A B C D E F G H I J K L M N

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
ეპა ეპე ეპი ეპო
selected terms: 57 page 1 of 3
ეპარქია
საეკლესიო- ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ეპისკოპოსი განაგებს; საეპისკოპოსო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპატაჟი
(épatage) სკანდალური გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპენდიმა
(ependyma) "ზედა სამოსი", "ზედა საფარველი"თხელი გარსი, რომლითაც ამოფენილია თავის ტვინის პარკუჭები და ზურგის ტვინის ცენტრალური არხი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპენთეზისი
(epenthesis) "შიგ ჩასმა"სიტყვის შიგნით თანხმოვნის განვითარება (მაგ., "წმინდა", შდრ. ძვ. ქართ. "წმიდა"). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპი
(epi) –ზე, "თავზე",- თან, "შემდეგ"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს არსებობას: 1) რისამე ზევით, რისამე თავზე. მაგ., ეპიდერმისი. ეპითელიუმი. 2) რისამე More…
ეპიგენეზი
(epi და genesis) -ზე, "შემდეგ" და "წარმოშობა"ისტორიულად პროგრესული მოძღვრება (მე-17- 18 სს.) ორგანიზმის ჩანასახოვანი განვითარების შესახებ (დაუპირისპირდა პრეფორიზმს). More…
ეპიგონი
(epigonos) შთამომავალირაიმე მიმართულების მიმდევარი, რომელსაც აკლია ორიგინალურობა, შემოქმედებითი დამოუკიდებლობა (ხელოვნებაში, მეცნიერებაში და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიგრამა
(epigramma) 1. მოკლე სატირული ლექსი;2. ძველ საბერძნეთში: ძეგლზე, შენობაზე, საჩუქარზე და მისთ. გაკეთებული წარწერა პროზად ან ლექსად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიგრაფი
(epigraphē) 1. თხზულების ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებული ციტატა, ფრაზა, რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას;2. ძველ საბერძნეთში: საფლავის ქვის, ძეგლის წარწერა. More…
ეპიგრაფიკა
(epigraphē) წარწერაისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც სწავლობს ძველ წარწერებს; წარწერათმცოდნეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიდემია
(epidēmia) რაიმე გადამდები სენის ფართოდ გავრცელება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიდემიოლოგი
ეპიდემიოლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიდემიოლოგია
(epidēmia და logos) " ეპიდემია" და "მოძღვრება"მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ეპიდემიათა წარმოშობასა და განვითარებას და მათთან ბრძოლის საშუალებებს. See also: More…
ეპიდერმისი
(epidermis) 1.ანატ. - ადამიანისა და ცხოველის კანის ზედა ფენა, რომელიც შედგება ეპითელიუმისაგან. 2.ბოტან.- მცენარის ფოთლის, ღეროს, ფესვისა და ზოგი სხვა ორგანოს გარეთა საფარველი, კანი. More…
ეპიდიასკოპი
(epi, dia და skopeō) -ზე, "გამჭოლი" და "ვუყურებ" ოპტიკური ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ეკრანზე მიიღება როგორც გამჭვირვალე ობიექტის (დიაპოზიტივის), ისე გაუმჭვირი საგნის More…
ეპიდოტი
(épidote) ქანწარმომქმნელი მინერალი წყლის სილიკატების ჯგუფისა; იყენებენ როგორც სანაკეთო ქვას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიზოდი
(epeisodion) 1. ცალკეული შემთხვევა, მომხდარი ამბავი. 2. რაიმე მხატვრული ნაწარმოების ნაწყვეტი, სცენა, რომელსაც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიზოდური
შემთხვევითი, არასისტემატური, არაძირითადი; უმნიშვნელო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიზოოტია
(épizootie; < epi და zōotēs) -ზე და "ცხოველური ბუნება"გადამდები სენის ფართოდ გავრცელება ცხოველთა შორის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეპიზოოტოლოგია
(épizootie; logos) "ეპიზოოტია" და "მოძღვრება"მეცნიერება, რომელიც სწავლობს სასოფლო- სამეურნეო ცხოველების გადამდებ დაავადებათა წარმოშობა- განვითარებას და მათთან ბრძოლის More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9