A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
დო დობ დოგ დოდ დოზ დოი დოკ დოლ დომ დონ დოპ დოჟ დორ დოს დოტ დოფ დოქ დოც
selected terms: 75 page 1 of 4
დო
(do) მუსიკალური გამის პირველი ბგერა; ამ ბგერის აღმნიშვნელი ნოტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დობერმან-პინჩერი
მოკლედ: დობერმანი ერთგვარი ჯიშის მეძებარი ძაღლი, გერმანელი მეძაღლე დობერმანის გვარის მიხედვით, რომელმაც გამოიყვანა ეს ჯიში პინჩერისა და გე,რმანული ნაგაზის შეჯვარებით. =უცხო სიტყვათა More…
დოგარესა
(dogaressa) დოჟის მეუღლე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოგი
(dog) "ძაღლი"ერთგვარი ჯიშის დიდი და ღონიერი ძაღლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოგმა
(dogma) დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, რომელსაც მიიჩნევენ ურყევ ჭეშმარიტებად ყველა დროისა და ისტორიული პირობებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოგმატი
(dogma (dogmatos)) 1. ღვთისმეტყველებაში: ძირითადი დებულება, რომელსაც უკრიტიკოდ, ბრმად იღებენ. 2. იგივეა, რაც დოგმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოგმატიზმი
მხოლოდ დოგმებზე დამყარებული, არაკრიტიკული აზროვნება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოგმატიკა
რაიმე რელიგიის დოგმატების სისტემატური გადმოცემა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოგმატიკოსი
(dogmatikos) დოგმებით მოაზროვნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოდეკაგონი
(dōdeka და gōnia) "თორმეტი" და "კუთხე"თორმეტკუთხედი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოდეკაედრი
(dōdekaedron <dōdeka და hedra) "თორმეტი" და "წახნაგი"წესიერი თორმეტწახნაგა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოზა
(dosis) 1. ერთ ჯერზე ან ერთ დღე-ღამეში მისაღები წამლის რაოდენობა. 2.გადატ. რისამე გარკვეული რაოდენობა. 3. ზუსტი ზომა ნივთიერებისა, რომელიც შედის ნარევის შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა More…
დოზატორი
მოწყობილობა ფხვიერი, თხევადი ან გაზისებრი ნივთიერების ასაწყავად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოზიმეტრი
ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ რადიაქტიური გამოსხივების რაოდენობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოზიმეტრია
(dosis და metreō) "დოზა" და "ვზომავ"ტექნიკური ფიზიკის დარგი, რომელიც იკვლევს რადიაქტიური პრეპარატების გამოსხივებასა და აქტივობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოზირება
დოზირება - დოზებად დაყოფა; დოზის დადგენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოინა
(doina) რუმინული და მოლდავური ხალხური სიმღერა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოკერი
(docker) ნავსადგურის მუშა - მტვირთავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოკი
(dock) ნაგებობა, სადაც აწარმოებენ გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილის წმენდას, შეღებვას, რემონტს და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დოკუმენტაცია
1. დოკუმენტებით დასაბუთება (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე დოკუმენტირება). 2. კრებ. დოკუმენტები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9