სა სე სვ სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
selected terms: 61 page 1 of 4
სად ბაბუაჩემის ბებიასთან არის?
სად ჯანდაბაშია, სად დაიკარგა, ამდენ ხანს რატომ არ ჩანს? „შენ ხომ არ იცი, სად ბაბუაჩემის ბებიასთან ბრძანდებიან ის ინტელიგენტები, ცოლებთან ერთად კისერზე ძარღვებდაბერილები რომ გვპირდებოდნენ More…
სათოხლავი
საჭმელი „ამ ცინგლიანს ჰგონია, რომ საკმარისია თითი გაიშვიროს და სათოხლავი უკვე ექნება“(გიორგი და კარლო ჯორჯანელები. თარგმ.). See also: თოხლი =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე More…
საიმშიც არ არის
აზრზე არ არის, ვერაფერს ხვდება. „ბებიას გავხედე. ვიფიქრე, მოკვდება საწყალი – წნევა რამე, ინფარქტი, შაქარი... ჩემი ფეხები. არაა, საიმშიც არ არის“ (მაკა მიქელაძე). =ქართული ჟარგონის More…
საკაიფო
რაც კარგ გუნებაზე გვაყენებს, ხალისიან განწყობილებას გვიქმნის. „ცა ულურჯესი და საკაიფო“ (ტარიელ ჭანტურია). See also: კაიფი =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. More…
სამანდრაჟო
საშიში. „პიტი კიდე ატანდაზე დადგა გარეთ, თუმცა რა იყო აქ სამანდრაჟო“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). See also: მანდრაჟი =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
სამიანი და ჯანმრთელობა
მათი დევიზი, ვისი აზრითაც, ხუთიანებზე სწავლა და ამავე დროს ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლებელია. „ჩემი დევიზი ხომ იცი... სამიანი და ჯანმრთელობა“ (ნოდარ დუმბაძე). =ქართული ჟარგონის More…
სამიდან/სამში ერთი
ფალოსი. „ახლა ამას უნდა დაემატოს „სიყვარული“, რომელიც, როგორც განხორციელების პირობა, სამების მესამე დამფუძნებელი წევრია. – ვუთხრა, სამიდან ერთი ყოფილა-თქვა? – არა, კაცო, სირცხვილია!“ (ჯემალ More…
სამსართულიანი
მეტისმეტად უხამსი გინება. „ამ უხმო შეკითხვას სიტყვიერი პასუხი გავეცი (თანაც ერთი სამსართულიანი)“ (მერაბ აბაშიძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
სანატორიუმი
(ირონ.) ციხე, კოლონია, საპატიმრო. „ბევრი იმათგანი სხვადასხვა მიზეზით „გამოსასწორებლადაც“ გაგზავნა „სანატორიუმებში“, მაგრამ ყველაფერი ეს უშედეგოდ“ (თეიმურაზ ქორიძე). Synonym: აგარაკი More…
სასროკო საქმე
(„სროკი“.) დასაჭერი საქმე. „თუნდაც წარმატებით დასრულებულიყო ეს „სასროკო“ საქმე, როდის უნდა მოესწრო, სიმონ, ნაქურდალი „ტავარის“ გაყიდვა“ (მიხო მოსულიშვილი). =ქართული ჟარგონის More…
სასროლი
სასროლი – პისტოლეტი. „...ბოლო-ბოლო, – ხმადაბლა განაგრძო ლაშიკომ, – სასროლს დაადებ შუბლზე და ისე მოაცემიებ“ (ლაშა ბუღაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. More…
სასტაველი
სასტავის წევრი. „და ბოლოს, არის, ასრულდა ოცნება, ის მათი სასტაველი ხდება“ (ნინო თარხნიშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
სასტავი
თანამედროვე ახალგაზრდული ჟარგონის ერთ-ერთი მთავარი ცნებათაგანი. ნიშნავს საერთო ინტერესებით მცხოვრები, ერთმანეთთან კარგად შეგუებული ახალგაზრდების ჯგუფს, გაერთიანებას, წრეს. მომდინარეობს More…
სასტავში ჩავარდა
(რომელიღაც) წრის, ჯგუფის, გუნდის (მაგალითად, სპორტულის) წევრი გახდა. „ქუთაისელი მიხო, ძველი / ფეხბურთელი / პაიჭაძემ წაიყვანა, როგორც / კარგი დამცველი... / მიხო მიიღეს გუნდში, / აღარა აქვს More…
სატოპკე აუწია
ისეთი რამ უთხრა ან ჰკითხა, რაზედაც იცოდა (ან უნდა სცოდნოდა), რომ მოსაუბრე მახვილგონივრულ პასუხს გასცემდა. „ნებისმიერი პასუხით ეგრეთ წოდებულ „სატოპკეს“ მიიღებს, ფრენბურთის ენით რომ More…
საქმე ააგორა
დასაბამი მისცა რაღაცას, რაღაც წამოიწყო. „ხო რედკი საქმეა, საქმე ააგორო, გარჩევაზე განაბი გაუშვა და შენ არ მიხვიდე!“ (ზურაბ სამადაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული More…
საქმე გასკდა
დაფარული გამჟღავნდა. „საქმე მაინც გასკდა“ მასწავლებელს უნდა ენდო? მასწავლებელი დაგინდობს?“ (რევაზ მიშველაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
საქმე ნახე!
მე თავი გამანებე, შენს საქმეს მიხედე! „ჭორიკნებო, ართვალებო, საქმე ნახეთ, მოუარეთ თქვე-თქვენ ტ...ს!“ („ნობათი“). =საქმე ნახე! – მე თავი გამანებე, შენს საქმეს მიხედე! „ჭორიკნებო, More…
საქმეში გავიდა/საქმეში გაიყვანა
მონაწილეობა მიიღო/მიაღებინა რაღაც წამოწყებაში (ჩვეულებრივ, საჩოთიროში, მაგრამ სარფიანში). „მანამდე ქუჩაში ცხვირი არავის გამოუყვია, ვითომ ყველას ტკბილად ეძინა; როგორც ჩვენ გავედით საქმეში და More…
საყველაფრო აქვს დამთავრებული
ყველაფერს ედება, რაც იცის და რაც არ იცის, ყოვლისმცოდნე ჰგონია თავი (ქუთაისური ჟარგონი). „საყველაფრო აქვს დამთავრებულიო, იტყვიან ქუთაისში“ (კოტე მახარაძე), ნიშნავს: ისეთი სასწავლებელი აქვს More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9