A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰენ ჰეპ ჰერ ჰეს ჰეტ ჰეფ ჰექ
selected terms: 145 page 1 of 8
ჰებე
ჰებე [ბერძ. Hēbe] - ბერძნულ მითოლოგიაში: სიჭაბუკის ქალღმერთი, ზევსისა და ჰერას შვილი; ოლიმპზე ღმერთებს ნექტარსა და ამბროზიას მიართმევდა ხოლმე (შეესაბამება რომაული მითოლოგიის იუვენტას). More…
ჰებრაიზმი
ჰებრაიზმ-ი [< ბერძ. hēbraios ებრაელები] - ძველი ებრაული ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰებრაისტი
ჰებრაისტ-ი - ჰებრაისტიკის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰებრაისტიკა
ჰებრაისტიკა - იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობს ძველ ებრაელთა ენას, დამწერლობას, ისტორიასა და კულტურას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეგელიანელი
ჰეგელიანელ-ი - ჰეგელიანელობის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეგელიანელობა
ჰეგელიანელობა - მოძღვრება გერმანელი ფილოსოფოსის ჰეგელისა (1770-1831 წწ.), რომელმაც დაამუშავა იდეალისტური დიალექტიკის თეორია; ჰეგელის ფილოსოფიის საფუძველზე წარმოქმნილ იდეალისტურ ფილოსოფიურ More…
ჰეგემონი
ჰეგემონ-ი [ბერძ. hēgemōn] - პირი, რომელსაც ჰეგემონია უპყრია ხელთ; ხელმძღვანელი, ბელადი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეგემონია
ჰეგემონია [ბერძ. hēgemonia] - ხელმძღვანელობა, ბელადობა, ბატონობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეგემონიზმი
ჰეგემონიზმ-ი - (პოლიტ.). ჰეგემონიისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ მისწრაფება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეგემონისტი
ჰეგემონისტ-ი - ჰეგემონიზმით გამსჭვალული პოლიტიკოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეგემონისტური
ჰეგემონისტურ-ი - ჰეგემონიზმისა და ჰეგემონისტის დამახასიათებელი. მაგ., ჰ. პოლიტიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეგზამეტრი
ჰეგზამეტრ-ი [ბერძ. hexametros] - ძველ ბერძნულ ლექსთწყობაში: ექვსმუხლიანი დაქტილური ტაეპი (იხ დაქტილი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰედერი
ჰედერ-ი [ინგლ. header] - კომბაინის სამკელი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰედონია
ჰედონია [< ბერძ. hēdonē სიამოვნება] – (წიგნ.). უდიდესი სიამოვნების, კმაყოფილების შეგრძნება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰედონიზმი
ჰედონიზმ–ი [< ბერძ. hēdonē სიამოვნება] – ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეიზერი
ჰეიზერ–ი (უმართებ.). იხ. გეიზერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეკატომბე
ჰეკატომბე [ბერძ.hekatombē] - ძველ საბერძნეთში: 100 ხარის მსხვერპლად შეწირვა; შემდეგში – ყოველგვარი დიდი მსხვერპლის შეწირვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელერი
ჰელერ–ი [ჩეხ.haleř, გერმ. Heller] - 1.ხურდა ფული ჩეხოსლოვაკიაში, კრონის 1/100. 2. ხურდა ფული სამხრეთ და დასავლეთ გერმანიაში (მე–13–19ს.ს.–ში), ავსტრია–უნგრეთში (1892 წ.– დან 1918წ.–მდე), More…
ჰელიკონი²
ჰელიკონ–ი² [ბერძ. helix (helikos) დახვეული, მოღუნული] – სპილენძის სასულე საკრავი დაბალი რეგისტრისა (ბასი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიკონი¹
ჰელიკონ–ი¹ [ბერძ. Helikōn] - საბერძნეთში: მთა, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა აპოლონისა და მუზების ადგილსამყოფელს; აპოლონის პატივსაცემად მასზე ააგეს ტაძარი. =უცხო More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9