ჯა ჯი ჯო
selected terms: 11 page 1 of 1
ჯაგა
უხეში, გაუნათლებელი, ველური და სასტიკი ადამიანი. მომდინარეობს ინდოელი კინორეჟისორისა და მსახიობის რაჯ კაპურის ფილმის „ავარას“ პერსონაჟის სახელიდან. „ჩვენ სულ ჯაგები გვასწავლიდნენ [სკოლაში]“ More…
ჯაგიჯუგი
შეხლა-შემოხლით, დარტყმებით გამოწვეული ხმაური. „ამასობაში ყველაფერი გაახსენდა: როგორ იჯდა ტროტუარზე სასმელით გამოლენჩებული, როგორ ეხვეწებოდნენ ძმაკაცები, ჩქარა აახვიე აქედანო და როგორ More…
ჯანავიკი
ჯანიანი, ღონიერი. „კაი ჯანავიკი ყოფილა ეგ ჩემისა, – წაიბურტყუნა უცებ ბნელომ“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: More…
ჯანებში წავიდა
შემერგო. იტყვიან ალკოჰოლიან სასმელზე. „მეც ავიღე და გადავუშვი, სულ გაყინულ ჯანებში წავიდა“ (აკა მორჩილაძე). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან More…
ჯართი
ძველი ავტომანქანა. „კვირაობით ამ ჯართით ას ოც კილომეტრზე მივჯაყჯაყებდით“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.). =ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; More…
ჯიგარი მასტი
კარგი, მაგარი, გულიანი ტიპი „ჯიგარი“ (პირდაპირი მნიშვნელობით საქონლის გულ-ღვიძლი) ამ გამოთქმაში იგივეა, რაც „ჯიგრიანი“, რომელიც აგრეთვე მეტად აქტიურად იხმარება ჟარგონში და განმარტებით More…
ჯიგარო
კარგო, კეთილო (მეგობრული მიმართვა). „მოგენატრა, ჯიგარო, იქნებ მწვანე ბალახი? წყალი და ქვამარილი, – სიზმრად ასჯერ ნანახი?“(ელდარ კერძევაძე); „ბარო, ჯიგრებო!“ (ნოდარ დუმბაძე); „პრივეტ, More…
ჯინსავიკი
ჯინსების მოყვარული და მცნობი. „არ გეგონოთ, ვისაც ნამდვილი ჯინსი აცვია, ყველა ნაღდი ჯინსავიკი იყოს“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.); „არც ჯინსავიკი ყოფილხარ, – ძველმანებს აგლახავებდი“ (ვახტანგ More…
ჯიხვი
სალიტერატურო ქართულში – ციცაბო კლდეებში მცხოვრები გარეული თხა. ჟარგონში ხალხში გამოუსვლელს, ჩამორჩენილს ნიშნავს „კიდევ ერთხელ გიმეორებ ვერგაევროპელებულო და ვერგაამერიკელებულო ჯიხვო More…
ჯიხვურ პონტში
ჯიხვს ანუ ხალხში გამოუსვლელს, ჩამორჩენილს რომ შეეფერება, იმგვარად. „– მგონი მაგარი ავარდნილი ვარ, – კოტიკოს თავის შეყვარებულზე მოუნდა ლაპარაკი, – მარა მაიზმენებს... მე მიყვარხარ, ვეუბნები, More…
ჯონჯოლი
ბობოლა, დიდი ვინმე (დაცინვით). ჯონჯოლი (ჯონჯოლის ხის ყვავილებისაგან დამზადებული მწნილი) საუკეთესო მწნილად ითვლება. „თუ მაგრე არის და მოვიდეს, ვნახოთ, რაღაც ჯონჯოლია...“ (ბარბარე ჯორჯაძე). More…
ქართული ჟარგონის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9