selected terms: 1,252 page 29 of 63
იკისრა
სალიტერატურო ქართულში ვალდებულების აღებას ნიშნავს (მაგ., „ზარალის ანაზღაურება თვითონ იკისრა“), ჟარგონში კი – რაიმეს გაკეთებას, ჩადენას. „ის ყველაფერს იკისრებდა“, „– გინდა, რამე ნაღდი More…
იმასშვება
(„ეიმაშვება“.) აკეთებს (შვრება) რაღაცას, რისი დასახელება რატომღაც არ უნდათ. „წადი რა, მერე ვფიქროფ, ბავშვებს მიუწექი და უსმინე, როგორ ძინავთ. რას სპოროფ და იმასშვები“ (აკა მორჩილაძე). More…
იმენ(ნ)ა
სახელდობრ. ძალზე ხშირად იხმარება ქართულ ჟარგონულ მეტყველებაში, უმეტესად სრულიად უადგილოდ, ანუ პარაზიტ სიტყვად გვევლინება. ქართული „სახელდობრ“, განსხვავებით მისი რუსული და გერმანული More…
იმის დედა ვატირე!
მეორე პირისადმი ნათქვამი სალანძღავი „შენი დედა ვატირე!“-საგან განსხვავებით, მესამე პირისადმი მიმართული „იმის დედა ვატირე!“ დიდ მოწონებას გამოხატავს. „ხინკალს აკეთებს, იმის დედა ვატირე!.. More…
ინსტრუმენტი
ცივი იარაღი. „კაცს რომ დაარტყამდა, „ინსტრუმენტი“ შიგნით რჩებოდა“ (ჯემალ თოფურიძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და More…
ინფარქტზე მუშაობს
ისეთ რამეს ეუბნება ან უწყობს ვინმეს, რომ გული გაუხეთქოს (გულის ინფარქტი დამართოს). „მეოთხე შეკითხვით აშკარად ინფარქტზე მუშაობთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, ქალებს იშვიათად უსკდებათ გული“ (მაკა More…
იპლეტა
(„პლეტი იყიდა“.) გაიქცა, მოკურცხლა „ფოსტიდან ვიპლეტე“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და More…
იჟმოტა
(-ძუნწი) იძუნწა. „ჩემს ღმერთს ვთხოვე, ღმერთო, სიყვარული მომეცი, თუნდაც ერთი-ორი კვირით, და მერე ყველაფერს ავიტან-მეთქი. ჰოდა, მომცა და თან ერთი-ორი კვირით, და მერე, რომ მორჩა, ვეკითხებოდი, More…
ირტყამს
იტყვიან ქალზე, რომელიც თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა. „– აბა, ირტყამს?“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
ისქესა
მიხვდა, იგრძნო. „ეგრევე ვისქესე, რომ ცუგო მომსვლელი არაა“ (გია ლომაძე); „გინდაც ესქესათ, აგერ არ იყო ძმაკაც-პროკურორი?“ (გურამ დოჩანაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე More…
იტალიური
(გამოთქმაში: „არ დამიწყო იტალიური!“) ჭკუისდამრიგებლური ლაპარაკი; საერთოდ – ნერვების მომშლელი ლაპარაკი. „როცა მოვკვდები, არ დამიწყოთ იტალიური, ინტურისტიდან დიდი ურნით გამომასვენეთ“ (ნოდარ More…
იტასავა
ისეირნა, იხეტიალა. „დღეს წავიდეთ, ქალაქში ვიტასავოთ“ (თინა ჟორჟოლიანი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს More…
იტოგში
(რუსული სიტყვა – ჯამი - ქართული თანდებულით გაფორმებული.) ჯამში, საბოლოო ანგარიშით. „გითხარი, ძმაო, ეგრეა იტოგში“ (რეზო ჭეიშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
იუზგარ
მეგობარი, ძმაკაცი. „დავიღალე, იუზგარ.., – ამოიოხრა ამბოკაძემ“ (ნოდარ დუმბაძე); „...ჩემი იუზგარა იყო ვახო, ანუ – მეგობარი (ოცდაათიან წლებში ეს „იუზგარ“, „შეჩემასი“ არ იყოს, სახადივით მოედვა More…
იქოქება
[ნელ-ნელა, თანდათან] საჭირო კონდიციამდე მიდის. „დასაწყისში ვთქვი, რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლის მხოლოდ პირველი ნაწილი ვნახე. შესანიშნავი საბაბია – More…
იყიდა
მიხვდა. „ეს რომ დავინახე, ეგრევე ვიყიდე, მერე რაც მოხდებოდა“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.); „სანამ რამეს დაუმატებდა, ძმებო, უკვე ვიყიდე კიდეც, რას მეტყოდა“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). More…
იყიდება
(ნამყო სრული „გაიყიდა“.) თავს ამჟღავნებს, ვერ ახერხებს თავისი ნამდვილი სახის დაფარვას. „რაც შეეხება ცრუ მოლაპარაკეს, როგორც ძველ დროში იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველებიც, ისინი ადვილად More…
იყნოსა
(„მოყნოსა“.) „ვინმემ რამე ხომ არ იყნოსაო, თვალს აქეთ-იქით გააცეცებდა“ (ზაურ კალანდია). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი More…
იშკილებიდან დავარდა
სულიერად დაეცა, მხნეობა დაკარგა. „ლენტომ შეაღვიძა დახლზე ჩაყვინთული ხიმშია, ფული მიუთვალა, მხარზე ხელი მოუთათუნა, გაამხნევა. აბა, აბა, იშკილებიდან არ დავარდე“ (ოთარ ჩხეიძე). „იშკილი“ More…
იჩითება
აქტიურად, ინტენსიურად მონაწილეობს რამე საქმეში (უფრო სასიყვარულო თავგადასავლებში). „– რა ვიცი, ქალებში მაგრად იჩითებაო, ამბობენ“ (ზურაბ სამადაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9