A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაბ ჰაგ ჰად ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰას ჰაუ ჰაფ ჰაშ ჰაჩ ჰაჯ
selected terms: 63 page 1 of 4
ჰაბანერა
ხალხური ცეკვა, რომელიც წარმოიშვა კუნძულ კუბაზე, შემდგომ კი გავრცელდა ესპანეთში. აქვს ნელი ტემპი, ორწილადი ზომა, დამახასიათებელი რიტმული ფიგურა. სრულდება სიმღერის თანხლებით. საცეკვაო More…
ჰაბიტუსი
ჰაბიტუს-ი [ლათ. habitus] – (წიგნ.). გარეგნული შესახედაობა ცხოველისა ან მცენარისა, აგრეთვე ადამიანისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰაგიოგრაფია
ჰაგიოგრაფია [ბერძ. hagios წმინდანი და graphō ვწერ] - ქრისტიანული ლიტერატურის დარგი, რომელშიც მოცემულია წმინდანთა ცხოვრების აღწერა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰადესი
ჰადეს-ი [ბერძ. Hadēs] - ბერძნულ მითოლოგიაში: 1. კრონოსისა და რეას შვილი, ზევსისა და პოსეიდონის ძმა, მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებელი (იგივეა, რაც პლუტონი, მნიშვ. 1). 2. მიწისქვეშა სამეფო, More…
ჰავ-ვოლეი
ჰავ-ვოლეი [ინგლ. half-volley] - ჩოგბურთში: ფეხბურთში: ძირს შეხებული ბურთის დარტყმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰავანი
ჰავან-ი [ჰოლანდ. haven] - ნავსადგური, ნავსაყუდელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰავბეკი
ჰავბეკ-ი [ინგლ. half-back] – (მოძვ.). ფეხბურთის ან ჰოკეის გუნდში: ნახევარმცველი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰავკორტი
ჰავკორტ-ი [ინგლ. half ნახევარი და court (იხ. კორტი)] - ჩოგბურთის მოედნის შუა ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰავტაიმი
ჰავტაიმ-ი [ინგლ. half-time] – (სპორტ.). ფეხბურთში: თამაშის ნახევარი (45 წუთი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰაიდამაკები
ჰაიდამაკებ-ი [პოლონ. hajdamak < თურქ.] – 1. მე-17-18 სს.-ში უკრაინაში: პოლონელ მემამულეთა წინააღმდეგ აჯანყებული კაზაკები. 2. სამოქალაქო ომის პერიოდში: უკრაინის კონტრრევოლუციური More…
ჰაიდელბერგელი ადამიანი
ჰაიდელბერგელ-ი ადამიანი - ერთ-ერთი უძველესი ფორმა განათხარი ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა ევროპაში 400.000 წლის წინ [გერმანიის ქალაქ Heidelberg-ის სახელის მიხედვით, რომლის მახლობლადაც 1907 More…
ჰაიდუკი
ჰაიდუკ-ი [პოლონ. hajduk < უნგრ.] – 1. მე-17 – 19 სს.-ში სამხრეთ სლავებში, უნგრეთში და სხვ.; თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი. 2. მე-18 – 19 სს.-ში: ლაქია, რომელიც ახლდა More…
ჰაიმვერი
ჰაიმვერ-ი [გერმ. Heimwehr „სამშობლოს დაცვის კავშირი“] - ავსტრიაში 1919-1938 წწ. ბურჟუაზიული შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მუშათა მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად. =უცხო More…
ჰაიმორის ღრუ
ჰაიმორ-ის ღრუ - (ანატ.). ადამიანის ზედა ყბის ძვლების ღრუ (ცხვირის ღრუს ორივე მხარეს) [ინგლისელთა ანატომის Highmore-ის (1613-1685 წწ.) სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰაიმორიტი
ჰაიმორიტ-ი - (მედიც.). ჰაიმორის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰაკბლოკი
ჰაკბლოკ-ი [ჰოლანდ. haakblok] – (ზღვ.). კაუჭიანი ბლოკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰაკებორტი
ჰაკებორტ-ი [ჰოლანდ. hakkebord] - (ზღვ.). ზედა მომრგვალებული ნაწილი გემის კიჩოს კიდეზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰაკი
ჰაკ-ი [ჰოლანდ. haak] – (ზღვ.). რკინის ან ფოლადის კაუჭი, რომელსაც გემებზე იყენებენ სიმძიმეების ასაწევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალვა
ჰალვა [არაბ. halvā] - საკონდიტრო ნაწარმი - ზოგი ზეთოვანი მცენარის მოხალული და გახეხილი თესლისაგან ან ნიგვზისაგან და კარამელის მასისაგან გარკვეული წესით დამზადებული მაგარი მასა. =უცხო More…
ჰალიტი
ჰალიტ-ი [< ბერძ. hals (halos) მარილი] - მინერალი, ქვამარილი, ქლოროვანი ნატრიუმი; მისგან იღებენ სოდას, ქლორს, მწვავე ნატრს, მარილმჟავას და სხვ.; ფართოდ გამოიყენება კვების, კერამიკის, More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9