A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კაა კაბ კაგ კად კაე კავ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კაქ კაშ კაჩ კახ კაჰ
selected terms: 441 page 1 of 23
კაატინგა
(caatinga) ტუპიენიდან ტროპიკული მეჩხერი ტყე ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში; უპირატესად ხარობს დაბალი ხეები და ბუჩქები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბალა
(kabāla) "ვალდებულება1. ძველ რუსეთში: ვალდებულება, რომლის ძალითაც მოვალე სესხის მიმცემის ყმა ხდებოდა ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში. 2. მე-14-16 სს. რუსეთში: მონობის ერთგვარი სახეობა - More…
კაბალეტა
(cabaletta) Synonym: კავატინა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბალიერო
(caballero) ესპანეთში: აზნაურის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბალისტიკა
(qabbālah) "გადმოცემა", "თქმულება"1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი.2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა More…
კაბარე
(cabaret) პატარა რესტორანი ესტრადითურთ, სადაც იმართება სხვადასხვაგვარი წარმოდგენები (ცეკვა, სიმღერა და მისთ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბელი
(kabel) 1. ჰერმეტულ გარსში მოქცეული მოქნილი სადენი (ან სადენები); იყენებენ მიწისქვეშა ან წყალქვეშა ელექტრული, სატელეფონო, სატელეგრაფო და სხვა ხაზებისათვის. 2.საზღვაო საქმე ფოლადის ბაგირი. More…
კაბელტოვი
(kabeltouw) 1. სიგრძის ერთეული ზღვაოსნობაში; უდრის 185,2 მეტრს. 2. ქერელის ბაგირი 150 – 300 მმ. სისქისა; იყენებენ გემებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბერნე
(cabernet) 1. ერთგვარი ჯიშის ვაზი (საფრანგეთიდან შემოტანილი), რომელიც ისხამს მუქ ლურჯ ყურძენს. 2. წითელი ღვინო ამ ჯიშის ყურძნისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბესტანი
(cabestan) ვერტიკალური ლილვის მქონე მექანიზმი; იყენებენ ტვირთის გადასაადგილებლად, გემის ნაპირთან მოსაზიდავად, ღუზის ასაწევად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბინა
(cabine) პატარა სათავსი სპეციალური დანიშნულებისა (მაგ., პილოტისა - თვითმფრინავში, მძღოლისა - სატვირთო ავტომობილში, ხმის მისაცემად განკუთვნილი - საარჩევნო უბანში, ტელეფონით ლაპარაკისათვის და More…
კაბინეტი
(cabinet) 1. სამუშაოდ, სამეცადინოდ განკუთვნილი ოთახი (ბინაში); პასუხისმგებელი პირის სამუშაო ოთახი (დაწესებულებაში). 2. სპეციალური დანიშნულების ოთახი (ან ოთახები) სათანადო მოწყობილობით More…
კაბინეტური
ცხოვრებას, პრაქტიკას მოწყვეტილი; მხოლოდ თეორიული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბლოგრამა
(câblogramme) წყალქვეშა კაბელით გადაცემული ტელეგრამა (დეპეშა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბოტაჟი
(cabotage) 1. ნაოსნობა ნაპირის სიახლოვეს ერთი და იმავე ზღვის ან ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის. 2. სანაპირო ნაოსნობის ფლოტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბოშონი
(cabochon) მრგვლად გახეხილი (არაწახნაგოვანი) ძვირფასი ქვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბრიოლეტი
(cabriolet) 1. მაღალი, ერთცხენიანი ორთვალა ეტლი, რომელსაც კოფო არა აქვს. 2. ერთგვარი ღია (ასახდელზედიანი) მსუბუქი ავტომობილი (ლიმუზინისაგან განსხვავებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაბუკი
იაპონური თეატრი, რომელშიც გაერთიანებულია დრამა, მუსიკა, ცეკვა, დეკლამაცია; შეიქმნა XVII ს.-ში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კაგულარები
(cagoulards) საფრანგეთში: ფაშისტური ორგანიზაციის წევრები; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედებდნენ ფაშისტური დიქტატურის დასამყარებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კადასტრი
(cadastre) რისამე აღწერა, სია; რისამე შესახებ არსებულ მონაცემთა კრებული. =წყლის კ. - სისტემატური კრებული ამა თუ იმ ქვეყნის ყველა მდინარის რესურსების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9