A B C D E F G H I J K L M N

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოო ოპ ორ ოს ოტ ოუ ოფ ოქ ოც ოხ
ოლდ ოლე ოლი ოლფ
selected terms: 27 page 1 of 2
ოლდერმენი
(olderman) 1. ინგლისში: საგრაფოს საბჭოს წევრი. 2. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგ შტატში: მუნიციპალური საჭოს წევრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლეანდრი
(oléandre) მარადმწვანე მაღალი ბუჩქი ან პატარა ხე; აქვს მუქი მწვანე ლანცეტისებრი ფოთლები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლეინი
(oleum) "ზეთი"თხევადი ცხიმოვანი მჟავების ნარევი, რომელსაც იღებენ ცხიმების გახლეჩით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლეინმჟავა
ოლეინის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს უსუნო, უფერო და უგემო სითხეს; იყენებენ მედიცინაში და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლეოგრაფია
(oleum და graphō) "ზეთი" და "ვწერ"1. ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატების რეპროდუქციის მოძველებული წესი. 2. ამ წესით მიღებული პირი ნახატისა. =უცხო სიტყვათა More…
ოლეონაფთი
(oleum და naphtha) "ზეთი" და "ნავთობი"საზეთი ზეთი თეთრი ფერისა; იღებენ გაწმენდილი ნავთობისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლეუმი
(oleum) "ზეთი"ერთგვარი გოგირდმჟავა – უფრო ან ოდნავ მოყვითალო სითხე; იყენებენ საღებრების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლიგარქი
ითქმის მსხვილი მონოპოლისტური კაპიტალის წარმომადგენელზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლიგარქია
(oligarchia) მსხვილი მონოპოლისტური კაპიტალის მცირერიცხოვანი წარმომადგენლების პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ოლიგემია
(oligemia; oligos და haima) "პატარა", "მცირე" და "სისხლი"სისხლის საერთო რაოდენობის შემცირება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლიგო-
(oligos) "პატარა", "მცირე", "უმნიშვნელო"რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; მიუთითებს რისამე მცირე რაოდენობაზე, ნორმიდან გადახრაზე შემცირებისაკენ. მაგ., More…
ოლიგოკლაზი
(oligos და klasis) "მცირე" და "მტვრევა", "გარდატეხა"ქანწარმომქმნელი მინერალი მინდვრის შპატების ჯგუფისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლიგოპოლია
(oligos და pōleō) "პატარა" და "ვყიდი", "ვვაჭრობ"განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში: მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც რამდენიმე მსხვილ ფირმას More…
ოლიგოსაპრობები
(oligos, sapros და bios) "მცირე", "დამპალი" და "სიცოცხლე"ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ სუფთა (ან ორგანული ნივთიერებებით ოდნავ გაჭუჭყიანებულ) წყლებში. More…
ოლიგოტროფები
(oligos და trophē) "მცირე" და "საკვები"მცენარეები, რომლებიც ხარობენ საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე (მშრალ სტეპებში, ნახევრად უდაბნოებში). =უცხო სიტყვათა More…
ოლიგოფაგია
(oligos და phagomai) "მცირე" და "ვჭამ"ისეთ ცხოველთა კვების რეჟიმი, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე სახეობის საკვებს ჭამენ. See also: მონოფაგია, პოლიფაგია, სტენოფაგია More…
ოლიგოფრენია
(oligos და phrēn) "პატარა" და "ჭკუა"თანდაყოლილი ჭკუასუსტობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლიგოცენი
(oligos და kainos) "პატარა", "მცირე" და "ახალი"პალეოგენის მესამე ეპოქა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლიგურია
(oligos და uron) "მცირე" და "შარდი"თირკმლების მიერ შარდის სადღეღამისო გამოყოფის შემცირება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლივინი
(oliva) "ზეთისხილი"მოყვითალო მწვანე მინერალი, რომელიც შედის ვულკანური ქანების შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9