A B C D E F G H I J K L M N

შა შე შვ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შხ
selected terms: 208 page 11 of 11
შულერი
შულერ-ი [პოლონ. szuler] – 1. ბანქოს მოთამაშე პროფესიონალი, რომელიც თამაშის დროს ყალთაბანდობს, თაღლითობს. 2. (გადატ.). ყალთაბანდი, თაღლითი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შურუპი
შურუპ-ი [რუს. шуруп < გერმ. Schraube] - სამაგრი ხრახნი (ხეში ჩასახრახნი); სჭვალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შურფი
შურფ-ი [გერმ. Schurf] - ვერტიკალური ან დახრილი პატარა მიწისქვეშა სამთო გვირაბი დაზვერვისათვის, ვენტილაციისათვის, ასაფეთქებელ სამუშაოთათვის და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შუტი
შუტ-ი [ინგლ. shoot ბურთის გატყორცნა] - ფეხბურთში: ბურთის დარტყმა ზევით, ვერტიკალურად, ჰაერში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შუცბუნდი
შუცბუნდ-ი [გერმ. Schutzbund] - ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1923 წ.; სოციალ-დემოკრატიული ხელმძღვანელობის ღალატის შედეგად 1934 წ. დამარცხდა More…
შუცკორი
შუცკორ-ი [შვედ] - ფინეთის ბურჟუაზიისა და კულაკების რეაქციული შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1917 წ.: საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის საზავო შეთანხმების შესაბამისად დაშლილ იქნა More…
შხერი
შხერ-ი [შვედ. skär] - პატარა კლდოვანი კუნძული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შხუნა
შხუნა [ინგლ. schooner] - იალქნიანი გემი, უპირატესად ორ-ან სამანძიანი; სანდალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9