selected terms: 5,030 page 248 of 252
ხრწნად-ი
(φθειρόμενον) ხრწნას დაქვემდებარებული =ყოველი ხრწნადი განშორებითა თჳსისა მიზეზისაჲთა იხრწნების (პრ., კავშ., პეტრ., 46; 33.6); თუ საუკუნო არს და მიუდრეკ ყოველი, უცვალებელთად არს არსებით More…
ხრწნილ-ი
(φθαρτός) ხრწნას დაქვემდებარებული, ხრწნადი =საცნაურებათაცა სრულებისათა მისვე და ერთისათჳს მეტყუელთა [რომელ არს] ხრწნილი და უხრწნელი (მქს., პიროს., გელ. 24,3) (შდრ.ვნებადი, მქს., პიროს., More…
ხრწნილება-ჲ // ხრწნილობა-ჲ
(φθορά ἡ) განადგურება =შობაჲ და ხრწნილებაჲ შეცვალება უკუე არიან (დამასკ., დიალ., ეფრ. 48,10); თავით თჳსით ვიდრემე ჰყოფს ქმნასა და ხრწნილებასა (დამასკ., დიალ., არს. 48,4); ხოლო More…
ხრწნილებითი
(φθαρτικός) =ხოლო თჳსი იგი დასაბამი, ხრწნილებითისა შობისაგან ქონებული, დასაბამისავე შემსგავსებულსა და შესატყჳსსა მიიყვანნა დასასრულსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11) = More…
ხრწნილების-მოქმედება
(φθοροποιός) =მრავალ სალმობიერმან ცხორებამან მიითუალა იგი და დასასრულმან ხრწნილებისმოქმედებისა სიკუდილისამან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11); ხოლო სულისა იგი სამკჳდრებელი... ბილწთა More…
ხრწნილების-შორისი
(ἡ ἐν φθορά) ხრწნილებას, მოსპობას დაქვემდებარებული =არიან... ქმნისა და ხრწნილებისშორისთანი რომელნიმე მარტივებ (ამონ., ტარიჭ., 134,31) = ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური More…
ხუთკუთხი
(πεντάγωνος) ხუთკუთხედი, პენტაგონი =სხუათაცა ყოველთა ღრამმართალთა ნაკუეთთა პირველად იჩუენოს ხუთკუთხისა, მოვედ და, ექუსკუთხისა და სხუათა (ამონ., ტარიჭ., 57,5) = More…
ჯერ-არს
(δεῖ) =ჯერ-არს, რაჲთა იყოს მხოლოობაჲ ყოველთა ყოვლობათაჲ გათჳთებულად (პრ., კავშ., პეტრ., 69; 45.9); ჯერ-არს, რაჲთა ყოველი მზიარებელი რაჲთავე ემსგავსებოდის ზიარებულსა (პრ., კავშ., პეტრ., More…
ჯერ-ჩინება
(εὐδοκέω) საჭიროდ ჩათვლა, კარგად მიჩნევა, ნებება =მისთჳს, რომელმან-იგი ცხორებად ჩუენდა ჴელითქმნულთა შინა დამკჳდრებაჲ ჯერ-იჩინა (მიქ., მრწ., ეფთ., 15, Jer. 151, 86v); ამისთჳს ჯერ-იჩინა და More…
ჯერ-ჩინება-ჲ
(γνώμη ἡ) მოწონება, კარგად განწყობა, ცნობა, მიღება, საჭიროდ მიჩნევა, ნებება =ჯერჩინებაჲ არა სხუაჲ არს, თჳნიერ რაჲმე ნებებაჲ, ანუ მყოფისა რომლისამე ანუ საგონებელისა კეთილისა სქესისაებრ More…
ჯერ-ჩინებით-ი ნება-ჲ
(γνωμικὸν θέλημα τό) =ვინაჲთგან ეგევითართა შთაცჳვან უადგილობათა, ნუცა ბუნებითსა, ნუცა ჯერჩინებითსა იტყჳან ნებასა (მქს., პიროს., გელ., 31,1); – γνωμικὸς – თჳთვე იყო ღმერთი და კაცი, More…
ჯოჯოხეთ-ი
(ᾅδης ὁ) =რამეთუ უკუეთუ ჯოჯოხეთად შთავიდენ, აღმოვფხურნე იგინი ჴელითა (თტე., ამოს., გელ., 9.2-3, S 417, 114r); ესენი უკუჱ ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთაჴადნა (თტე., რიცხ. 33, გელ., A 1108, 69v) More…
ჯუარ-ი
(σταυρός ὁ) =თაყუანის-ვსცემ ძელსა და ნიშსა პატიოსნისა ჯუარისასა, მას ზედა დამოკიდებულისა უფლისათჳს (მიქ., მრწ., ეფთ., 15, Jer. 151, 86r) // (მაქს., მრწ., ეფთ., 15, Q 34, 36r) // (თტე., More…
ჯუარ-ცუმა
(σταυρόω) =ჯუარს ეცუა და სიკუდილისა გემოჲ იხილა უცოდველმან მან (მიქ., მრწ., ეფთ., 10, Jer. 151, 85r) // (მაქს., მრწ., ეფთ., 10, Q 34, 35r) // (თტე., მრწ., თეოფ., 10, Jer. 23, 340v); More…
ჯუარის-მცუმელი
(ἐσταυρωκώς) =ამათ თანა არაწმიდა-ყოფაჲ მისი მწუხრადმდე, რომელმან დაწუას დიაკეული, სახედ გულისჴმა-იყოფებოდედ მეუფისა ქრისტეს ჯუარისმცუმელთად (თტე., რიცხ. 35, გელ., A 1108, 67r) = More…
ჯუარის-მხუმელი
(σταυρώσας ὁ) ჯვარის მტვირთველი =მერმე დამტევებელნი სოფლიოთა გემოთა ამაოებისანი და ყოვლისავე სოფლისა მეტყუელნი გიხაროდენისანი და ჯუარისმხუმელნი თავთანი (ეკლსტ., გელ., 101. II) = More…
ჯუარის-სახედ
(σταυροειδής) =და სამითა ყოვლად წმიდისა მიჰრონისა ჯუარისსახედ შთასხმითა სრულ პყოფს მას და ყოვლად წმიდასა მას შთასხმასა მიჰრონისასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.II.7); ვინაჲცა... განმწმედელსა More…
ჯუარცუმული
(σταυρωθείς ὁ) =და კუალად ძე ღმრთისაჲ ჯუარცუმულად ითქუმის და დაფლულად (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 218v); ვინაჲცა მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა ჯუარცუმულად და დაფლულად და აღდგო-მილად More…
ჰაერ-ი
(ἀήρ ὁ) ერთი ოთხ ელემენტთაგანი =სულად უწესს ჰაერთა წესსა (გაბალ., ექუსთა., ანონ., 14); [ღმერთმან] ცეცხლი, წყალ და ჰაერი დაჰბადა, ვითარცა უნდა (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 31,5-6); არარაჲ More…
ჰაეროან-ყოფა
(φαιδρύνω) განწმენდა =რომელმან სხუათა თანა კეთილთა მისთა რწმენათაცა მიერ კეთილმსახურებისათა ჰაეროან-ყო ყოველი დასავალი (მქს., პიროს., გელ., 38,18) = ძველქართულ-ძველბერძნული More…
ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9