედებითი გვარი – გააფუჭა.) ნირი წაუხდა, იხტიბარი გაუტყდა, დაიბნა. „ბატონი შალვა მიხვდა, წიკლაური გაფუჭდაო, და გაამხნევა“; „მისმა მშვიდმა და გულახდილმა ლაპარაკმა სულ გამაფუჭა“ (ნოდარ More…
გაქანებული
თავგამოდებული, პირწავარდნილი. „ჩვენი დირექტორი გაქანებული კომუნისტი იყო“ (ნოდარ კაკაბაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
გაქაჩა
დაიჭირა, დააპატიმრა. „ერთ მშვენიერ დღეს მაინც გაქაჩეს ის ტიპი“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). ◊ დააწინაურა; ხელი შეუწყო ვიღაცის ან რაღაცის პოპულარობას, სახელი გაუთქვა, საინტერესო More…
გაქაჩული
პრეტენზიის მქონე. „ვფიქრობ, განათლებაზე გაქაჩულმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ადამიანის ტვინი მილიონობით და, მგონი, მილიარდობით უჯრედისაგან შედგება“ (გურამ ფანჯიკიძე). =ქართული ჟარგონის More…
გაღადავება
(შდრ. „ღადაობა“.) გამასხარავება (ვინმესი). „თავად ბარნოველ ლევიკოს კი ის თავის აჩკებიანი ერთხელაც არ უხსენებია, მხოლოდ კი, როცა მის გაღადავებას ცდილობდნენ, სხვა ამბით გადაფარავდა და ის More…
გაშანსა
იშოვა. „ხშირად მიფიქრია... პარიკი ხომ არ გავშანსო-მეთქი“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და More…
გაშმონა
(შდრ. „შმონი“.) გაჩხრიკა. იგივეა, რაც „დაშმონა“. „ვიღაც წუნკალმა უნდა გამშმონოს და პრაკოლები მისინჯოს ხელებზე?“ (ლაშა თაბუკაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
გაშტიკინდა
გასწორდა, წელში გაიმართა. როგორც ჩანს, მომდინარეობს რუსული სიტყვიდან – ხიშტი. „დაფეთებული ჭიპი კუპეში შევარდა: „დევიღუპეთ!.. დაგვიჭირეს!“. კვაჭი არ შეშინებულა, მხოლოდ შუბლი შეიჭმუხნა, More…
გაჩითა
შეამოწმა, გასინჯა, გამოსცადა („კარტი გაჩითა“ ნიშნავს - კარტი შეამოწმა, ნახა, რა კარტი მოუვიდა). „ხომ გაჩითე საქმეში ერთხელ ბენია კრიკი? დაღეჭა სიტყვა?“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „ისე, More…
გაწეწა
ფული წაართვა, გამოსტყუა. „კაცი: – იცი, მე რა ვნახე? მეგობარი: – ჩამოყარე! კაცი: – მათხოვარი!.. მეგობარი: – მაგრად გაგწეწა? კაცი: – არაფერი უთხოვია!“ (მანანა დოიაშვილი); „– შენ, ესე იგი, More…
გაწია
(ქუთაისური ჟარგონი. შდრ. „ასწია“.) „– სად იყო, ნოდარია, ეს დაობებული მილები, სად გაწიე, რა დაგიჯდა?“ (რეზო ჭეიშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. More…
გაჭიმა (გაზეთში)
უარყოფითი (კრიტიკული) მასალა გამოაქვეყნა ვიღაცაზე. „ახლა ჩვენ, ბატონო, მწერალი გვყავს პალატაში, მალე გონს მოვა ალბათ, ყველაფერს თავისი თვალით ნახავს და გაგჭიმავთ გაზეთში“ (ნოდარ დუმბაძე). More…
გაჭყლიტა
(შდრ. რუს.) დალია. „– შენს მერე კიდე ორი ბოთლი გავჭყლიტეთ“ (ზაალ სამადაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9