ვა ვე ვი ვნ ვს
selected terms: 18 page 1 of 1
ვაბშე
ვაბშე – საერთოდ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებული სიტყვათაგანი ქართულ ჟარგონში. „– მიუნხენშია გადაღებული. მიუნხენში ვაბშე სხვა პონტია“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, More…
ვალაკუშა უჭირავს
(ყიალი.) სეირნობს. „ტოგოს და ჩიორას რუსთაველის პროსპექტზე „ვალაკუშა ეჭირათ“ - სეირნობდნენ“ (გია ლომაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; More…
ვაჟნობს
(შდრ. რუსული – სერიოზული.) მედიდურად უჭირავს თავი. „თვითონაც შესანიშნავად ხვდებიან, რომ მათი ადგილი სულაც არ არის საბავშვო ატრაქციონების გვერდით და ეს რომ გამოხატონ, ანუ თავი რომ დაიცვან, More…
ვარიანტი
სუფრა, ქეიფი. „გუშინ ქეთისთან ვიყავი, ვარიანტი იყო პატარა“ (ჯემალ თოფურიძე). ◊ შანსი, შესაძლებლობა. „ხო აზრზე ხარ, კაცი მთელი თავისი სიცოცხლე არ ყოფილა ნამდვილად მარტო და უცებ More…
ვარიანტის შედგენა
მოფიქრება იმისა, სად ვიქეიფოთ. „ახლა დაიწყეთ „ვარიანტის“ შედგენა. შეადგინეთ? კეთილი. შედით ნებისმიერ რესტორანში“ (ნოდარ დუმბაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
ვარიანტში
( ნათესაობითში დასმულ სიტყვასთან. ) მსგავსად, ყაიდაზე. „ჯერ იყო და რაღაც „საზრიანთა კლუბის“ ვარიანტში სუვენირად დაგვირიგა ჟურნალისტის განუყრელი იარაღი – ფანქარი“ (გიზო ნიშნიანიძე). More…
ვაფშემც
სულაც, საერთოდაც. „ვაფშემც ეგეთი ტიპი მინდა ვიყო...“ (შალვა ბაკურაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს More…
ვერ არის
კარგად ვერ არის; აფრენს. „კვლავ ეცინება... – შენ დღეს, მგონია... – რა გგონია? – ვერა ხარ რაცხა! – ვითომ? – ჩემმა მზემ! – ვიმკურნალო? – აუცილებლად!“ (იორამ ქემერტელიძე). =ქართული More…
ვერხი
(რუს. – თავი, მწვერვალი.) უკიდურესი, უმაღლესი. „მამაჩემი რო უკვე დალეულია აქ, ვაფშე ჩემთვის ეგ არი ვერხი, რო ნევროზები და ამბავი [დამეწყოს]“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის More…
ვერხი აიღო
(მომდინარეობს რუსული გამოთქმიდან.) აჯობა, მოერია. „ჯერ ერთმანეთს დასცხეს ჩემი გულისთვის და ვინც ვერხი აიღო ახლა მე მომდგა ხელების ფათურით“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის More…
ვესი
(რუს. вec – წონა.) წონა, ავტორიტეტი. „...ბიძაჩემი დგას ჩვენ ბალკონში (...), ფიქრობს, რა ვქნაო, არ უნდა უმამაჩემოთ (...). რატო, ვესი არა გაქ?“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის More…
ვეცემი
ძირს ვვარდები. ამბობენ, როცა ძალიან მოსწონთ რაღაცა. „და როგორც თინეიჯერები თანამედროვე მუსიკაზე, ისე მე ალეკოს მანიფესტებზე – ვეცემი“ (დავით ქართველიშვილი). =ქართული ჟარგონის More…
ვიდერშკა
თავშეკავება. „აბა, ჩემი და გაპარულიყო. მარა ვიდერშკა იმაზეც ექნებოდა. მამაჩემს ქონდა ეგეთი რამეები“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. More…
ვიდზე (არ/ვერ) არის (დგას)
(შესახედაობა, გარეგნობა.) კარგად (ვერ) გამოიყურება „– ვიდზე ვერ ვიყავი, – ალბათ ასე გაიმართლებდა თავს, გამწარებულ ქმარს მისი ადგილსამყოფელი რომ არ გამოეთვალა და იქ არ დადარაჯებოდა იმ More…
ვილკების ყრა
(„ყელში ჩანგლებს იყრის“.) (ჩანგალი.) ბაქი-ბუქი „მძღოლს მოადგა ვიღაც ნასვამი ნაწყლი, ფული მჭირდება და მომეო. ამან არ მაქვსო, იმან დაიწყო ვილკების ყრა (გიორგი კაკაბაძე). =ქართული More…
ვიშკა
სასჯელის უმაღლესი ზომა. „ამაზე სულ გამეცინა. იმან ვინღა უნდა მოკლას მეთქი, ნათიას გულისთვის კაცს მოკლავს და ვიშკაზე წავა?“(აკა მორჩილაძე). ... =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე More…
ვნახე დამწვარი
ამბობენ ისეთ რაღაცაზე, რისი დარდიც აღარა აქვთ, აღარ ანაღვლებთ, რა მოუვა, რა დაემართება. „დოლი ვნახე დამწვარი, ქორწილზე დოლის დამკვრელი ვარ აწი მე?“ (რევაზ მიშველაძე). =ქართული More…
ვსმისლე
ანუ; რაც ნიშნავს. „შორტებში იყო და მუხლებზე ზვიოზდოჩკები ქონდა. ნაკოლკები რა. მეთქი, ეს ქურდათ დასვეს იქა, თუ როგორ არი. პროსტო, ისეთი ნაკოლკები იყო, ქურდული. მინახია ადრე. მუხლებზე, More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9