ქა ქე ქვ ქი ქლ ქო ქს
selected terms: 15 page 1 of 1
ქაჯი
სალიტერატურო ენაში ავ სულს, ეშმაკს ნიშნავს, გადატანით – თავზე ხელაღებულ ადამიანსაც, ჟარგონში კი ჩამორჩენილის, ხალხში გამოუსვლელის მნიშვნელობით იხმარება (სინონიმები: რქიანი, გოიმი, გორსალა, More…
ქაჯურად
უგემოვნოდ, უგერგილოდ, უნიჭოდ, არაელეგანტურად. „...გოგო ან ქალი თუ მოგწონთ, სულ უნდა აქოთ. – ოღონდ ქაჯურად კი არ უნდა გამოგივიდეთ“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის More…
ქაჯური
უგემოვნო, ქაჯის შესაფერისი.„ღმერთო, რა ქაჯური ჰალსტუხი უშოვია“ (აკა მორჩილაძე). Synonym: გოიმური See also: ქაჯი =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
ქეთინო
ქალურად ნაზი მამაკაცი (ქეთინო – ქალის სახელის, ქეთევანის, მოფერებითი ფორმა). „– ეე, – ხელი აიქნია ზახოდამ, – იმათ ისეთი ქეთინო ძაღლები ყავთ!“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის More…
ქეიფის აგდება
ქეიფის ინიცირება. „რაღაც სასწაული შნო და ნიჭი ჰქონდა ქეიფის აგდებისა, აჩენისა, გამოქექვისა და დაბდურა ლოთებსაც მეტი რა უნდოდათ, ჯგროდ დასდევდნენ კუდში“(ზაურ კალანდია). =ქართული More…
ქეში
ნარკოტიკის მწეველი. „სვამენ, თავიანთ ცოლებს სცემენ, ქურდები არიან, ქეშები და ზარისტები და მორფინისტები...“ (ირინე ბაქანიძე); „გურგენა სტაჟიანი „ქეში“ იყო, დილიდან საღამომდე ეწეოდა და უბანში More…
ქვაზე დახატულ ეშმაკს ჰგავს
ქვაზე დახატულ ეშმაკს ჰგავს – მეტისმეტად მახინჯია. „იცი რას ჰგავხარ? შეღებილ საფრთხობელას. ქვაზე დახატულ ეშმაკს. ღამის მოჩვენებას“ (ჯემალ ქარჩხაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, More…
ქვეშიდან გამოვიდა
კრიტიკული ვითარებიდან ნაკლებ ღირსეული გამოსავალი აირჩია (რაიმეს ქვეშ გაძრომა უმეტეს შემთხვევაში წელში მოდრეკას გულისხმობს, რაც თავის დამცირებად აღიქმება). „სიმშვიდით დაუთოხმახე, არ More…
ქინძზე მკიდია
არ მაინტერესებს, არ ვნაღვლობ, ჩემთვის სულერთია. იგივეა, რაც „ფეხებზე მკიდია“ (იხ. თ. სახოკიას „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“). რატომ ჩაენაცვლა „ფეხებს“ „ქინძი“, ძნელი სათქმელია. „ნახევარ More…
ქლიავი
( შდრ. „გამოქლიავებული“ და „დაქლიავდა“. ) შტერი. „– ორსულადა ვარ, შე ქლიავო, ფეხმძიმედ“; „–აიარაღებ, შე ქლიავო, ბავშვებს?“ (ზურაბ სამადაშვილი). ძნელი სათქმელია, ხილის ეს სახეობა რატომ More…
ქოთი
სპარსულიდან შემოსული ეს სიტყვა სალიტერატურო ქართულში იგივეა, რაც შფოთი, ღრიანცელი, ჟარგონში კი ცემას, გალახვას ნიშნავს (ალბათ იმიტომ, რომ ცემა, გალახვა შფოთთან და ღრიანცელთან არის More…
ქოთი გამოუწერა
სცემა, გალახა. წარმოქმნილია სამედიცინო გამოთქმის „წამალი გამოუწერა“-ს ანალოგიით (აქაოდა, ცემა ჭირვეულის მოსარჯულებელი წამალიაო). „რა გინდა, რას გადამეკიდე? – იკითხა ნიკომ, – გამოგიწერო More…
ქოქავს
აქეზებს. „რას ვუყურებთ, ლევან, რა პრობლემაა მაგათი დაქოთვა!– ქოქავს ლევანას“(ზურაბ სამადაშვილი). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა More…
ქსივი მიაქვს
( შდრ. „წერილს წაიღებს“ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. ) კვდება. „ჩამოვედი თუ არა, უბნის ბიჭებმა მითხრეს, ქსივი მიაქვსო... – რაო? – ჰკითხა ბაჩანამ. – კვდებაო! – აუხსნა ამბოკაძემ More…
ქსივი/ქსივა
დოკუმენტი, საბუთი. შემოსულია რუსული ქურდული ენიდან (ксива), ებრაულად ნაწერს ნიშნავს. „აჰა შენი ქსივები, – საბუთები გაუწოდა, – კარგიც ეს არის“(ოთარ ჩხეიძე). =ქართული ჟარგონის More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9