A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰია ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰიე ჰილ ჰიმ ჰინ ჰიო ჰიპ ჰირ ჰის ჰიტ ჰიფ ჰიჯ
selected terms: 176 page 1 of 9
ჰიადები
ჰიადებ–ი [ბერძ. .-ლათ. Hyades] - ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში: შვიდი და (ნიმფები), ტიტან ატლანტის ქალიშვილები, რომლებიც გლოვობდნენ ერთადერთი ძმის სიკვდილს; ჰ. ღმერთებმა თანავარსკვლავედად More…
ჰიაკუმე
ჰიაკუმე – ხურმის ერთ–ერთი ჯიში (ჩვენში გავრცელებული მისი სახელწოდებაა: «კარალიოკი». =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიალიტი
ჰიალიტ–ი [<ბერძ. hyalos მინა] – მინერალი, ოპალის ნაირსახეობა; გვხვდება მკვრივი, წყალივით გამჭვირვალე პატარა ქერქების, მტევნისებური აგრეგატების, წვრილი სტალაქტიტის მაგვარი More…
ჰიატუსი
ჰიატუს–ი [ლათ. hiatus] – (ლინგვ.). ერთი სიტყვის ბოლო ხმოვნისა და მისი მომდევნო სიტყვის დასაწყისი ხმოვნის შეხვედრა, თავმოყრა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიბერნაცია
ჰიბერნაცია [ინგლ. hibernation ზამთრის ძილი < ლათ. hibernus ზამთრისა, ცივი] – იგივეა, რაც ჰიპოთერმია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიბისკუსი
ჰიბისკუს–ი [ლათ.hibiscus] - სხვადასხვა სახეობის ტროპიკულ მცე ნარეთა საერთო სახელი; მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილია ჩინური ვარდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიბრიდი
ჰიბრიდ–ი [ლათ. hibrida ნაჯვარი] – მცენარეების ან ცხოველების ჰიბრიდიზაციის შედეგად წარმოქმნილი ორგანიზმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიბრიდიზაცია
ჰიბრიდიზაცია – მცენარეების ან ცხოველების სხვადასხვა სახეობის შეჯვარება გაუმჯობესებული ჯიშის, სახეობის მისაღებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგიენა
ჰიგიენა [<ბერძ. hygieinos ჯანმრთელი, ჯანსაღი ] – მეცნიერება, რომელიც სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და ამუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს; ჯანმრთელობის More…
ჰიგიენისტი
ჰიგიენისტ–ი – ჰიგიენის სპეციალისტი ექიმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგრო-
ჰიგრო- [ბერძ. hygros ტენიანი, ნესტიანი ] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ტენიანობას. მაგ., ჰიგრომეტრი. ჰიგროსკოპიული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგროგრაფი
ჰიგროგრაფ–ი [ბერძ. hygros ტენიანი და graphō ვწერ]–თვითმწერი ჰიგრომეტრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგრომეტრი
ჰიგრომეტრ–ი [ბერძ. hygros ტენიანი და metreō ვზომავ] – ჰაერის ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგრომეტრია
ჰიგრომეტრია – მეცნიერება, რომელიც ამუშავებს ჰაერის ტენიანობის გაზომვის მეთოდებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგროსკოპიული
ჰიგროსკოპიულ–ი [ბერძ. hygros ტენიანი და skopeō ვუყურებ] – რაც ადვილად შთანთქავს ტენს, სინოტივეს. ჰიგროსკოპიული ბამბა – ცხიმისაგან გაწმენდილი ბამბა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგროსტატი
ჰიგროსტატ–ი [ბერძ. hugros ტენიანი და statos მდგომარე] – ლაბორატორიული ხელსაწყო ჰაერის ტენიანობის შესაქმნელად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგროფილური
ჰიგროფილურ–ი [ბერძ. hygros ტენიანი და phileō მიყვარს] – (ბოტან.). წყლის მოყვარული (მცენარე). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიგროფიტები
ჰიგროფიტებ–ი [ბერძ. hugros ტენიანი და phyton მცენარე] – (ბოტან.). მცენარეები, რომელთა ორგანიზმი შეგუებულია ჭარბად სველ ნიადაგებს (მაგ., ჭაობებს) და ტენიან ატმოსფეროს (შდრ. მეზოფიტები, More…
ჰიდალგო
ჰიდალგო – იხ. იდალგო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიდრა
ჰიდრა [ბერძ. hydra] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: მრავალთავიანი წყლის გველი, რომელსაც მოჭრილი თავების ნაცვლად ახლები ამოსდიოდა; მოკლა ჰერაკლემ. 2. მტკნარი წყლის წვრილი (1–2 სმ. სიგრძის) More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9