თა თე თი თო თრ
selected terms: 18 page 1 of 1
თავზე აზის
აშკარად სჯობნის, დიდი უპირატესობა აქვს მოწინააღმდეგესთან შედარებით. „იღბალი არა გვაქვს, თავზე ვასხედით, იმათ მოიგეს: ოთხით ერთი“ (ნოდარ დუმბაძე).სასაუბრო მეტყველებაში „თავზე დაჯდომა“ ვინმეზე More…
თავზეც გავიარე
იტყვიან, როცა უნდათ ვინმე დაამცირონ, შეურაცხყონ. „ყველა რესპექტაბელურის და წიგნების ჭიის თავზეც გავიარე, ვისთვისაც რაღაც არაორდინარული და მგრძნობიარე, სიგიჟე და პათოლოგია წარმოუდგენელია“ More…
თავის ადგილზე მოსვეს
უსაფუძვლო პრეტენზიის მქონეს ის ადგილი მიუჩინეს, რომელსაც სინამდვილეში იმსახურებდა. „თუ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ არ მოსვა თავის ადგილას მისი პარტია, შესაძლოა საქართველოს სახელისუფლო კრიზისი More…
თავის მოტორზე ვერ/არ არის
გუნებაზე ვერ არის, კალაპოტიდანაა ამოვარდნილი, ფორმაში არ არის. „ვერ იყო თავის მოტორზე, კინაღამ მარიცას შეუხსნა კარი“ (მიხო მოსულიშვილი); „ვხედავ, ვერ არის თავის მოტორზე და ხუმრობას More…
თავისას ერეკება
დაჟინებით, სხვისთვის ანგარიშგაუწევლად ქადაგებს თავის აზრს. „ავტორიტეტა თავისას ერეკება, მე – ჩემსას“; „შენ მაინც შენსას ერეკები, ძმაო“ (ზაურ კალანდია). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, More…
თავში ფეხი აქვს
გიჟია, აფრენს (თავში ყველაფერი თავდაყირა აქვს). „თავში ფეხი არ უნდა გქონდეს, მაგის ფილტვების და გაქუცული პალტოს პატრონი აქეთ-იქით დაფრატუნობდე ამ თოშ ბნელ ღამეში?“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). More…
თაზა
(„თაზ“ სპარსულად და სომხურად ახალს ნიშნავს.) ახალთახალი. „თითო ბრიაჟკაში ოთხ-ხუთ კაცზე მეტი არ გადიოდა და სწორეც იყო; ვთქვათ და თაზა მანქანის აწევას მოინდომებდი – ოთხი ზუსტად ჯდება, ექვსზე More…
თამაშიდან გავიდა
თავი გაანება საქმეს (სეპარატულად), რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა. „მაშინ მე გავდივარ თამაშიდან“; „იქნებ ეშინია, მომავალში საქმე არ გაიხსნასო და თამაშიდან გასვლას ცდილობს?“ (გურამ More…
თანხა გაიკრა
ფული იშოვა. „ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ ეძლევა ასეთი შემთხვევა, როდესაც მართლა შეიძლება ცოტაოდენი თანხა გაიკრა“ (გიორგი და კარლო ჯორჯანელები. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, More…
თეთრი
არაყი. „ლოგიკურად ასეთი დღეები თუ არ იწყება, თეთრით მთავრდება მაინც ხოლმე და ამჯერადაც ასე მოხდა, არაყი დაიდო!“ (გიორგი კაკაბაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
თესლი
უღირსი; განუვითარებელი ადამიანი (განვითარების ადრეულ სტადიაზე შეჩერებული). „სიძედ კეისარი გეყოლება, ეიხენბაუმ, ვინმე თესლი კი არა, კეისარი...“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.). =ქართული More…
თიშად ეძინა
ღრმად ეძინა (გათიშული იყო). „თიშად მეძინა, ძმებო, იმ ღამეს“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და More…
თიში
გამაოგნებელი, გრძნობა-გონების გამთიშავი. „ქალი ხარ გიჟი, ტანი გაქვს თიში“ („ახალი ეპოქა“). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
თომარი
(მომდინარეობს ებრაულიდან.) ლაპარაკი, საუბარი. „ჩემზე რომ ყიამყრალი თომარი დაიწყოს, სკოტლანდ-იარდში ჩემზე რამე მართლა ხომ არ მოიძებნება?“ (გიორგი და კარლო ჯორჯა- ნელები. თარგმ.); „უნდა More…
თომარი გაუშვა
ლაპარაკი დაიწყო. „– ნახე, ანდრო, რა თომარი გაუშვა ბარიგამ“ (ნოდარ დუმბაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; More…
თომარობს
ლაპარაკობს. „რაზე თომარობდით?“ (ნოდარ დუმბაძე); „რას თომარობ? – ვერ გაერკვა შვილი“ (გურამ გომართელი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: More…
თოხლი
(ებრაულიდან.) საჭმელი; პურმარილი, ქეიფი. „გუშინ თოხლი იყო!“ (ზურღან გემაზაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და More…
თრინჯული
გაუგებარი. „ისეთი თრინჯული ენით ლაპარაკობენ, რომ მე ნახევარი ვერ გავიგე“ (აკაკი ბელიაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9