A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
დრა დრე დრი დრო დრუ
selected terms: 48 page 1 of 3
დრაგა
(drague) 1. მცურავი მიწახაპია ნაგებობა, რომლის საშუალებითაც ხდება წიაღისეულის (ოქროს, პლატინის, ალმასისა და სხვ.) ქვიშრობული საბადოების დამუშავება. 2. ფსკერის ცხოველების (უპირატესად More…
დრაგერი
დრაგის მუშა. See also: დრაგა, მნიშვ. 1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაგლაინი
(dragline) ერთგვარი ექსკავატორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაგომანი
(dragoman; <) თარჯიმანი საელჩოებსა და საკონსულოებში, უპირატესად აღმოსავლეთის ქვეყნებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაგუნი
(dragon) მეფის რუსეთისა და ზოგ სხვა ქვეყნის არმიებში: ჯარისკაცი ან ოფიცერი ისეთი კავალერიული ნაწილებისა, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ქვეითად და ცხენდაცხენ საბრძოლველად. =უცხო სიტყვათა More…
დრადედამი
(drap des dames) "ქალის მაუდი" ერთგვარი წმინდა მაუდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაივი
(drive) ჩოგბურთში: ძლიერი და დაბალი დარტყმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაკონი
1. ზღაპრული ცეცხლმფრქვეველი ფრთოსანი გველი; გველეშაპი. 2. ერთგვარი მფრინავი ხვლიკი (შეუძლია გადაფრინდეს 20 მეტრზე); გავრცელებულია სამხრ.-აღმოს. აზიის ტროპიკულ ტყეებში. 3.ასტრ. ცის ჩრდ. More…
დრაკონული
დ. თვე - დროის შუალედი საკუთარი დედამიწისირგვლივი ორბიტის ერთსა და იმავე კვანძზე მთვარის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის. დ. წელიწადი - დროის შუალედი მთვარის ორბიტის ერთსა და იმავე კვანძზე More…
დრამა
(drama) "მოქმედება", "წარმოდგენა"1. ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია დიალოგებად და განკუთვნილია სცენაზე დასადგმელად;2. ამ ტიპის ნაწარმოები, სერიოზული, მაგრამ More…
დრამატიზაცია და დრამატიზება
1. რაიმე თხრობითი ნაწარმოების დრამატულ ნაწარმოებად გადაკეთება, მისთვის დრამის სახის მიცემა;2. რისამე დრამატიზმის, დაძაბულობის გაძლიერება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრამატიზმი
1. მოქმედების, მდგომარეობის დაძაბულობა (რაც დამახასიათებელია დრამისათვის)2.გადატ. უკიდურესი დაძაბულობა (მდგომარეობისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრამატული
1. დრამის დამახასიათებელი;2. დრამატიზმით აღსავსე;3. მკვეთრი ტემბრისა, ძლიერი, ლირიკულისაგან განსხვავებული (ითქმის მომღერლის ხმაზე. მაგ; დ. ტენორი. დ. სოპრანო). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრამატურგია
(dramaturgia) 1. დრამატულ ნაწარმოებთა შექმნის ხელოვნება, თეორია;2. რომელიმე მწერლის, ეპოქის, ქვეყნის და ა. შ. დრამატულ ნაწარმოებთა ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაპი
See also: დრაფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაპირება
(draper) მოფარდვა, მოფარდაგება; ფარდებით, ქსოვილებით მორთვა (მაგ; ოთახისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაჟე
(dragée) 1. ერთგვარი წვრილი კანფეტი მრგვალი ფორმისა.2. შაქარმოყრილი ან შოკოლადიანი სამკურნალო აბები, ტაბლეტები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაფი
(drap) სქელი მკვრივი ქსოვილი მატყლისა; ჩვეულებრივ იყენებენ საპალტოედ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დრაქმა
(drachmē) 1. ვერცხლის ფული ძველ საბერძნეთში; ფულის ერთეული თანამედროვე საბერძნეთში. 2. ვერცხლის ფული ძველ საქართველოში (უდრიდა 20 – 25 კაპ.); დრამა. 3. ძველებური სააფთიაქო წონის ერთეული More…
დრაცენა
(dracaena; <) თბილი ქვეყნების მცენარე; აქვს გრძელი მარადმწვანე ფოთლები; ზოგი სახეობა დეკორატიულია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9