A B C D E F G H I J K L M N

ვა ვე ვი ვო ვუ
ვებ ვეგ ვედ ვეზ ვეი ველ ვენ ვეჟ ვერ ვეს ვეტ ვექ ვეჩ ვეჯ
selected terms: 90 page 1 of 5
ვებერი
მაგნიტური ნაკადის ერთეული; გერმანელი ფიზიკოსის ვ. ვებერის (Weber, 1804-1891 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვეგეტარიანელი
ადამიანი, რომელიც ხორცს არა ჭამს და იკვებება მცენარეულობით, რძით, რძის პროდუქტებით, კვერცხით; ვეგეტარიანელობის მომხრე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვეგეტარიანელობა
(vegetarius) "მცენარეული"კვების სისტემა, რომლის მიხედვით დაუშვებელია ხორცეულის ჭამა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვეგეტატიური
(vegetativus) რაც ცხოველებისა და მცენარეების კვებასთან და ზრდასთან არის დაკავშირებული. ვ. ორგანოები - მცენარის კვებისა და ზრდის ორგანოები (ფესვები, ღერო, ფოთლები). ვ. გამრავლება - მცენარეთა More…
ვეგეტაცია
(vegetatio) მცენარის სასიცოცხლო მოქმედება, მისი ზრდის პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვეგეტაციური
ვეგეტაციასთან დაკავშირებული. ვ. პერიოდი - 1) წლის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მცენარე იზრდება, მრავლდება. 2) დრო, რომელიც აუცილებელია მცენარის განვითარების სრული ციკლის გასავლელეად. More…
ვედა
(vēda) ვედები - ძველი ინდური ლიტერატურის უძველესი ძეგლები (ოთხი საღმრთო წიგნი) (მე-6 ს.-ზე ადრე ძვ. წელთაღრ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვედანტა
(vēdānta) რელიგიურ- ფილოსოფიური მოძღვრება შუა საუკუნეების ინდოეთში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვედიზმი
ინდოეთის უძველესი რელიგია (რომლისგანაც შემდეგ წარმოიშვა ბრაჰმანიზმი); ამ რელიგიის საფუძვლები მოცემულია ვედებში. See also: ვედა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვეზიკულა
(vesicula) მრ. ვეზიკულები - გამონაყარი, პატარა ბუშტები ადამიანის კანზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვეზუვიანი
მინერალი, კალციუმისა და ალუმინის რთული სილიკატი; ზოგჯერ იყენებენ როგორც სანაკვეთო ქვას; ვულკან ვეზუვის (Vesuvio) სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ვეისმანიზმი
უმართებ. See also: ვაისმანიზმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველარიზაცია
(velaris) "უკანასასისმიერი"ბგერის შეცვლა, რომელსაც იწვევს ენის ზურგის უკანა ნაწილის აწევა რბილი სასისაკენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველარული
(velaris) თანხმოვანი, რომელიც წარმოითქმის ენის ზურგის უკანა ნაწილის აწევით რბილი სასისაკენ (უკანაენისმიერი, ველარული თანხმოვნებია: გ, ქ, კ). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველბოტი
(whale-boat) მსუბუქი, სწრაფმავალი ნიჩბიან-იალქნიანი, ორმაგფსკერიანი ნავი, რომელსაც ცხვირიცა და კიჩოც წაწვეტებული აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველენი
(vélin) "პერგამენტი" მაღალხარისხოვანი, პერგამენტივით მკვრივი და კრიალა ქაღალდი. =ველენის ქაღალდი . =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველერი
(velours) "ხავერდი" 1. საგანგებოდ დამუშავებული ხშირხაოიანი მაუდი ან ფეტრი. 2. ზამშისმაგვარი ტყავი; იყენებენ ფეხსაცმლის საპირედ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველვეტი
(velvet) "ხავერდი" ამობურცულზოლებიანი ბამბის ქსოვილი, ხავერდის მსგავსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ველინგოტონია
Synonym: სეკვოია. =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; More…
ველო-
რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს: ველოსიპედისას, საველოსიპედოს. მაგ., ველოდრომი. ველოსპორტი. ველოგადარბენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9