რა რე რვ რი რო რქ
selected terms: 20 page 1 of 1
რაზეა ბურტყუნი!
ჟარგონული ვარიანტი გამოთქმისა „რაზეა ლაპარაკი!“, რაც ნიშნავს: რა სალაპარაკოა, რა თქმა უნდა, ეგრე იქნება! „და როცა ვუთხარი, მეთქი-ესე, ესეა საქმე, მაყუთში ვიწვები და უნდა მიშველო!– კი, ტო, More…
რამე
ჟარგონში შეესაბამება ლიტერატურულ გამოთქმებს: „და ასე შემდეგ“, „და სხვა“, „და მისთანანი“. „მაქვს ყველაფერი, რისი ღირსიც ვარ – ფული, ავეჯი, პლანტაციები, მანქანა, ყველი, აგარაკი, დარეჯანის More…
რამკების მტვრევა
ქურდული კანონების დარღვევა. „მერე შენ აქ ქურდად იმიტომ ზიხარ, რომ ჰარიფებისთვის რამკები ამტვრიო?“ (ნოდარ დუმბაძე). ასე საყვედურობს რომანის ერთი ქურდი პერსონაჟი მეორე ქურდ პერსონაჟს, რომელიც More…
რამკიანი (ქურდი)
იგივეა, რაც კანონიერი ქურდი, ქურდი, რომელიც მკაცრ ქურდულ კანონებს ემორჩილება, ანუ მკაცრი ქურდული კანონების ჩარჩოში („რამკაში“) ზის (არ უნდა ჰქონოდა პასპორტი, სამსახური, ოჯახი...). „არავინღა More…
რამსები არ აგერიოს
არაფერი შეგეშალოს. „პირი დავიბანე და მეთქი, მამუკ, არ აგერიოს რამსები, ახლა უნდა გაიგო ყველაფერი“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
რასკლადი წავიდა
(რუს...) დალაგდა, დანაწილდა რაღაც. „ხო ხედავ, როგორი რასკლადი წავიდა! ჯორჯია – ოთხი სული, ნიგერია – სამი, ჯერმენი – ორი. და იქაც ერთი ზაბელიკუსი მოჩოთქე და გამოვიდა ათი სული“ (მიხო More…
რეკა
დაარტყა; ესროლა. „გახდი ილია ჭავჭავაძე და კი, ბატონო, იმ წუთში გრეკავენ შუბლში“ (ჯანსუღ ჩარკვიანი); „რათ მინდა, ომში ვარ ნამყოფი, მრეკეთ ეგრევეო“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.). More…
რეჩი
ხანგრძლივი, მაღალფარდოვანი ყბედობა. (რუს.-იდან). „ედის რეჩი გამოსწორებულმა იონასმა დაამთავრა“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. More…
რეჩი დაიჭირა
(გერმანული გამოთქმა Rede halten.) მაღალფარდოვნად იყბედა. „მერე უკან მიდგა, რომ ედის თავისი რეჩი დაეჭირა“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
რვიანებს ხაზავს
მთვრალია და ბარბაცით მიდის. „რაც ამ სოფელში ლოთაობს, მეცხრე-მეათე დღე არის. ამ ლაფანყურის ქუჩებშიც ბევრჯერ მოხაზა რვიანი“ („ნიანგი“). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
რიჟა
ტყუილი ლაპარაკი, ყბედობა. რედუცირებული „რიჟა ბაზარი“. „არ დატოვა იმ პონტში, რო, რო მოდიოდა ჯარიდან, უთხრა, რო ჩამოვალ და ცოლად შეგირთავო. ეგრე ქართველები წარამარა ეუნებიან, მარა ეგ რიჟაა“; More…
რიჟა ბაზარი
(„ბაზარი“.) (– კლოუნი, ტაკიმასხარა.) ტყუილი ლაპარაკი, ყბედობა დროის გასაყვანად ან დროის მოსაგებად. როგორც ჩანს, „რიჟა“ აქ ტაკისმასხარულს გულისხმობს. „არ გვინდა რა, ბიძა, „რიჟა“ ბაზარი!“ More…
რო არ
როგორც კი. ძველთბილისური ჟარგონი, დღესაც გაიგონებთ. „არბიტორი აცხადებს, ახლა იჭიდავებენ პარტნოვი შაქრო და სანდრო – ყასპის ძმაო. ზურნამ რო არ დაუკრა! სულ „პრიპადკა“ მამივიდა, ჩემმა მზემ“ More…
როგორც ყველი ხაჭაპურში
მოხერხებულად, მორგებულად. „ვასო ისაიას როლში ისე იყო, როგორც „ყველი ხაჭაპურშიო“, რომ იტყვიან ხოლმე“ (ილია ზურაბიშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. More…
რომელია
ჟარგონში ნიშნავს: „რას ჰქვია“, „რას მიქვია“. „– მაგარი ყოფილა! – მაგარი რომელია, უბედური ჰყავს გამჩენს“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
როჟა
სიფათი „ისეთი ნასიამოვნები როჟები ქონდათ, რა მოხდა-მეთქი, ვიკითხე“( გია ჭუმბურიძე. თარგმ.). ◊ ტიპი, ადამიანი (აგდებულად). „მაგათ ხომ კომპლექსები აქვთ, რომ მაგარი როჟები More…
როჟის შეკერვა
(„როჟა“.) ამა თუ იმ სახის, გამომეტყველების მიღება. „ჩემი მიზანი მხოლოდ ლიტერატორთა „დაკმაყოფილებაა“ და არა ისეთი „როჟის შეკერვა“, რომ „რიგითმა“ ან „საშუალო“ მკითხველმა მხოლოდ ჩემ მოსაზრებას More…
რქები მოსტეხა
(რუსული ქურდული გამოთქმა –) დაჯაბნა, დაიმორჩილა, საკუთარი უპირატესობა აგრძნობინა. „რამაზ კორინთელს... უნდოდა სოსო შადურისთვის მოეტეხა რქები“ (გურამ ფანჯიკიძე). See also: რქიანი More…
რქებით აწვება
(რუსული ქურდული გამოთქმა –) ჯიქურ უტევს, თავგამოდებით ებრძვის; მედგარ წინააღმდეგობას უწევს. „მოგკლავდნენ, სხვანაირი ხალხიაო, – მითხრა რეზომ, – რქებით მიაწვებოდი და არ მოგითმენდნენო“ (ზურაბ More…
რქიანი
ჩამორჩენილი, ხალხში გამოუსვლელი; უგუნურად აგრესიული. „ეღიმებოდა ლადოიასაც, მაგრამ მშვიდი არ იყო ეს ღიმილი, ყოველ ახლო გამოვლილ მანქანას ადევნებდა: – ქაჯი ხარ, შენი, რქიანი!“ (რევაზ More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9