A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

selected terms: 1,868 page 73 of 94
სიტყვით გამოსვლა
(ლათ. sermo „სიტყვა“) (Sermone) ქადაგება ლიტურგიული მსახურების დროს, ან, ზოგადად, რელიგიური შინაარსის გამოსვლა. მაგალითია მთაზე იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვა (მათ. 5-7). =პეტროზილო, More…
სიქჰიზმი
(სანსკ. sisya „მოწაფე“) (Sikhismo) დაახლოებით XVI საუკუნის დასაწყისში, გურუ ნანაკის (1469-1539) ქადაგებათა საფუძველზე აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა, რომელიც ინდოეთის პანჯაბის რეგიონშია More…
სიღატაკე
(ლათ. paupertas (სიტყვიდან pauper „ღარიბი“)) (Povertà) სიღატაკე, როგორც სახარებისეული რჩევა (მათ. 19:21), ყოველი ქრისტიანისათვისაა ყურადსაღები. მისი არსია ამქვეყნიურ სიკეთეთა სწორი მოხმარება More…
სიყვარული
(ლათ. caritas „პატივისცემიდან მომდინარე სიყვარული“, გადმოსცემს ბერძნულ ცნებას agápe, „სიყვარული“) (Carità) ერთ-ერთი სამ საღმრთისმეტყველო სათნოებათაგან, შთაგონებული წმიდამყოფი მადლით, რომელიც More…
სიყმაწვილის სახარება
(Vangeli dell’infanzia) ასე ეწოდება მათესა და ლუკას სახარების საწყის თავებს (მათ. 1-2; ლუკ. 1-2), რომლებშიც იესოს დაბადება და პირადი ცხოვრებაა აღწერილი. მათე ძველი აღთქმიდან იღებს შთაგონებას More…
სიწმიდე
(Santità; sanctitas) ღმრთის ატრიბუტი, რომელიც აღნიშნავს მის ტრანსცენდენტულობას ყოველივე შექმნილისაგან და, მით უმეტეს, მის განცალკევებას ბოროტებისა და ცოდვისაგან. ბოროტების უარყოფისა და More…
სიწმიდეობა
(გვიანლათ. puritas, სიტყვიდან purus „სუფთა“) (Purità) სიწმიდეობა და მისი საპირისპირო ცნება – უწმიდურობა თითქმის ყველა რელიგიაშია ცნობილი. ბიბლია წმიდად მიიჩნევს ყოველივეს, რაც ღმერთთან More…
სიხარბე
(Avarizia; avaritia) უზომო მიჯაჭვულობა სიმდიდრისა და ნებისმიერი საგნის ფლობის მიმართ. შედის შვიდ მთავარ მანკიერებათა რიცხვში ამპარტავნებასთან, შურთან, მცონარობასთან, მრისხანებასთან, More…
სიხარულის კვირადღე
(ბრძანებითი ფორმა ლათინური ზმნისა laetare „გამხიარულება, გახარება“) (Laetare, domenica) ასე ეწოდება დიდმარხვის მეოთხე კვირადღეს, სახელწოდება მომდინარეობს წირვის ინტროიტის პირველი სიტყვიდან: More…
სიხარულისა
(ლათ. gaudium „სიხარული“) (Gaudiosi) სავარდის საიდუმლოებანი, რომლებიც მარიამის ცხოვრების „სიხარულთ“ ეძღვნება. ესენია:ა) ხარება;ბ) მარიამის სტუმრობა წმიდა ელისაბედთან;გ) იესოს დაბადება More…
სკაპულარი
(გვიანლათ. scapulare (სიტყვიდან scapula „ბეჭი“)) (Scapolare) სამოწესეო ორდენთა წევრების სამოსლის ნაწილი: მხრებსა და მკერდზე გადმოფენილი ქსოვილის ფართო ზოლი. თავდაპირველად იყო ბენედიქტელ More…
სკაუტიზმი
(ინგლ. scout „მაძიებელი“, „მზვერავი“) (Scoutismo) საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა, დაფუძნებული 1908 წელს ინგლისელი ოფიცრის, რობერტ ბადენ-პაუელის, მიერ. მოძრაობის ძირეული არსია More…
სკეპსისი
(ბერძ. sképsis „კრიტიკული შეფასება“) (Scepsi) მდგომარეობა, როცა ძიებისას შეუძლებელია რომელიმე დებულების სინამდვილის თუ სიმცდარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ტერმინიდან More…
სკოლათა მარისტი ძმები
(Fratelli maristi delle scuole) საერო პირთა კონგრეგაცია, რომელიც 1817 წელს სენ შამონში (ლიონის მახლობლად) მარსელინ ჟოზეფ ბენედიქტ შამპანიამ (1789-1840) დააარსა. კონგრეგაციის წევრები More…
სკოლოპები
(Scolopi) ღმრთისმოსავი სკოლების ღმრთის დედის რეგულარულ ღატაკ სამღვდელოთა ორდენის (Chierici regolari poveri della Madre di Dio delle Scuole Pie) წევრები. 1617 წელს პაპმა პავლე V-მ ორდენს More…
სკოტიზმი
(Scotismo) ფილოსოფიური დოქტრინა, როელიც ფრანცისკელი იოანე დუნს სკოტის (†1308, კიოლნი) ნააზრევიდან იღებს დასაბამს. სქოლასტიკის ხანის ყველაზე თვალსაჩინო მოაზროვნე (ისტორიაში ის doctor More…
სნეულთა ზეთის ცხება
(Unzione degli infermi) შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი. მოციქული იაკობი აცხადებს: „არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის More…
სომასკელნი
(Somaschi/e) L’Ordo Clericorum Regularium a Somasca, ანუ Compagnia dei servi dei poveri. 1528 წელს, ვენეციელი საერო პირის, იერონიმე მიანის (Hieronymus Aemiliani, †1537, კანონიზებულია 1767) More…
სომხური ეკლესია
(Chiesa Armena) ქრისტიანული ეკლესია, დაარსებული სომხეთში III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წმიდა გრიგოლ განმანათლებლის მიერ (რის გამოც ამ ეკლესიას, აგრეთვე, „გრიგორიანულიც“ ეწოდება). მალე ის იქცა More…
სოტერია
(ბერძ. „ხსნა“) (Sotería/Soterico) სახარებისეული უწყების თვისებრივი შინაარსი, როგორც ადამიანისადმი ღმრთის ნიჭი და ქმედება, როგორც ღმრთის ამ ქმედების გავლენით ადამიანური არსებობის რეალობა და More…
ქრისტიანობის ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9