L T

წა წე წი წლ წმ წუ წყ
selected terms: 16 page 1 of 1
წაბლი
(Castanea sativa) ხემცენარეა. შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს, B, C, K ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გააჩნია ანტივარიკოზული, More…
წეკო
(Nicotiana rustica) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ბალახოვანი ერთწლიანი მცენარეა. შეიცავს 1-10% ნიკოტინს და 15-20% ორგანულ მჟავებს, მათ რიცხვში 10%-ზე მეტ ლიმონის მჟავას. ფოთლებიდან ამზადებენ More…
წითელა
(morbilli) ბავშვთა ასაკის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ვირუსი (პარამიქსოვირუსების ოჯახის, მორბილივირუსის გვარი). ახასიათებს სპეციფიკური გამონაყარი, რომელიც მე-3-4 დღეს More…
წითელი ქარი
მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სტრეპტოკოკი. ახასიათებს კანის თავისებური ანთება. პროგნოზი კეთილსაიმედოა. Synonym: ერიზიპელასი =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური More…
წითელი წიგნი
გაქრობისა და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების ჩამონათვალი, ნუსხა, სადაც მოცემულია მათი ბიოლოგიის, გავრცელებისა და სხვ. მოკლე დოკუმენტური მონაცემები. =გოგიჩაძე More…
წითურა
(rubeola) იგივე რუბეოლა. გადამდები ინფექციური დაავადებაა. გამომწვევია რნმ-ს შემცველი, ტოგავირუსების ოჯახის, რუბივირუსების გვარის დერმატროპული ვირუსი. ვირუსს გააჩნია ტროპიზმი ემბრიონული More…
წინადაცვეთა
(circumcisio) რელიგიური მოსაზრებებით მუსულმანებსა და ებრაელებში მიღებული ადათი, რომლის მიხედვითაც ახდენენ მამაკაცის პენისის ჩუჩის ნაწილობრივ მოკვეთას. =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი More…
წიწმატურა
(Capsella bursa pastori) ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან. შეიცავს ფილოქინონებს, ქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმს, ფლავონის გლიკოზიდს, ასკორბინის, ვაშლის, ლიმონის, More…
წლიური რგოლები
1.მცენარეებში: მერქნის, კერძოდ კი კამბიუმის ნამატ შრეებს წლიური რგოლები ეწოდება. მათი დათვლით შეიძლება დავადგინოთ მცენარის ასაკი, პირობები, რომელშიც იზრდებოდა მცენარე ამა თუ იმ წელს, More…
წმინდა ხაზები
ლაბორატორიული ცხოველების ჯგუფი, რომელიც მიღებულია ხანგრძლივი ინბრიდინგის შედეგად. გამოირჩევიან მკვეთრად გამოხატული ერთგვაროვანი მემკვიდრეობით. წმინდა ხაზებს ფართო გამოყენება აქვთ More…
წურბელა
(Hirudo medicinalis) See also: სამედიცინო წურბელა =გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : More…
წყალმანკი
(hydrops) სეროზული სითხის დაგროვება ქსოვილებში, ორგანიზმის სიღრუებსა და პარენქიმულ ორგანოებში, განსაკუთრებით კანქვეშა ქსოვილში (ანასარკა), პლევრის ღრუში (ჰიდროთორაქსი), მუცლის ღრუში (ასციტი) More…
წყალმცენარეები
(Algae) უმდაბლესი, ავტოტროფული წყლის მცენარეების ჯგუფი, რომელიც შეიცავს ქლოროფილს და სხვა პიგმენტებს და ფოტოსინთეზის პროცესში გამოიმუშავებს ორგანულ ნივთიერებებს. განასხვავებენ ლურჯ-მწვანე, More…
წყლის იელი
(Ledum polustre) მარადმწვანე ბუჩქია. გავრცელებულია ძირითადად ტუნდრაში. შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს. ფოთლებში შედის ანდრომედოტოქსინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები, ვიტამინი C და More…
წყლული
(ulcus) კანის ან ლორწოვანი გარსის და მათ ქვეშ განლაგებული ქსოვილების დეფექტი, რომლის შეხორცება, როგორც წესი, დარღვეული ან მნიშვნელოვნად შენელებულია. წყლული შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა More…
წყურვილი
(sitis; dipsa) მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში წყლის დეფიციტისას, აგრეთვე წყალსა და სისხლის მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს შორის ნორმალური შეფარდების დარღვევისას. ადგილი აქვს More…
ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9