A B C D E F G H I J K L M N

ცა ცე ცი ცო ცუ
ცედ ცეზ ცეი ცეკ ცელ ცემ ცენ ცეო ცეპ ცერ ცეფ ცეც ცეხ
selected terms: 60 page 1 of 3
ცედენტი
ცედენტ-ი [< ლათ. cedo ვუთმობ] - სამოქალაქო სამართალში: პირი, რომელიც თავის კუთვნილ უფლებას გადასცემს რომელიმე სხვა პირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცედრა
ცედრა [იტალ. cedro ლიმონი] – 1. ციტრუსების (ლიმონის, ფორთოხლის და მისთ.) კანის ზედა, შეფერილი ფენა. 2. ფორთოხლის ან ლიმონის გამხმარი კანი; იყენებენ როგორც სანელებელს (საკონდიტრო და სხვ. More…
ცეზიუმი
ცეზიუმ-ი [< ლათ. caesius ცისფერი] - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო რბილი ტუტე ლითონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცეზურა
ცეზურა [ლათ. caesura] – 1. (ლიტ.). პაუზა ლექსის სტრიქონში. 2. (მუს.). პაუზა მუსიკალურ მელოდიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცეიხჰაუზი
ცეიხჰაუზ-ი - (უმართებ.). იხ. ცოიგჰაუზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცეკვა
ხელოვნების დარგი, რომელშიც მხატვრული სახეები იქმნება ადამიანის სხეულის გამომსახველი მდგომარეობებისა და პლასტიკურ მოძრაობათა მეშვეობით. გამოყოფენ ხალხურ, კლასიკურ და სამეჯლისო ცეკვებს. More…
ცელა
ცელა - იხ. ნაოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცელესტინი
ცელესტინ-ი [< ლათ. caelestis ციური, ზეციური] - გოგირდმჟავა სტრონციუმი - ნახევრად გამჭვირვალე ცისფერი მინერალი; მისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ შაქრისა და მინის წარმოებაში, More…
ცელიბატი
ცელიბატ-ი [ლათ. caelibatus] - ქრისტიან (კათოლიკე) სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა, რასაც კათოლიკური ეკლესია მოითხოვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცელონი
ცელონ-ი - მინისებური პლასტიკური მასა; იყენებენ კინოფილმებისა და მისთ. წარმოებაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცელოსტატი
ცელოსტატ-ი [ლათ. caelum ცა და ბერძ. statos მდგომარე, უძრავი] - დამხმარე ასტრონომიული ხელსაწყო, რომელსაც აქვს ბრტყელი მბრუნავი სარკე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცელოტექსი
ცელოტექს-ი - ტყავის ერთ-ერთი შემცვლელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცელოფანი
ცელოფან-ი [ცელ(ულოზა) და ბერძ. phanos ნათელი] - გამჭვირვალე წყალგაუვალი მასალა, რომელიც მიიღება ცელულოიდის დამუშავებით; იყენებენ საკვები პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, წამლების და მისთ. More…
ცელსიუსის თერმომეტრი
ცელსიუს-ის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომელსაც ყინულის დნობისა და წყლის დუღილის წერტილებს შორის 100-გრადუსიანი სკალა აქვს [შვედი ასტრონომისა და ფიზიკოსის Celsius-ის (1701-1744) გვარის More…
ცელულოზა
ცელულოზა [< ლათ. cellula უჯრედი] – 1. ნივთიერება, რომლისაგანაც შედგება მცენარის უჯრედების გარსი; იყენებენ ნედლეულად სხვადასხვა სამრეწველო ნაკეთობათა დამზადებისას; უჯრედისი. 2. More…
ცელულოიდი
ცელულოიდ-ი [ლათ. cellula უჯრედი და ბერძ. eidos სახე] - მაგარი, პლასტიკური, ადვილად აალებადი ნივთიერება, რომლისგანაც ამზადებენ ფოტო- და კინოფირებს, საგალანტერიო ნაწარმს, სათამაშოებს და სხვ. More…
ცემენტაცია
ცემენტაცია - 1. ცემენტით გამაგრება ან დაფარვა. 2. (ტექ.). რბილი ფოლადის ზედაპირის გაჯერება ნახშირბადით მაგარი ზედაპირული ფენის შესაქმნელად (1. და 2. მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე More…
ცემენტი
ცემენტ-ი [გერმ. Zement] – 1. მინერალური ფხვნილისებრი ნივთიერება, რომლისგანაც (წყალში არევით) მიიღება ქვისებური შემკვრელი მასა; იყენებენ სამშენებლო საქმეში. 2. (ანატ.). ძვლოვანი ქსოვილი, More…
ცემენტიტი
ცემენტიტ-ი - რკინის ქიმიური ნაერთი ნახშირბადთან, რკინის კარბიდი; მაგარი და მყიფე კრისტალური ნივთიერება; ფოლადის სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცენზი
ცენზ-ი [ლათ. census] – 1. პირობები, რომლებიც საშუალებას აძლევს პიროვნებას ისარგებლოს ამა თუ იმ პოლიტიკური უფლებებით (პირველ რიგში საარჩევნო უფლებით). მაგ., ქონებრივი ცენზი. განათლების More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9