A B C D E F G H I J K L M N

ია იბ იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იშ იხ
იაგ იაკ იამ იან იარ იას იატ იახ იაჰ
selected terms: 23 page 1 of 2
იაგდტაში
(Jagdtasche) ჩანთა ნანადირევისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იაგუარი
(Jaguar) ტუპი-გუარანის (ბრაზილიელ ინდიელთა) ენიდან დიდი ტანის ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა; აქვს შავლაქებიანი მოწითალო-ყვითელი ბეწვი; გავრცელებულია ამერიკაში. More…
იაკი
დიდი ტანის მცოხნელი ცხოველი; მოშინაურებული ჰყავთ ცენტრალური აზიის ზოგი ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში; ტიბეტური ხარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იაკობინელები
მე-18 საუკუნის საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში; რადიკალურ-პოლიტიკური კლუბის წევრები, რევოლუციურ-დემოკრატიული ბურჟუაზიის წარმომადგენლები, რომლებიც გამოდიოდნენ გლეხებთან,მუშებთან, More…
იამატო
იაპონურ დამწერლობაში: წმინდა იაპონური იეროგლიფები (განსხვავებით ჩინურიდან ნასესხებისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იამბი
(iambos) 1. ანტიკურ ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი, რომლის პირველი მარცვალი მოკლეა, მეორე - გრძელი. 2. მოგვიანო ხანის (კერძოდ რუსულ ) ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი, რომლის მეორე More…
იამბიკო
(iambikos) იამბისა, იამბური1. ძველ ბერძნულ პოეზიაში: ლექსი, რომელიც იამბებისაგან შედგება და სახუმარო, დაცინვითი შინაარსისაა; 2. ძველ ქართულ სასულიერო პოეზიაში: ხუთმუხლიანი და More…
იანიჩარი
(yeničari) "ახალი ჯარი"1. ოსმალეთში (მე-14- 19 სს.): პრივილეგიური ქვეითი ჯარი, რომელსაც პირველ ხანებში ადგენდნენ ბავშვობაში ტყვედ წაყვანილ და გამაჰმადიანებულ ქრისტიანთაგან (კერძოდ, More…
იანკი
(yankee) ამერიკელების (ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრთა) მეტსახელი, რომელიც მათ ევროპელებმა შეარქვეს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იანკი-დუდლი
(Jankee-doodle) ჩრდილოამერიკელების პატრიოტული სიმღერა ინგლისელთა ხელისუფლებისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლის ეპოქისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იანსენიზმი
< საკუთ. სახ. რელიგიური მიმდინარეობა საფრანგეთსა და ჰოლანდიაში მე-17-18 სს.-ში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იანუსი
(Janus) დროის, ყოველგვარი დასაწყისისა და დასასრულის ღვთაება; გამოისახებოდა ორი პირისახით,რომელთაგან ერთი წინ ჰქონდა მიქცეული, მეორე - უკან. ორპირი იანუსი - ითქმის ორპირ ადამიანზე. More…
იარანგი
ჩუქჩების საცხოვრებელი ქოხი, ირმის ტყავებით დახურული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იარდი
(yard) ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 3 ფუტს (91 სმ-ს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იარლიყი
(yärlik) "ბრძანება"1.საქონელზე დაკრული ფურცელი,რომელზეც აღნიშნულია სახელწოდება, რაოდენობა, ფასი და სხვ.; ეტიკეტი. 2.ისტ. მონღოლთა სახანოებში: ხანის წერილობითი ბრძანება; სიგელი. More…
იარუსი
(ярус) 1.თეატრ. მაყურებელთათვის განკუთვნილი სართული (პირველი, მეორე და ა. შ.);2. საერთოდ, სართულებად მოწყობილი რიგი, წყება;3. გეოლ. დანალექი ქანების, პლასტების ერთობლიობა; სართული. More…
იასაყი
(yasak) ხარკი ნატურით (ბეწვეულით, ტყავეულით და სხვ.), რომელსაც უხდიდნენ ვოლგისპირელი და ციმბირელი ხალხები მეფის რუსეთს; უფრო ძველად მონღოლები ახდევინებდნენ დაპყრობილ ხალხებს. =უცხო More…
იასონი
(Iasōn) არგონავტების წინამძღოლი, რომელმაც კოლხეთის მეფე აიეტს მოჰპარა ოქროს საწმისი (აიეტის ასულის - მედეას დახმარებით). Synonym: იაზონი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
იატროგენური დაავადებანი და იატროგენია
(iatros და genos) "ექიმი" და "წარმოშობა"ისეთი დაავადებანი (ჩვეულებრივ ნევროზები), რომლებიც გამოწვეულია არასწორი მკურნალობით, მედპერსონალის უვიცობით, საექიმო ეთიკის More…
იახტ-კლუბი
იახტ-კლუბ-ი [ინგლ. yacht-club] - სასპორტო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც მისდევენ წყლის სპორტს (იალქნიანი თუ მოტორიანი ნავების სპორტს, ნიჩბოსნობას). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9