A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბუბ ბუგ ბუდ ბუე ბუზ ბუი ბუკ ბულ ბუმ ბუნ ბუჟ ბურ ბუს ბუტ ბუფ ბუქ ბუშ ბუც ბუხ
selected terms: 100 page 1 of 5
ბუბონი
(bubōn) "საზარდული"სიმსივნე, გაჩენილი ლიმფური ჯირკვლების ანთების შედეგად (საზარდულზე, იღლიაში, კისერზე და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუგელი
(beugel) საკონტაქტო სადენიდან დენის მიმღები მორკალული მოწყობილობა (მაგ., ტრამვაიზე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუგშპრიტი
See also: ბუშპრიტი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუდა
(buddha) გაღვიძებული; განათლებული1. ბუდიზმის მიხედვით: მითიური არსება, რომელმაც ნირვანის მდგომარეობას მიაღწია (ბუდიზმის პანთეონში ათასამდე ბუდა ითვლება);2. ბუდისტური რელიგიის მითიური More…
ბუდიზმი
რელიგია, რომელიც წარმოიშვა მე-6 ს.-ში (ძვ.წელთაღრ.) ჩრდილოეთ ინდოეთში და გავრცელდა ტიბეტში, მონღოლეთში, ჩინეთში, იაპონიასა და აღმოსავლეთის ზოგ სხვა ქვეყანაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუდისტი
ბუდიზმის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუდუარი
(boudoir) მდიდართა სახლებში ძველად: ქალის ლამაზად მოწყობილი სასტუმრო ოთახი ახლობლების მისაღებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუერი
(boeier) ყინულზე სასრიალო იალქნიანი მსუბუქი ნავი, რომელსაც ძირზე ციგურები აქვს გაკეთებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუერისტი
სპორტსმენი, რომელიც მართავს ბუერს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუზა
(būza) მომჟავო-მოტკბო მცირეალკოჰოლიანი სასმელი, დამზადებული უპირატესად ფეტვისაგან; იციან კავკასიის მთიანეთში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუზმენტი
(passement) "არშია"ოქრომკედის ან სირმის ფართო არშია, ტანისამოსზე მოვლებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუი
(boei) წყლის ზედაპირზე მცურავი მსხვილი სასიგნალო ტივტივა მეჩეჩების, წყალქვეშა ქვების ან სხვა მხრივ სახიფათო ადგილების აღსანიშნავად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკეტი
(bouquet) 1. ზოგიერთი პროდუქტის (მაგ., ჩაის, ღვინის, თამბაქოს) სხვადასხვა ხარისხისათვის დამახასიათებელი გემოსა და სურნელების ერთობლიობა. 2.მოძვ. - თაიგული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკეფალი
(Bukephalas) "ხარისთავა"ალექსანდრე მაკედონელის მიერ გახედნილი ლეგენდარული ცხენის სახელი. Synonym: ბუცეფალი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკინისტი
(bouquiniste) ნახმარი ან ძველი, ჩვეულებრივ, იშვიათი წიგნებით მოვაჭრე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკინისტური
ძველი, ნახმარი წიგნებით ვაჭრობასთან დაკავშირებული. მაგ., ბუკინისტური მაღაზია. ბ. წიგნი - იშვიათი წიგნი (ისეთი, რომლის შოვნა მხოლოდ ბუკინისტებთან შეიძლება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკლე
(boucles) "კულულები"შალის ან ბამბის ქსოვილი ერთგვარი, მსხვილად ნაქსოვი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკლეტი
(booklet) "წიგნაკი, ბროშურა"მხატვრულად გაფორმებული რამდენიმეგვერდიანი წიგნაკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკმეკერი
(bookmaker) ბურჟუაზიულ ქვეყნებში -დოღში სანაძლეოს მოთავე (აგროვებს და იწერს სანაძლეოდ დადებულ თანხას). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკოლები
(bukolos) "მწყემსი"რომის პერიოდის ეგვიპტეში: მწყემსი გლეხები, რომაული მონათმფლობელობის წინააღმდეგ აგრარული მოძრაობის მონაწილენი (ჩვენი წელთაღრ. მე-2 ს.-ის მეორე ნახევარში). More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9