selected terms: 1,252 page 8 of 63
ბირჟა
უსაქმური ახალგაზრდების თავშესაყრელი ადგილი ღია ცის ქვეშ. ირონიული ანალოგია ამავე სახელწოდების დაწესებულებასთან, სადაც საქმიანი ხალხი (ფინანსისტები, კომერსანტები...) ხვდება ერთმანეთს More…
ბირჟავიკი
ვინც ბირჟაზე დგას ხოლმე. „ისევ „ბირჟავიკები“ უმაგრებდნენ ზურგს, ესენი ათამამებდნენ“ (ზაურ კალანდია); „ხშირად ნახავდით ბათუმის სანაპიროზე ბევრ ბირჟავიკებში შერეულ სამოცდაათ წელს More…
ბირჟაობს
(„აბირჟავებს“.) ბირჟაზე დგას. „ალბანელები ვერც მანამდე გვაკლებდნენ რამეს, მაგრამ ახლა ადგნენ და შემოსასვლელთან ბირჟაობდნენ, სადაც პოლიციის ვახტა იყო, სხვაგან ვეღარ ბედავდნენ“ (მიხო More…
ბიტი
( შემოსულია რუსული ქურდული ენიდან - Битый. ) გამოცდილი, ცხოვრებანანახი. „ჩვენისთანა ბიტი ხალხისთვის თითო-ოროლა ნაკაწრი რა სახსენებელია“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის More…
ბიძა
კაცი, მამაკაცი. „ადვილად იმ ბიძას ვერ მოღუნავდი“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). ◊ პროტექტორი. „გამოდის, რომ საშუალო განათლების მქონეს ათასნაირი არჩევანის უფლება აქვს, უმაღლეს More…
ბლატაობს
(რუსულად блат ნიშნავს ქურდების ენას.) ამპარტავნულად, ძველებიჭურად ლაპარაკობს. „ბლატაობ სააქაოზე, გვიფარავ საიქიოსგან“ (ვახტანგ ჯავახაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
ბლატი
(რუს. по блату.) ნაცნობობა, პროტექცია. „ბიძაჩემი ინსტიტუტში საქმეს „ბლატით“ მიკეთებს“ („ნიანგი“). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
ბლატნოი
(„ბლატაობს“.) ქურდული (ენა, ლაპარაკი, საქციელი...). „მაგარი რუსული იცოდა მამაჩემმა, ტელევიზორის რუსულს ვაფშე არ გავდა, სულ ვერ გაიგებდი, რას ლაპარაკობდა. ბლატნოი რა. ფენია ქვია“ (აკა More…
ბლიყვი
რეგვენი, სულელი. შეიძლება ეს იყოს ფონეტიკური სახეცვლილება სიტყვისა „ბრიყვი“. „აბა, ავუდეთ! - დავიყეფე უცბად და ერთი გემოზე ვწეპე იმ ბლიყვს, ჩემ გვერდით გათიშული რო იჯდა“, „ამ ჩემს More…
ბოზი
დამსმენი. „მე ისეთი მაინც არა ვარ, ბოზი, კაცს მაინც არ ჩავაგდებ, არ გავყიდი“ (გურამ რჩეულიშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
ბოზობა
დასმენა. „შეიწირა „ბოზობამ“ დასმენილი მიზანი“ (ჯანსუღ ჩარკვიანი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს More…
ბოლო გოიმი
(„გოიმი“.) ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე გამოუსვლელი ადამიანი. „ძია მიშას გაუკეთეს და შენც ბოლო გოიმივით ვერ მიხვდი“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
ბოტანიკა
ბოტანიკის მასწავლებელი. „ძლივს დავარწმუნე, მარტო „ბოტანიკას“ დავცინი-მეთქი“ (რევაზ მიშველაძე). ამა თუ იმ სასწავლო საგნის სახელწოდებას ეძახიან ხოლმე მოსწავლეები იმ საგნის მასწავლებელს: More…
ბოღმა
ბოღმიანი ადამიანი, გულში ბოღმის ჩამდები. „ბნელო გარეგნობითაც ის იყო, რაც სახელი ერქვა, მაგრამ ბოღმაც იყო, დაგიმახსოვრებდა და მერე ჩხუბში ჩემ მტერს მოხვდა მაგისი წიხლი“ (გია ჭუმბურიძე. More…
ბოღმის ბუკეტი
( Букет — თაიგული, ყვავილების კონა, რუსულად. ) ბევრ რამეზე დაბოღმილი ადამიანი. „გარეგნულად ისე უჭირავს თავი, თითქოს სათნოების განსახიერება იყოს, მაგრამ შინაგანად ეს კაცი არის ბოღმის More…
ბრიაჟკა
ჯგუფი, გუნდი. „ყველანი ძმაკაცები ვართ, მაგრამ ვიღაცა ხომ უნდა უფროსობდეს ბრიაჟკაში“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
ბრმების შკოლაა?!
იტყვიან, როცა ვინმე იოლად შესამჩნევ თაღლითობას სჩადის, რითაც მარტო ბრმებს თუ მოატყუებ. „კმარა! მართლა კმარა ამდენი თაღლითური ფოკუსების ამოწერა! ეს „ბრმების შკოლა“ კი არა, ბრმების აკადემიაა, More…
ბულკი
(Булка – ფუნთუშა, რუსულად, სასიამოვნო და იოლად ასათვისებელი საჭმელი.) თამაშში ადვილად დასამარცხებელი ვინმე, ის, ვისაც ადვილად უგებენ (რომელიმე) თამაშს „გეგონება მე ცუდი მინდოდეს შენთვის. More…
ბუს კვერცხები
იგივეა, რაც „არაფერი“. ამ გამოთქმას გაგულისებული ტონით წარმოთქვამენ პასუხად შეკითხვისა „რა მოგვიტანე?“ ან „რა დაგვახვედრე?“, როდესაც ხელცარიელნი მივლენ ვინმესთან ან ხელცარიელნი დახვდებიან More…
ბუტილკა
შარვალი, რომლის ტოტები კოჭებთან ძალიან ვიწროა, ისე, რომ შარვლის ტოტი თავდაყირა მდგარ ბოთლს (бутылка) წააგავს. მოდაში იყო მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში. More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9