A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კოა კობ კოგ კოდ კოე კოვ კოზ კოთ კოი კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოუ კოფ კოქ კოშ კოც კოხ კოჰ
selected terms: 593 page 1 of 30
კოაგულანტი
ტექნიკური სახელწოდება ქიმიური ნაერთებისა, რომელთაც იყენებენ წყლის გასაწმენდად. See also: კოაგულაცია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოაგულატი
ნალექი, რომელიც ჩნდება კოლოიდური ხსნარის კოაგულაციის შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოაგულაცია
(coagulatio) "შედედება"კოლოიდურ ხსნარში ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოალა
(koala) ავსტრალ. ჩანთოსანი დათვი პატარა ზომისა (სიგრძე დაახლ. 60 სმ); ცხოვრობს ხეებზე აღმოსავლეთ ავსტრალიის ტყეებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოალიცია
(coalitio) სახელმწიფოების, პარტიებისა და სხვათა შეთანხმება, კავშირი საერთო მიზნების მისაღწევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოალიციონერი
კოალიციის, კოალიციური მთავრობის მომხრე, მონაწილე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოალიციური
კოალიციის საწყისებზე შექმნილი. =კოალიციური მთავრობა - მთავრობა, რომელიც შედგენილია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოატა
შავი "ობობასებრი" მაიმუნი (სხეულის სიგრძე 50 სმ-მდე, კუდის სიგრძე დაახლ. 65 სმ); ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოაქსიალური კაბელი
(co(n) და axis) "ერთად" და "ღერძი"კაბელი, რომელიც შედგება ორი ერთმანეთისაგან იზოლირებული სადენისაგან; ერთი მათგანი გატარებულია მეორეში; იყენებენ ძალიან მაღალი სიხშირის More…
კოაცერვაცია
(coacervatio) "ერთად თავმოყრა", "დაგროვება"გახსნილი ნივთიერებით გამდიდრებული წვეთების მაღალმოლეკულური ნაერთების წარმოქმნა ხსნარში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კობალტი
(Cobaltum) ქიმიური ელემენტი, წითლად მოლაპლაპე მოვერცხლისფრო ლითონი, რკინაზე მაგარი; იყენებენ მყარი შენადნობების მისაღებად, ლურჯი საღებავებისა და ლურჯი მინის დასამზადებლად და სხვ. More…
კობალტინი
მინერალი, კობალტის გოგირდოვან-დარიშხანოვანი ნაერთი; წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მადანს კობალტის მისაღებად (სხვანაირად: კობალტის კრიალა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კობზა
(кобза; >) ძველებური უკრაინული სიმებიანი საკრავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კობზარი
(кобзарь) უკრაინაში: სახალხო მომღერალი, კობზის დამკვრელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კობოლი
(COBOL< Common Business Oriented Language) ელექტრონული გამომთვლელი მანქანის ენა; იყენებენ სააღრიცხვო-ეკონომიკური და სამმართველო ამოცანების აღწერისათვის; შეიქმნა ამერიკის შეერთებულ More…
კობრა
(cobra) ერთგვარი მეტისმეტად შხამიანი გველი; გავრცელებულია სამხრეთ აზიაში. Synonym: სათვალიანი გველი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოგნატები
(cognates) ძველი რომის სამართალში: სისხლით ნათესავები ქალის ხაზით, აგრეთვე, სისხლით ნათესავები საერთოდ. See also: აგნატები =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოდა
(coda) 1. მუსიკალური ნაწარმოების ბოლო, დამამთავრებელი ნაწილი. 2.ლიტ. სონეტის დამატებითი (მეთხუთმეტე) ტაეპი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოდეინი
(kōdeia) "ყაყაჩოს თესლი"თეთრი კრისტალური ფხვნილი, ოპიუმის ალკალოიდი; უმთავრესად იყენებენ ხველების დასამშვიდებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კოდექსი
(codex) "წიგნი" სამართლის რომელიმე დარგის გარკვეული სისტემით განლაგებულ კანონთა კრებული. მაგ., სამოქალაქო კ.; სისხლის სამართლის კ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9