A E L R T X Y

ია იდ იე იზ ილ იმ ინ იო იპ ირ იუ იქ იშ
selected terms: 203 page 10 of 11
იონიზაცია
(ionisation; ионизация; ionisatio) (ბერძნ. ion იონი) - სამკურნალო ნივთიერების შეყვანა სხეულში იონების საშუალებით, რომლებიც ამ ნივთიერებაში წარმოიქმნენ ელექტროდენის გავლის შედეგად. More…
იონოთერაპია
(ionotherapy; ионотерапия; ionotherapia) (ბერძნ. ion იონი, therapeia მკურნალობა) - ორგანიზმში სამკურნალო ნივთიერებათა შეყვანა გალვანური დენის საშუალებით. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო More…
იოჰიმბინი
(yohimbine; иохимбин; yohimbinum) ალკალოიდი, რომელიც ორგანიზმზე ახდენს სიმპათოლიზურ მოქმედებას: იწვევს თირკმლების, კუჭ-ნაწლავის, სასქესო ორგანოების სისხლძარღვების დილატაციას, ხელს უწყობს More…
იპოქონდრია
ჰიპოქონდრია See also: ჰიპოქონდრია =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ More…
ირადიაცია
(irradiation; иррадиация; irradiatio) (ლათ. irradio შუქს გამოვცემ, გამოვასხივებ) - 1. ტკივილის შეგრძნების გავრცელება დაზიანებული უბნიდან მისგან დაშორებულ ნაწილში. 2. აგზნების და შეკავების More…
ირიგაცია
(irrigation; ирригация; irrigatio) (ლათ. irrigatio) - ჭრილობის, ანთებითი ადგილის და ა.შ. დამუშავება რაიმე სითხით. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური More…
ირიდექტომია
(iridectomy; иридоэктомия; iridectomia) (ბერძნ. iris ფერადი გარსი, ektome ამოკვეთა, ამოჭრა) - ქირურგიული ოპერაცია თვალზე, რაც მდგომარეობს ფერადი გარსის ნაწილის ამოკვეთაში. =გოგიჩაძე, More…
ირიდოდონეზისი
(iridodonesis; иридодонез; iridodonesis) (ბერძნ. iris ფერადი გარსი, doneo კანკალებ) - თვალის გუგის რითმული შევიწროება და გაფართოება. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის More…
ირიდოპლეგია
(iridoplegy; иридоплегия; iridoplegia) (ბერძნ. iris ფერადი გარსი, plege დარტყმა) - ფერადი გარსის კუნთის დამბლა. გუგის უმოძრაობა. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის More…
ირიდოქორიოიდიტი
(iridochorioiditis; иридохориондит; iridochorioiditis) (ბერძნ. iris ფერადი გარსი, chorioidea თვალის სისხლძარღვოვანი გარსი, itis ანთება) - თვალის ფერადი გარსის და სისხლძარღვოვანი გარსის More…
ირიდოციკლიტი
(iridocyclitis; иридоциклит; iridocyclitis) (ბერძნ. iris ფერადი გარსი, kyklos რკალი, itis ანთება) - ფერადი გარსის და წამწამოვანი (ცილიარული) სხეულის ანთება. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო More…
ირისი
(iris; ирис; iris) (ლათ. iris) - თვალის ფერადი გარსი. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. More…
ირიტაცია
(irritation; ирритация; irritatio) (ლათ. irritatio გაღიზიანება) - ბიოლოგიური სისტემების გაღიზიანება ან მათზე ყოველგვარი ზემოქმედება, რაც ცვლის მათ საწყის მდგომარეობას. =გოგიჩაძე, გ. More…
ირიტაციული თეორია
(irritation theory; ирритационная; irritatio theoria) (ლათ. irritatio გაღიზიანება) - რ.ვირხოვი სიმსივნის გენეზში ხაზს უსვამდა განმეორებადი, ხანგრძლივი მექანიკური და ქიმიური ბუნების More…
ირიტი
(iritis; ирит; iritis) (ბერძნ. iris ფერადი გარსი, itis ანთება) - თვალის ფერადი გარსის ანთება. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი More…
იუვენილური
(juvenile; ювенилный; juvenilis) (ლათ. juvenilis ახალგაზრდული, ჭაბუკური) - რაც ეხება ახალგაზრდულ ასაკს. პიროვნება, რომელსაც ჯერ არ მიუღწევია სქესობრივი სიმწიფისათვის. =გოგიჩაძე, გ. More…
იქთიოზი
(ichthyosis; ихтиоз; ichthyosis) (ბერძნ. ichtys თევზი, osis მდგომარეობა) - თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც კანი დაფარულია ხორკლიანი ქერცლით. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო More…
იქორი
(ichor; ихор; ichorus) (ბერძნ. ichor ჩირქი) - ჭრილობებიდან და წყლულებიდან გამოყოფილი ჩირქოვანი სითხე. =გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური More…
იქტერუსი
(icterus; иктерус; icterus) (ბერძნ. ikteros სიყვითლე) - კანის და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვა სისხლის პლაზმაში ნაღვლის პიგმენტის - ბილირუბინის სიჭარბის გამო. =გოგიჩაძე, გ. More…
იშემია
(ischemia; ишемия; ischaemia) (ბერძნ. isho შევაკავებ, haima სისხლი) - სხეულის გარკვეული უბნის, ორგანოს ან ქსოვილის ლოკალური (ადგილობრივი) სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების More…
სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9