A B C D E F G H I J K L M N

მა მე მი მნ მო მუ
მაა მაგ მად მაე მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაო მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაშ მაჩ მაც მახ მაჰ
selected terms: 326 page 1 of 17
მაარები
(Maar(მხ.)) ვულკანური წარმოშობის ზაბრისებური ან ცილინდრული ჩაღრმავებანი, რომლებიც შეიქმნა დედამიწის ზურგზე აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად, ისე რომ თან არ ახლდა ლავის ამოფრქვევა; ნოტიო More…
მაგია
(mageia) ჯადოქრობა, მისნობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგისტრალი
(magistralis) "მთავარი", "წარმმართველი"1. მთავარი ხაზი (მაგ., რკინიგზისა, წყლით მიმოსვლისა). 2. დიდი ქალაქის ქუჩა, რომელზედაც ინტენსიური მოძრაობაა. 3. მთავარი კაბელი ან More…
მაგისტრალური
მთავარი, ძირითადი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგისტრანტი
(Magistrant) პირი, რომელიც ემზადება დაიცვას დისერტაცია მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგისტრატი
(magistratus (მრ.)) "ხელისუფალნი", "მმართველობა"1. დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში ქალაქის მმართველობა, მუნიციპალიტეტი. 2. ინგლისსა და საფრანგეთში მოსამართლე. 3. ძველ More…
მაგისტრატურა
(magistratus) "წარჩინებული მოხელე", "უფროსი"1. დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანასა და რევოლუციამდელ რუსეთში სასამართლოს თანამდებობის პირთა ერთობლიობა. 2. ძველ რომში უმაღლესი More…
მაგისტრი
(magister) "უფროსი", "მასწავლებელი"1. რევოლუციამდელ რუსეთსა და საზღვარგარეთის ზოგ ქვეყანაში სამეცნიერო ხარისხი; ან ხარისხის მქონე პირი. 2. შუა საუკუნეებში ბერმონაზვნური More…
მაგიური
მაგიურ-ი - ჯადოქრული, ჯადოსნური, გრძნეული (იხ. მაგია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგმა
(magma) "ცომი"ვულკანის მოქმედების შედეგად დედამიწის სიღრმიდან ამოტყორცნილი გამდნარი სილიკატური მასა; მისი გაცივებითა და გამაგრებით წარმოიქმნება ამოფრქვეული ქანები. =უცხო More…
მაგნატი
(magnatus) "დიდებული"1. ევროპის ზოგ ქვეყანაში (უპირატესად ძველ პოლონეთსა და უნგრეთში) მსხვილი მემამულე. 2. გადატანით ითქმის მსხვილ კაპიტალისტზე. მაგ., ფინანსური კაპიტალის More…
მაგნეზია
(magnesia) გეოგრ. სახ. თეთრი ფხვნილი, მაგნიუმის ჟანგი ან მარილი; იყენებენ მედიცინაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგნეზიტი
მინერალი თეთრი ან მოყვითალო ფერისა, მაგნიუმის ნახშირმჟავა მარილი; იყენებენ როგორც ცეცხლგამძლე მასალას და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგნესინი
(magnē(tis) და syn(chronos)) "მაგნიტი" და "ერთდროული"ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია მექანიზმების სამართავად შორიდან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგნეტიზმი
1. მაგნიტის, აგრეთვე ელექტრობით დამუხტული გამტარის თვისება მიიზიდოს ან განიზიდოს ზოგიერთი სხეული. 2. მოძღვრება მაგნიტურ მოვლენათა და სხეულების მაგნიტურ თვისებათა შესახებ. დედამიწის მ. - 1) More…
მაგნეტიტი
(magnētitēs) მინერალი, რომელიც რკინას შეიცავს და აქვს მაგნიტური თვისებები; მაგნიტური რკინაქვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგნეტო
(magnéto) ავტომობილის, თვითმფრინავის და მისთ. შიგაწვის ძრავას ცილინდრებში: ელექტრომაგნიტური გენერატორი საწვავი ნარევის ასანთებად (ნაპერწკლის წარმოსაქმნელად); 60-იანი წლებიდან პრაქტიკულად More…
მაგნეტონი
მაგნიტური მომენტის გასაზომი ერთეული, რომელიც მიღებულია ბირთვულ ფიზიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მაგნეტრონი
(magnētis) "მაგნიტი (ელექ)ტრონი"სპეციალური კონსტრუქციის ელექტრონმილაკი, რომელშიც ელექტრონულ ნაკადზე ერთდროულად მოქმედებს მუდმივი ელექტრული და მაგნიტური ველები. =უცხო More…
მაგნიტი
(magnētis ) სხეული (რკინა, ფოლადი), რომელსაც აქვს ზოგი სხეულის მიზიდვის ან განზიდვის უნარი. სინონ. ძვ. ანდამატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9