A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 109 of 766
ბიზნესმენი
(businessman) კაპიტალისტურ ქვეყნებში - პირი, რომელიც ბიზნესს მისდევს; საქმოსანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიზონი
(bison) გარეული ხარი; გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბითუმი
უმართებ. See also: ბიტუმი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიკარბონატი
ბიკარბონატ-ი [ლათ. ორჯერ და ნახშირი] – (ქიმ.). ორნახშირმჟავა მარილი (მაგ., ნატრიუმისა, კალციუმისა); იყენებენ ტექნიკაში, მედიცინასა და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიკვადრატული განტოლება
მეოთხე ხარისხის განტოლების კერძო შემთხვევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიკინი
(bikini) გეოგრ. სახ. - ქალის ორნაწილიანი საბანაო კოსტიუმი, რომელიც ოდნავ ფარავს სხეულის ზოგიერთ ნაწილს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიკფორდიის ზონარი
საკუთ. სახ. - ცეცხლგამტარი ზონარი - ნელწვადი პატრუქი, რომელშიც მოთავსებულია დენთი; იყენებენ სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერების ასაფეთქებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილაბიალური
(bis და labialis) "ორჯერ" და "ბაგისა, ბაგისმიერი" ისეთი ბგერა, რომელიც წარმოითქმება ბაგეების მონაწილეობით; წყვილბაგისმიერი (ქართულში ასეთი ბგერებია: ბ, პ, ფ, მ). More…
ბილატერალური
(bis და lateralis) "ორჯერ" და "გვერდითი"ორმხრივი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილბოკე
(bilboquet) 1. სათამაშო - ჯოხზე ზონრით მიბმული ბურთი, რომელსაც ისვრიან და იჭერენ ჯოხის წვერით ან მის მეორე ბოლოზე დამაგრებული ჯამით. 2. საოქრომჭედლო იარაღი, რომლითაც ავარაყებენ, ოქროთი More…
ბილდაპარატი
(Bildapparat) ფოტოტელეგრაფის აპარატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილეთი
(billet) 1. პატარა ფურცელი ან ბარათი, რომელიც იძლევა სადმე შესვლის, რამეთი მგზავრობის, რისამე მიღების უფლებას. 2. საბუთი (ჩვეულებრივ, პატარა წიგნაკი), რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი More…
ბილი
(bill) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისსა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში: საკანონმდებლო ორგანოებში შეტანილი კანონპროექტი, აგრეთვე ზოგი კონსტიტუციური აქტის სახელწოდება (მაგ., უფლებათა More…
ბილიარდი
(billard) 1. თამაში სპეციალურ მაგიდაზე ბურთებითა და ჯოხებით (კიებით). 2. ამ თამაშისათვის საჭირო მაუდგადაკრული მაგიდა, რომელსაც აქვს ბორტები და ბადიანი ხვრეტილები (ლუზები) ბურთების More…
ბილინგვა
(bilingua) ორენოვანი (ორ ენაზე შედგენილი) ტექსტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილინგვიზმი
ერთი და იმავე ინდივიდის ან ენობრივი კოლექტივის მიერ ორი ენის დაუფლება და გამოყენება; ორენოვნება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილიონი
ფრანგულ, რუსულ და ამერიკულ საანგარიშო სისტემაში: ათასი მილიონი (მილიარდი); გერმანულ და ინგლისურ სისტემაში: მილიონჯერ მილიონი (ათასი მილიარდი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილირუბინი
(bilis და ruber) "ნაღველი" და "წითელი"ნაღვლის ერთ-ერთი პიგმენტი (საღებავი ნივთიერება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილონი
(billon) 1. არასრულფასოვანი ხურდა ფული. 2. მდარე ხარისხის ვერცხლი, რომლისგანაც ხურდა ფულს ჭრიან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბილჰარციოზი
საშარდე გზებისა და ნაწლავების ერთგვარი დაავადება, გერმანელი ექიმის თ. ბილჰარცის გვარის მიხედვით, რომელმაც 1851 წ. აღმოაჩინა დაავადების გამომწვევი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9