A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კვა კვე კვი კვო
selected terms: 51 page 1 of 3
კვადრანტი
(quadrans (quadrantis)) "მეოთხედი"1.მათემ. წრის მეოთხედი ნაწილი. 2. ძველებური ასტრონომიული ხელსაწყო ცის მნათობების სიმაღლის გასაზომად. 3. ქვემეხის სამიზნო ხელსაწყო. =უცხო More…
კვადრატი
(quadratus) "ოთხკუთხედი"1. ტოლგვერდებიანი სწორკუთხედი. 2. ნამრავლი, რომელიც მიიღება ამა თუ იმ რიცხვის თავის თავზე გამრავლებით; რიცხვის მეორე ხარისხი. 3.პოლიგრ. სიგრძის საზომი More…
კვადრატული
კვადრატთან დაკავშირებული. =კ. საზომები - ფართობის საზომი ერთეულები. კ. განტოლება - ალგებრაში: განტოლება, რომელიც შეიცავს უცნობს მეორე ხარისხში. კ. ფესვი (მოცემული რიცხვისა) - ის რიცხვი, More…
კვადრატურა
(quadratura) ფართობის სიდიდე, კვადრატული ერთეულებით გამოხატული. =წრის კ. - 1)მათემ. წრის გადაქცევა ტოლდიდ კვადრატად (გადაუწყვეტელი ამოცანაა). 2) იტყვიან საერთოდ გადაუწყვეტელ რამეზე. More…
კვადრი
(quadro) წესიერი პარალელეპიპედის სახით გათლილი ქვა, რომელსაც იყენებენ კედლის ასაშენებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვადრიგა
(quadriga) ანტიკური ორთვლიანი ეტლი, რომელშიც ერთ მწკრივად აბამდნენ ოთხ ცხენს; მეეტლე ფეხზე მდგომი მართავდა (ცნობილია მისი სკულპტურული გამოსახულებანი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვადრიენალე
(quadriennale) "ოთხწლიანი"საერთაშორისო გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობა. See also: ბიენალე, ტრიენალე =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვადრივიუმი
(quadrivium) "ოთხი გზის გასაყარი"შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: საერო განათლების მაღალი კურსი, რომელშიც შედიოდა ოთხი საგანი: მუსიკა, არითმეტიკა, გეომეტრია და ასტრონომია . More…
კვადრილია
(cuadrilla) კორიდის (ხარების ბრძოლის) მონაწილეთა პარადი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვადრილიონი
(quadrillion) რიცხვი, რომელსაც 15 ნული აქვს; ათასი ტრილიონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვაზარები
(quasar ) შემოკლ. "კვაზივარსკვლავიერი რადიოწყარო" ცრუვარსკვლავიერი რადიოწყაროები, მძლავრი კოსმოსური რენტგენული წყაროები და კოსმოსური სითბური გამოსხივება; აღმოჩენილია 1960-1967 More…
კვაზი-
(quasi) "თითქოს", "ვითომცდა"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მოჩვენებითს, არანამდვილს. მაგ., კვაზიმეცნიერული. კვაზირევოლუციური. =უცხო სიტყვათა More…
კვაკერი
(quaker) წევრი ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული ერთ-ერთი ქრისტიანული სექტისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვალიტატიური
(qualitas (qualitatis)) "თვისება"თვისებრივი, რომელობითი, რაგვარობითი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვალიფიკაცია
(qualitas და facio) "თვისება" და "ვაკეთებ"1. საგნის ან მოვლენის განსაზღვრა მისი თვისების, თავისებურების მიხედვით; შეფასება, დახასიათება (ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე More…
კვალიფიციური
1. მაღალი კვალიფიკაციის (მნიშვ. 2) მქონე; დახელოვნებული, დაოსტატებული. 2. რაც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს; მაღალხარისხოვანი. See also: კვალიფიკაცია, მნიშვ. 2. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვანტი
(quantum) "რამდენი"რაიმე ენერგიის უმცირესი რაოდენობა. =სინათლის კ - იგივეა, რაც ფოტონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვანტილი
მათემატიკურ სტატისტიკაში: შემთხვევითი სიდიდეების ერთ-ერთი რიცხობრივი მახასიათებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვანტიტატიური
(quantitas (quantitatis)) რაოდენობითი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კვანტური
კვანტთან დაკავშირებული. =კ. მექანიკა - ფიზიკის დარგი, რომელიც იკვლევს უმცირესი ნაწილაკების (ელექტრონების, პროტონების, ატომებისა და მისთ.) მოძრაობის კანონებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9