ხა ხე ხი ხმ ხო ხრ ხტ ხუ
selected terms: 23 page 1 of 2
ხავერა
მყუდრო, წყნარი ბინა, სადაც დაუპატიჟებელი მომსვლელი ვერ შეგაწუხებს და შეგიძლია შენთვის სასურველ ადამიან(ებ)თან ერთად მოყუჩდე. ქართულ ჟარგონში შემოსულია რუსული ქურდული ენიდან (ховира). More…
ხაია გააკეთა
მიზანს ააცილა. „საგოლე სიტუაციებში ხაიების გაკეთების ნუ შეგეშინდება!“ (დიანა ვაჩნაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი More…
ხანიგა
გალოთებული, დაშვებული (ფსკერზე). „...ორი ოჯახი გაიჩითა. ერთი ბელგიიდან, ეგ ხო გითხარი და მეორე იყო, სიმონ, თბილისის ერთი კაი უბნის სინამდვილიდან: ცოლიი, შვილიი და ქმარიც. ეგ „ც“ იმიტო, რო More…
ხატა
( რუს. хата – ქოხი. ) მყუდრო, წყნარი ბინა, სადაც დაუპატიჟებელი მომსვლელი ვერ შეგაწუხებს და შეგიძლია შენთვის სასურველ ადამიან(ებ)თან ერთად მოყუჩდე. „თუ მილიციაში არ ყავდათ, 24 საათი ლევანას More…
ხეთქავს ნაკერავზე
სასტიკად ცემს. ნაკერავი ადამიანს, თუ ნაოპერაციები არ არის, ცხადია, არა აქვს. ამ გამოთქმაში ლაპარაკია წარმოსახვით ნაკერავზე – თითქოს ადამიანი ისევე იყოს შეკერილი, როგორც თოჯინა. „ღამღამობით More…
ხეხა (ციხე)
ციხეშია ნაჯდომი ხანგრძლივად (იმდენად დიდხანს მჯდარა, რომ ციხის კედლები მრავალგზის მიყრდნობის თუ შეხების შედეგად გაუხეხავს). „ციხე უკვე ხუთჯერ ვხეხე“ (ჯემალ დავლიანიძე). =ქართული More…
ხია
გაარტყა. „გაახურა, შეუბერა, ხია მოღალატესა“ (ვახტანგ ჯავახაძე); „მიეჭრა ახვარს და გაუქანა და ხია შიგ შუა ყბაში“ (გურამ დოჩანაშვილი). ◊ ერთბაშად, მოულოდნელად ჩაიდინა, More…
ხიპიში
ჩხუბი, სკანდალი. „ამას წინათ სიგარეტი აიღო და მაყუთს არ მაძლევდა, ისეთი ხიპიში ავუტეხე, შენი მოწონებული“ (ირინე ბაქანიძე). Synonym: შუხური =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე More…
ხისთავა/ხისთავიანი
რეგვენი (ვისაც თითქოს ხისგან გამოთლილი თავი ადგას მხრებზე). „ზედ გადავუარო ამდენ ხისთავიანს“ (მურმან ლებანიძე); „ჯერ რა ხისთავა რამე უნდა იყო, ამას აკეთებდე...“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). More…
ხიხო
ი. გრიშაშვილი ასე განმარტავს: „მეტი სახელია გამოუსვლელი, უშნო კაცისა“ („ქალაქური ლექსიკონი“), მაგრამ საილუსტრაციო მაგალითი არ მოაქვს. „სოფელში რომ ჩავდივარ, ქალაქელ ციგანს მეძახიან, More…
ხმარობს
( ნამყო სრული „იხმარა“.) სქესობრივი ურთიერთობა აქვს (სუბიექტი – მამაკაცი). „და კიდევ ერთი სცენა, როცა მარლინ ბრანდო „რუსთავი-2“-ის „ფსიქოს“ თაყვანისმცემელთა გასახარად, უკან მიდგომილი More…
ხოდები
ვინმეს ან რამეს მისაგნები გზები, საშუალებები, რომლებიც მხოლოდ განდობილთათვის არის ცნობილი. (რუს. ход – სვლა). „ის არ უკვირს, მე რო მოვაგენი, იცის, რა მამაჩემის შვილი ვარ, ხოდები ვიცი და ეგ More…
ხოდზეა
ფეხზე დგას, სიარული შეუძლია; ფორმაშია. (რუს. xoд – სვლა). „ჩვენ გამოძინება და თბილისში ჩასვლა უნდა მოვასწროთ, რო იქაც ხოდზე ვიყოთო“ (აკა მორჩილაძე); „ამეებს... მერე დავწერ, ახლა ვერ ვარ More…
ხოდშია
( შდრ. რუსული გამოთქმა в ходу. ) დიდი გასავალი აქვს; მოდაშია. „რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ, ახლა ხოდში მოდერნია“ („ნიანგი“). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; More…
ხოზო/ხოზიკა
მსუქანი. „ვაიმეეე, გეოოო, საშინელო, საძაგელო, გინდა, რომ 40 კილო მოვიმატო და იმ ხოზიკა ქერა ქალს დავემგვანო, ხოოოო???“ (ინტერნეტი). შესაძლოა მომდინარეობდეს სომხური სიტყვიდან „ხოზ“ (ღორი). More…
ხოში გაისწორა
გულის წადილი აისრულა. „ვერ მივაღწიე, ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს, ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, – რა ბედენაა დიდუბის თუ მთაწმინდის მიწა!.. თუ სიკვდილია! – აი, წოლა მესმის შამქორში“ (მუხრან More…
ხოშიანი
ძალიან კარგი. „ცოტა ძმარი რომ მოასხა მაგ ლექსებს, ხოშიანი წნილი გამოვა“ (ნოდარ დუმბაძე); „გარეთ ხოშიანი ამინდია“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „ძმები რაიტების ხოშიანი ჰაეროპლანი“ (ვალერიან More…
ხოხმა
სეირი. „მაგარი ხოხმა კი იყო იმის ფართხალის ყურება...“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; More…
ხრეში
ხურდა ფული (ხრეშთან – მსხვილ ქვიშასთან – გარეგნული მსგავსების გამო). „ბაზრებში „ხრეში“, წვრილი ფული, ხოლო ტროლეიბუსებსა და ავტობუსებში ხუთი „მიღებული“ „ლაპატნიკიდან“ დიდი-დიდი 100-150 More…
ხტუნავს
საჩხუბრად არის განწყობილი (თითქოს კინკლაობის ჟინით შეპყრობილი ადგილზე ცმუკავს, ხტის). „რა და, ხომ იცი, ბნელი ხალხია, რას ხტუნავს მაგიო“ (რევაზ მიშველაძე). =ქართული ჟარგონის More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9