A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 100 of 766
ბარკა
(barca) ძველებური არათვითმავალი ხის ბრტყელძირიანი გემი; იყენებდნენ შიგა წყალსავალ გზებზე ტვირთის გადასაზიდად; ხანგამძლე არ იყო, აგებდნენ ერთი ნავიგაციისათვის; ორჩხომელი. =უცხო სიტყვათა More…
ბარკაროლა
1. ვენეციელი მენავეების (გონდოლიერების) სიმღერა;2. ასეთი სიმღერის სტილის ინსტრუმენტული ან ვოკალური ნაწარმოები . =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარკასი
(barkas) 1. დიდი მრავალნიჩბიანი ნავი. 2. პატარა დამხმარე გემი; იყენებენ ნავსადგურში გემების საბუქსიროდ, წვრილმანი გადაზიდვებისათვის და სხვ.; კარაპა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარკენტინი
(barkentine) იალქნიანი საზღვაო გემი ერთგვარი; აქვს არანაკლებ სამი ანძისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარკი
(bark) დიდი საზღვაო იალქნიანი გემი ერთგვარი; აქვს 3 – 5 ანძა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარმენი
(barman) ბარის დახლში მდგომი პირი - სასმელების გამყიდველი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარნი
(barn) ბირთვული პროცესების ეფექტური განივკვეთის ერთეული; უდრის 10-24 სმ2. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაროგრამა
(baros და gramma) "სიმძიმე" და ასო; "ჩანაწერი"ბაროგრაფის ჩანაწერის მრუდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაროგრაფი
(baros და graphō) "სიმძიმე" და "ვწერ"ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად განუწყვეტლივ იწერს ატმოსფერული ჰაერის წნევას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაროთერაპია
(baros და therapeia) "სიმძიმე" და "მკურნალობა"მკურნალობა მაღალი ან დაბალი ატმოსფერული წნევით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაროკამერა
დაბალი წნევის კამერა; იყენებენ ადამიანის ორგანიზმზე ჰაერის ზედა ფენების მოქმედების შესასწავლად და საავიაციო ხელსაწყოების გამოსაცდელად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაროკო
(barocco) მე-16 – 18 სს. მხატვრული სტილი ევროპის ხელოვნებაში (განსაკუთრებით არქიტექტურაში); გამოირჩევა დეკორატიული წვრილმანების სიჭარბით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარომეტრი
(baros და metreō) "სიმძიმე" და "ვზომავ"ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყო; იყენებენ ამინდის ცვლილების პროგნოზისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარონესა
(baroness) ბარონის ცოლი ან ქალიშვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარონეტი
(baronet) ინგლისში: თავადაზნაურული მემკვიდრეობითი ტიტული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარონი
(baron) დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში: თავადაზნაურული ტიტული, გრაფზე დაბალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაროსკოპი
(baros და skoreō) "სიმძიმე" და "ვუყურებ"1. ხელსაწყო არქიმედეს კანონის სადემონსტრაციოდ საჰაერო გარემოსთან შეფარდებით. 2. ხელსაწყო ჰაერის წნევის ცვლილებათა გამოსავლენად. More…
ბარჟა
(barge) სატვირთო გემი, რომელიც ბუქსირით მოძრაობს; კარჭაპი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარტერი
(barter) "გაცვლა-გამოცვლა, საქონელგაცვლა"საგარეო ვაჭრობაში გაწონასწორებული ვაჭრობა - რამდენსაც მიჰყიდიან ამა თუ იმ ფირმას, იმდენსვე იყიდიან მისგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარხანი
უდაბნოებში წარმოქმნილი სილის გორაკი; უმთავრესად ნახევარმთვარის ან ნამგლის ფორმისა; კონტინენტის დიუნი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9