A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

selected terms: 1,868 page 69 of 94
სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია
(Congregazione per la Dottrina della Fede) რომის კურიის ორგანო, ცნობილი როგორც ყოფილი წმიდა დაწესებულება (Sant’Uffizio). აქვს არსებობის ხანგრძლივი ისტორია. ის 1542 წლის 12 ივლისის More…
სარწმუნოების საუნჯე
(ლათ. depositum, ბერძ. parathéke „ის, რაც გადმოიცა“) (Deposito della fede) გამოთქმა აღნიშნავს ქრისტიანული სარწმუნოების მთლიან შინაარსს, რომელიც მოცემულია საღმრთო წერილში და რომელიც ქრისტემ More…
სარწმუნოების სიმბოლო
(Simbolo di fede) სარწმუნოების ძირითად ჭეშმარიტებათა ნაკრები, რომელიც, ამგვარად, კატეხიზმოს პირველი და საფუძველმდები წყაროა. სამოციქულო ეკლესიამ დასაბამიდანვე გამოხატა და გაავრცელა თავისი More…
სარწმუნოების ხელშემწყობი
(ლათ. promotus, ნამყოს მიმღეობა ზმნისა promovere, „ხელის შეწყობა“) (Promotore della fede) საზოგადოდ, „ეშმაკის ადვოკატის“ სახელით ცნობილი, რწმენის ხელშემწყობი წმიდათა საქმეების კონგრეგაციის More…
სასაკმევლე
(Navicella - კნინობითი ფორმა სიტყვისა nave) (Navicella) პატარა ნავის ფორმის ჭურჭელი, რომელშიც ლიტურგიული მსახურების დროს დასაწვავი საკმეველია მოთავსებული. გამოიყენება საცეცხლურთან ერთად. More…
სასაფლაო
(ბერძ. koimetérion „საძინებელი“, მომდინარეობს სიტყვიდან koiman „დაწვენა“, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა coemeterium) (Cimitero) ადგილი, სადაც კრძალავენ გარდაცვლილებს, რომლებსაც, More…
სასულიერო განმგებელი
(Ordinario; ordinarius) აღნიშნავს ხელმძღვანელს უწყებისა, რომელიც გულისხმობს სადიოცეზო ეპისკოპოსის ძალაუფლებასთან ერთგვარად თანასწორ ძალაუფლებას. ისინი (CIC, კან. 134, ნაწ. 1 და 2) შემდეგ More…
სასულიერო წოდებიდან განყენება
See also: ლაიციზაცია =პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. More…
სასწაული
(ლათ. miraculum „გასაოცარი საგანი“, მომდინარეობს ზმნიდან mirari „გაოცება“, „განცვიფრებით ცქერა“) (Miracolo) მოვლენა ან გრძნობადი ფაქტი, რომლითაც მჟღავნდება ღმრთის ძალაუფლება და რომელიც როგორც More…
სასჯელი
(Pena; poena) ლეგიტიმური ხელისუფლის მიერ სულიერი თუ მიწიერი სიკეთის მიღების აღკვეთა დამნაშავის გამოსწორებისა და ჩადენილი დანაშაულის გამო დასჯის მიზნით. გამაჯანსაღებელი სასჯელი (ცენზურა - More…
სატანა
(ებრ. satan, შემდეგ ბერძ. satán და ლათ. satan „მტერი“, „ბრალმდებელი“) (Satana) მაცდუნებელი, გაიგივებულია ოდითგანვე ადამიანის მტერ ეშმაკთან (დაბ. 3:1-6; სიბრძნ. 2:24), ეწოდება, აგრეთვე, ბოროტი More…
სატანიზმი
(სიტყვიდან „სატანა“) (Satanismo) სატანის ან სხვა, რელიგიის მოძულე ეშმაკისეულ ძალთა კულტი. ხშირად პოვებს გამოხატულებას ეგრეთ წოდებული „შავი წირვის“ ან სხვა ღმრთისმგმობი რიტუალების მეშვეობით. More…
სატრაპეზო
(ლათ. cenaculum „სასადილო ოთახი“) (Cenacolo) ადგილი, სადაც იესომ მოციქულებთან ერთად აღნიშნა პასექი და სადაც დაამკვიდრა ევქარისტია. აქვე სული წმიდის გარდამოსვლის დღეს მარიამსა და მოციქულებზე More…
საფეხურებრივი
(ლათ. gradus „საფეხური“) (Graduale) ასე ეწოდებოდა წირვის დროს პირველი კითხვის შემდეგ შესასრულებელ რესპონსორიუმის ფსალმუნს, რომელსაც მგალობელი ამბიონის საფეხურებიდან წარმოთქვამდა. More…
საფსალმუნე
(ქრისტიანული ლათ. psalterium, ნაწარმოებია ბერძნულიდან psalterion) (Salterio) აღნიშნავს ფსალმუნთა ბიბლიურ წიგნს; აგრეთვე, კრებითი სახელია გარკვეული ტიპის სიმებიანი ინსტრუმენტებისა, რომელთაც More…
საფუძველმდები არჩევანი
(ლათ. optio „არჩევანი“ და fundamentalis „არსებითი“) (Opzione fondamentale) ზნეობრივი ქმედების ანალიზისა და გაგებისათვის უკვე კლასიკურად ქცეული ეს ცნება აღნიშნავს ცნობიერებაში გაკეთებულ More…
საფუძვლის საკრებულო
(Comunità di base) ტერმინი აღნიშნავს რთულსა და ფართო ფენომენს, რომელიც ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ქრისტიანულ რეალობებს მოიცავს. ასეთი საკრებულოები აღმოცენდა ლათინურ ამერიკაში, სადაც More…
საქველმოქმედო ფონდი
(Fondazione pia) ქონება, რომელიც კანონით განკუთვნილია „სამადლო“ მიზნებისთვის, ანუ „საქველმოქმედო, სამოციქულო და, როგორც სულიერი, ისე საერო გულმოწყალების საქმეთათვის“ (CIC, კან. 114). ამგვარი More…
საქმეები
(Atti) ცნობილია: ა) მოციქულთა საქმეები: ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი აღთქმის წიგნი; შედგება 28 თავისაგან; მასში გადმოცემულია პირველქრისტიანობის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენები ერთდროულად More…
საღმრთო
(Sacro; sacer) აღნიშნავს საერო გამოყენებას ჩამოშორებულ და ღმრთაებრიობასთან დაკავშირებულ ყოველ რეალობას (პიროვნებები, საგნები, ადგილები და სხვ.). =პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის More…
ქრისტიანობის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9