L T

რა რგ რე რი რო რუ რძ რწ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეუ რეფ რექ რეც
selected terms: 127 page 6 of 7
რეტიკულური ქსოვილი
(reticulum ბადისებრი) მოძველებული ტერმინია. იგულისხმება ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ნუშისებრი ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან ჰემოპოეზურ უჯრედებს. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი More…
რეტინოპათია
(retina თვალის ბადურა,; pathos ავადმყოფობა, ტანჯვა) თვალის ბადურის დაავადებები. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. More…
რეტორტა
(retorta მოღუნული) მსხლის ფორმის ჭურჭელი, გრძელი, მოღუნული ყელით, რომელიც გამოიყენება სითხეების გამოხდისათვის და ნივთიერებების დაშლისათვის გაცხელების საშუალებით. =გოგიჩაძე გიორგი, More…
რეტრაქცია
(retractio შეკუმშვა) სისხლის შრატის თავისთავადი (სპონტანური) გამოყოფა კოლტისაგან. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. More…
რეტროგრადული
(retro უკან, gradus ნაბიჯი, საფეხური) უკან მიმავალი. მაგ., რეტროგრადული ამნეზია. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. More…
რეტროვირუსები
(retro უკან, virus შხამი) ვირუსების ერთერთი ოჯახი, რომლის დამახასიათებელი ნიშანია ვირიონში ფერმენტ რევერტაზას (შებრუნებითი ტრანსკრიპტაზას) არსებობა. ამ ოჯახში 3 ქვეოჯახია: სპუმავირუსები, More…
რეტროსპექტული
(retro უკან, spectare ყურება) წარსულისადმი მიძღვნილი. ის, რაც ეძღვნება წარსულის განხილვას (მაგ., ეპიდემიოლოგიური ანალიზი განიხილავს მოვლენებს, პროცესებს და სხვ. წარსულში ანუ რეტროსპექტულად). More…
რეუტილიზაცია
(re კვლავ, utilis სასარგებლო) მცენარისმიერ დაბერებული და მომაკვდავი ფოთლებისა და ყლორტების ნივთიერებების გამოყენება ახალგაზრდა ორგანიზმის ზრდისათვის. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი More…
რეფერატი
(referre მოხსენების გაკეთება, ცნობის მიცემა) სამეცნიერო შრომის, წიგნის და სხვ. მოკლე, ზეპირი ან წერილობითი გადმოცემა. რაიმე თემისადმი მიძღვნილი მოხსენება, რაც ემყარება ლიტერატურული და სხვ. More…
რეფერენტი
(referens მომხსენებელი) პიროვნება, რომელიც რეფერატს კითხულობს; თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ საკითხებ-ში მომხსენებელია ან კონსულტანტი. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური More…
რეფლექსი
(reflexus ასახვა, ანარეკლი) გარე სამყაროსა და შინაგანი გარემოს ცვლილებაზე ცოცხალი ორგანიზმის სწრაფი რეაქცია, რომელიც ხორციელდება რეცეპტორების გაღიზიანების საპასუხოდ ცენტრალური ნერვული More…
რეფლექსია
(reflexus ასახვა, ანარეკლი) საკუთარი აზრების და განცდების ანალიზი. ეჭვებითა და მერყეობებით სავსე ფიქრები. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / More…
რეფლუქსი
(refluxus დენა უკანა მიმართულებით) სითხის (შარდის ან რენტგენო-კონტრასტული მასის) არაბუნებრივი მიმართულებით დენა. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და More…
რეფრაქტერული
(refractaire ძნელად შემთვისებელი) დაავადება, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. მაგ., რეფრაქტერული ანემია. See also: პერნიციოზული =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და More…
რეფრაქცია
(refractio გარდავტეხავ) სინათლის სხივის გარდატეხა. მაგ., თვალის რეფრაქცია - თვალის უნარი გარდატეხოს სინათლის სხივები. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები More…
რეფუგიუმი
(refugium თავშესაფარი) ხმელეთის ზედაპირის ან მსოფლიო ოკეანის ფსკერის მონაკვეთი, სადაც სახეობა ან ცოცხალ არსებათა ჯგუფი გადარჩა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში და დღესდღეობით შემორჩენილია ამ More…
რექტოსკოპია
(rectum სწორი ნაწლავი,; skopeo ვუყურებ) სწორი ნაწლავის დათვალიერება, შესწავლა ინსტრუმენტული გზით. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. More…
რეცედენტი
(recedo გაქრობა, გადახრა) ინდივიდი, რომელიც დათრგუნული, დაჩაგრულია ცხოველთა ჯგუფში თავისი სისუსტის გამო. აღინიშნება როგორც «ომეგა». =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და More…
რეცენზია
(recensio განხილვა) სამეცნიერო შრომის, მხატვრული ლიტერატურის და სხვ. კრიტიკული შეფასება. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. More…
რეცენტული
(recenter ახლახან) თანამედროვე და არც თუ დიდი ხნის წინათ გადაშენებული ცხოველები და მცენარეები. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. More…
ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9