selected terms: 6,851 page 35 of 343
ბუსხუნი
ბუზღუნი. =„რო მივედი მაშინათვე ბუსხუნი დაიწყო“.; „რას მიბუსხუნამ?“ See also: ბუზღუნი =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა More…
ბუტკო
სხეულის დაბეჟილობით გაჩენილი ამობერილობა. =„ხელებზე ბუტკოები დამასხდა“. See also: დაებებრა =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა More…
ბუტუნი
ბუტბუტი. =„მოდი აქ მითხარი რა გინდა, შენთვის რას ბუტუნემ?“ =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 More…
ბუტუსარა
ადამიანი თავისთვის რომ ლაპარაკობს ან თავისთავად წვალობს, უხეირო მოსაქმე. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - More…
ბუღა აიღო
(ძროხა) დამაკდა. გაინერბა. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
ბუღაზე მოვიდა
(ძროხა) ახურდა. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
ბუწუწა
თმაგაჩეჩილი ადამიანი. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
ბუწუწი
(თავბუწუწა) თმა ან თმის ღეროები. =„ჩუმათ იყავი, თორე მაგ ბუწუწებ დაგაგლიჯამ“.; „თავიდან სულ ბუწუწი ჩამოსდის“. See also: თავბუწუწა =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. More…
ბუჯგი
გროვა რაიმესი. ბუჯგ-ბუჯგი – რამდენიმე გროვა. =„კარგა არ დაუთესიათ, რო ყანა სუ ბუჯგ-ბუჯგათ ამოვიდა“. See also: დაბუჯგვა =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ More…
ბღარი
ბავშვი. =„ამ ბღარ ამხელა ტომარა რო აჰკიდე, წაიღემს?“ =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
ბღენძი
ვინც იბღინძება. =„ეგრეთი ბღენძია კაცია“.; „რა’ნა ელაპარაკო მაგნაირ ბღენძს“. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, More…
ბღლაძაბღლუძი
ჭიდაობის მსგავსი. უწესური ჭიდაობა. =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
ბღლაძუნი
უადგილო, უწესივრო ჭიდაობა. =„ე ბიჭს რო ებღლაძუნე და ტანთ შემოახიე, ივარგამს ეგრე?“; „ბღლაძუნი დამიწყო. მეც მოვკიდე ხელი და წავაქციე“.; „აქ რო მებღლაძუნები, წამო მოედანზე და More…
ბღუნკვა
მოკუნტვა, პატარა ტანის ადამიანის უშნო სიარული. =„გაიშალე ტანში, რას მობღუნკულხარ!“ ; „ეს ჯუდამი რაღას დაიბღუნკება აქ?!“ See also: ჩაბღუნკვა, ჯუდამი =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი More…
ბღუნძელა
ჭიაა (ხშირად იკუნტება და იშლება). =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
ბჯა
ნათესი ხორბლეულის (ქერის, დიკის, დოლის) განათიბი, ძნა. =„ამ ყანაში ორი ძირი ბჯა მამყამდა, ახლა ერთიც არ არი.“; „ყანიდან ბჯას დიდი ურმებით ვზიდემდით.“ See also: ძირი, გაბზევება, More…
ბჯაურა
თივის მცირე ძირი ფერდობ ადგილებზე დგამენ ასეთს. See also: ჯაურა =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; More…
ბჯის ურემი
საძნე ურემი. =„ბჯასა და თივას ბჯის ურმით ვზიდემდით, სხუა ტვირთ – პატარა ურემით“. See also: დიდი ურემი =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: More…
ბჯის ჩაშლა
კალოზე გასალეწავად ბჯის გაშლა. =„კალოში ბჯას გავშლიდით, მერე შევაყენემდით კევრს“.; „ის ზიდემდა, მე ბჯის ჩაშლა დავიწყე“. See also: ბჯა =ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. More…
ბჯღნა
დაკაწვრა, დაბრჭყალვა, გლეჯა. =„კატა მიწას ბრჯღნის“. ◊ (მუცლის, მოტეხილობის) ძლიერი ტკივილი, წიწკვნა. „მუცელი ისე მბჯღნის, რო გაჩერება აღარ შემიძლია“. ბრჯღნა ჯავახური More…
ჯავახური ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9