A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 112 of 766
ბიოტოპი
(bios და topos) "სიცოცხლე" და "ადგილი"ცხოველთა და მცენარეთა სამყოფელი გარემოს უბანი, სადაც მეტ-ნაკლებად ერთგვარი პირობებია (ბიოტოპის ფაუნა და ფლორა შეადგენს ბიოცენოზს). More…
ბიოფიზიკა
ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ცოცხალ ორგანიზმში მოქმედ ფიზიკურ კანონზომიერებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიოფილტრი
(bios) "სიცოცხლე" და "ფილტრი"ჩამდინარე წყლის გასაწმენდად განკუთვნილი ნაგებობა - საფილტრავი მასალით (გრანიტის ღორღით, ხრეშით, კერამზიტით და სხვ.) ავსებული ორმაგფსკერიანი More…
ბიოფსია
(bios და opsis) "სიცოცხლე" და "განხილვა"ავადმყოფისათვის ქსოვილის პატარა ნაჭრის ამოკვეთა მიკროსკოპულად გამოკვლევის მიზნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიოქიმია
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი მატერიის დამახასიათებელ ქიმიურ პროცესებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიოცენოზი
(bios და koinos) "სიცოცხლე" და "საერთო"იმ მცენარეთა და ცხოველთა ერთობლიობა, რომლებიც არსებობენ მეტ-ნაკლებად ერთგვარ პირობებში (მაგ., ამა თუ იმ ტბის, მდელოს, სანაპირო More…
ბიოცენოლოგია
ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ბიოცენოზს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიპატრიდი
(bis; patris (patridos)) "ორჯერ" და "სამშობლო"იგივეა, რაც ბიპოლიდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიპლანი
(biplan) თვითმფრინავი, რომელსაც აქვს ორი მზიდი ზედაპირი (ორი ფრთა) ერთიმეორის ზევით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიპოლარული
ორპოლუსიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიპოლიდი
(bis; polis) "ორჯერ" და "ქალაქი, სახელმწიფო"პირი, რომელსაც ორი (ან მეტი) სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს; ბიპატრიდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბიჟუტერია
(bižuterie) ქალის სამკაულები (მძივები, ბეჭდები, საყურეები და მისთ.) არაძვირფასი ქვების და ლითონისა (საიუველირო ნაწარმისაგან განსხვავებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბირჟა
(биржа; Börse) 1. კაპიტალისტურ ქვეყნებში: დაწესებულება, სადაც ხდება მსხვილი ფინანსური და სავაჭრო გარიგებები. საფონდო ბირჟა - ბირჟა, სადაც ხდება გარიგებანი ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის More…
ბის!
(bis) "ორჯერ"მაყურებელთა შეძახილი წარმოდგენაზე, კონცერტზე და მისთ.; გამოხატავს გარკვეული ნაწილის, ნომრის გამეორების თხოვნას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბისექსუალური
(bis და sexualis) "ორჯერ" და "სასქესო, სქესობრივი"ორსქესიანი, ორივესქესიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბისექტორი
(bissector) "ორად გამყოფი"სიბრტყე, რომელიც გადის ორწახნაგა კუთხის წიბოზე და ყოფს მას შუაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბისექტრისა
(bissectrice) სწორი ხაზი, რომელიც გადის კუთხის წვერზე და ყოფს კუთხეს შუაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბისკვიტი
(biscuit) 1. მსუბუქი ნამცხვარი, დამზადებული ფქვილის, კვერცხის, შაქრისა და ზოგი სხვა მასალისაგან. 2. მოუჭიქავი ფაიფური; იყენებენ ქანდაკებაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბისმუთი
(Bismuthum) 1. ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო-მოწითალო მძიმე ლითონი; იყენებენ ტექნიკაში. 2. წამალი, დამზადებული ამ ელემენტის პრეპარატებისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბისმუთინი
გოგირდოვანი ბისმუთი, ძირითადი მადანი ბისმუთის მისაღებად (სხვანაირად: ბისმუთის კრიალა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9