A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ
selected terms: 56 page 2 of 3
მანანი
(ებრ. man hu? „რა არის ეს?“) (Manna) საკვები, რომლითაც, ბიბლიის თანახმად, ებრაელი ხალხი იკვებებოდა უდაბნოში ხეტიალისას (გამ. 16:14.21; რიცხვ. 11:7, შმდ.; იესო. 5:12). სინაის ნახევარკუნძულზე More…
მანდეველნი
(არამ. manda „ხილვა“, „გაცნობა“) (Mandei) გნოსტიკური სექტის წარმოშობით პალესტინელი მიმდევრები (მათ უწოდებენ აგრეთვე „წმიდა იოანე (ნათლისმცემლის) მოწაფეებს“), რომლებიც სამხრეთ ერაყსა და ირანში More…
მანიპულუსი
(ლათ. manipulus, სიტყვიდან manus და ზმნა plere-ს „გავსება“ ფუძიდან, სიტყვასიტყვით „ერთი მუჭა“) (Manipolo) ზოლის ფორმის ლიტურგიული სამოსელი, – იმავე ფერისა და ქსოვილისაგან დამზადებული, More…
მანიქეველობა
(სპარს. Mani haja „მანი ცოცხალი“) (Manicheismo) სპარსი მთავრის, მანის (216-277 წწ. ქრისტეს შემდეგ) მიერ დაარსებული რელიგია. მანიქეველობის თანახმად, სინამდვილეში არსებობს ორი ერთმანეთისაგან More…
მანტელეტა
(კნინობითი ფორმა სიტყვისა mantella „მოსასხამი“) (Mantelletta) ზემოდან ჩასაცმელი პრელატის მოკლე მოსასხამი, მუხლებამდე სიგრძის და უსახელო, მკლავებისთვის დატოვებული ორი გახსნილი ნაწილით More…
მანტია
(არაბ. feryul „შალის ბლუზა“) (Ferraiolo) თხელი ქსოვილის მოსასხამი, რომლისგანაც მიიღება მხრებზე მოსახვევი ნაკეცებიანი განიერი ზოლი. მას სასულიერო პირები ატარებენ. ტუნიკის სიგრძის მანტიას More…
მანუ
(სანსკ. manu „კაცი“ ან „ბრძენი“) (Manu) ჰინდუიზმში აღნიშნავს კაცთა მოდგმის მითოსურ წინაპარს, რომელიც ზოგჯერ შემოქმედ ღმერთ პრაჯაპატისთან იგივდება. გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს ადამიანს More…
მანუალისტიკა
(Manualistica) სწავლება, რომელიც გავრცელებული იყო მეცხრამეტე საუკუნიდან ვატიკანის II კრებამდე და რომლის მიზანი იყო სახელმძღვანელოებში, ანუ ტექსტების სახით, თეოლოგიის საგნის არსებითი More…
მარადიული სიცოცხლე
(Vita eterna) სიკვდილის შემდეგ ღმერთთან მარადიული სიცოცხლე, რომელსაც ქრისტე მის მორწმუნე ადამიანებს უბოძებს (რომ. 5:21; 6:23; 1კორ. 15:45). მართლები იმეფებენ ქრისტესთან ერთად სამარადჟამოდ More…
მარადიულობა
(ლათ. სიტყვიდან aeternitas) (Eternità) დასაბამისა და დასასრულის არმქონე ხანგრძლივობა. ღმრთის განსაკუთრებული თვისება, რადგან იგი, უწმინდესი სული, დროსა და სივრცეს არ ექვემდებარება. წმიდა თომა More…
მარანა-ტა, მარან-ათა
(არამ. „უფალო ჩვენო, მოდი“, „ჩვენი უფალი მოდის“) (Maràna-tà/ Maràn-athà) პალესტინურ საკრებულოთა ლიტურგიული შეძახილი. წმიდა პავლემ ის კორინთელთა მიმართ პირველი წერილის დასასრულს გამოიყენა. More…
მართლმადიდებელი
(Ortodosso) ისტორიული თვალსაზრისით, აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეს; აგრეთვე, აღნიშნავს პირს (ორთოდოქსი), რომელიც მთლიანად იზიარებს არა აუცილებლად რელიგიურ, მაგრამ დოგმატური More…
მართლმადიდებელი ეკლესიები
(Ortodosse, Chiese) აღმოსავლური ეკლესიები თავს მართლმადიდებელ ეკლესიებს უწოდებენ და ეს სახელწოდება ძველი ეკლესიის სამოძღვრო დებულებებისადმი მათს ერთგულებას უსვამს ხაზს. კონსტანტინოპოლთან More…
მართლმადიდებლობა, მართლმორწმუნეობა
(ბერძ. orthós „მართებული“, „ჭეშმარიტი“ და dóxa „მოსაზრება“) (Ortodossia) ტერმინი აღნიშნავს ქრისტიანულ მოძღვრებას, როგორც ჭეშმარიტს, როგორადაც ასწავლის და განსაზღვრავს მას ეკლესია, ერეტიკული More…
მართლქმედება
(ბერძ. orthós „მართებული“, „სწორი“ + práxis „ქცევა“) (Ortoprassi) აღსარებული რელიგიის სწავლების შესატყვისი საქციელი. ზოგჯერ მართლქმედებას (ორთოპრაქსიას) უპირისპირებენ ორთოდოქსიას More…
მარიამი
(Maria) ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალწული მარიამი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც „ქრისტეს დედა და ეკლესიის დედა“ (პავლე VI). როგორც ქრისტეს დედა, მარიამი სული წმიდამ შეამზადა: More…
მარიამის გვირგვინით შემკობა
(Incoronazione di Maria) იკონოგრაფიული გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს ქალწულ მარიამის გვირგვინით შემკობას (ქრისტეს ან ყოვლადწმიდა სამების მიერ). ხაზს უსვამს მარიამის სადედოფლო ღირსებას More…
მარიამის ლეგიონი
(Legio Mariae) 1921 წელს დუბლინში ფრანკ დუფის მიერ (†1980) დაარსებული საეროთა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ადამიანის პიროვნული განწმედა და მოციქულობაა. დღეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოშია More…
მარიამის შობა
(Natività di Maria) დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 8 სექტემბერს და VI საუკუნის შუაწლებიდან მომდინარებს. მარიამის შობის დღესასწაულით ეკლესია საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სამყაროში ამ არსების More…
მარიამის წელი
(Anno mariano) მარიამისადმი მიძღვნილი წელი. ის გამოაცხადა 1954 წელს პაპმა პიუს XII-მ, ქრისტეს დედის განსაკუთრებული სიწმიდის ხაზგასასმელად, რომელიც მისი უბიწოდ ჩასახვისა (რაც ზუსტად ერთი More…
ქრისტიანობის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9