A B C D E F G H I J K L M N

გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გიბ გიგ გიდ გილ გიმ გინ გიპ გირ გიტ გიუ
selected terms: 34 page 1 of 2
გიბელინები
(ghibellini) მე-12 – 15 სს. იტალიაში: პოლიტიკური პარტია, რომელიც მხარს უჭერდა გერმანიის იმპერატორებს და ებრძოდა პაპის პარტიას - გველფებს (შედგებოდა უპირატესად ფეოდალურ დიდგვარიანთა More…
გიბონი
(gibbon) მაიმუნი, რომელსაც აქვს ძალიან გრძელი წინა კიდურები ("გრძელფეხება" მაიმუნი); ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მალაიის კუნძულებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიგანტი
(gigas (gigantos)) 1. ძალიან დიდი ტანის ადამიანი ან ცხოველი; გოლიათი. 2. ძალიან დიდი, უზარმაზარი (მოცულობით, მნიშვნელობით) შენობა, ნაგებობა, წარმოება, მეურნეობა და სხვ. =უცხო სიტყვათა More…
გიგანტიზმი
პათოლოგიური, არანორმალური ზრდა ადამიანისა ან ორგანიზმის ცალკეული ნაწილებისა (მაგ., კიდურებისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიგანტოზავრი
(gigas (gigantos) და sauros) "გოლიათი" და "ხვლიკი" პალეონტ. ვეებერთელა (35 მ-მდე) განათხარი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიგანტომანია
(gigas (gigantos)და mania) "გიგანტი" და "მისწრაფება"; "სიგიჟე"მეტისმეტი, გაუმართლებელი მისწრაფება ყველაფრის (მაგ., პროექტების, ამოცანების, მშენებლობის) More…
გიგანტური
გიგანტის დამახასიათებელი; ძალიან დიდი, ბუმბერაზული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიგი
(gig) ვიწრო მსუბუქი ნავი (6 - 8 ნიჩბიანი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიდი
(guide) პირი, რომელიც ახლავს ტურისტებს, ექსკურსანტებს და აჩვენებს მათ ქალაქის ან მხარის ღირსშესანიშნაობებს; ექსკურსიამძღოლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გილბერტი
მაგნიტმამოძრავებელი ძალისა და მაგნიტურ პოტენციალთა სხვაობის ერთეული;ინგლისელი ფიზიკოსის Gilbert-ის (1544-1603 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გილდი
(Gilde) "ამხანაგობა"1. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: ვაჭრებისა და ხელოსნების გაერთიანება, რომელიც იცავდა თავისი წევრების ინტერესებს. 2. რევოლუციამდელ რუსეთში: ვაჭართა More…
გილდიური სოციალიზმი
რეფორმიზმის ნაირსახეობა ინგლისის მუშათა მოძრაობაში; წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის წინ; ღალატობდა მუშათა კლასის ინტერესებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გილიოტინა
(guillotine) < საკუთ. სახ. ადამიანის სიკვდილით დასასჯელი (თავის მოსაკვეთი) მანქანა; შემოიღეს საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1792 წ.) დოქტორ გილიოტენის წინადადებით. =უცხო More…
გიმნაზია
(gymnasion) სატანვარჯიშო მოედანი, შემდეგ - სკოლა, სადაც იკრიბებოდნენ ფილოსოფოსები, მეცნიერები რევოლუციამდელ რუსეთსა და საზღვარგარეთის ზოგ ქვეყანაში: საშუალო სასწავლებელი. კლასიკური გიმნაზია More…
გიმნაზისტი
გიმნაზიის მოსწავლე; გიმნაზიელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიმნასტი
ტანმოვარჯიშე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიმნასტიკა
(gymnastikē) ტანვარჯიში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გიმნეტები
(gymneteia) ძველ საბერძნეთში მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გინანდრი
(gynē და anēr (andros)) "ქალი" და "მამაკაცი"ქალი, რომელსაც აქვს მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები (ვიწრო მენჯი, ბალანი სახეზე და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გინგივიტი
(gingiva) ღრძილების ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9