A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 116 of 766
ბლოკ-დიაგრამა
პერსპექტიული ნახატი, რომელზედაც ერთდროულადაა ასახული დედამიწის ზედაპირის ნაკვეთი და დედამიწის ქერქის ჭრილი. See also: პერსპექტივა, მნიშვ. 3. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლოკადა
(blockade) 1.სამხ. ქალაქის, სიმაგრის, არმიის და სხვ. გარემოცვა მტრის ჯარების მიერ. 2. მტრული ქვეყნების მიერ რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკური ან ეკონომიკური იზოლაცია მასზე პოლიტიკური More…
ბლოკაჟი
(blocage) კრივში - თავდაცვის ილეთი; ბლოკირება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლოკი
(block; bloc) 1. ტვირთის ასაწევი უმარტივესი მოწყობილობა - ღარიანი მბრუნავი გორგოლაჭი, რომელზედაც გადაგდებულია თოკი, ბაგირი ან ჯაჭვი; თვით გორგოლაჭი ასეთი მოწყობილობისა; ჭოჭონაქი. 2. More…
ბლოკირატორი
მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეწყვილებულია ტელეფონები - ერთი ხაზით მუშაობს სხვადასხვა ნომრის მქონე ორი ტელეფონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლოკირება
1. ბლოკადის მოწყობა; ბლოკადის გაკეთება. 2. რკ.-გზ. სასიგნალო მოწყობილობათა სისტემა მატარებლების მიმოსვლის რეგულირებისათვის. 3.სპორტ. მოწინააღმდეგის შესაფერხებელი ტექნიკური ილეთი: ხელის More…
ბლოკნოტი
(bloc-notes) ამოსახევფურცლებიანი წიგნაკი ან რვეული სახელდახელო შენიშვნების ჩასაწერად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლოკშიპი
(block-ship) კორპუსი გემისა, რომელზედაც აღებულია მოწყობილობა და რომელიც გადაკეთებულია საცხოვრებლად, რისამე მარაგის შესანახად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლოკჰაუზი
(Blockhaus) თავდაცვითი ნაგებობა, საიდანაც სროლა შეიძლება ერთ ან რამდენიმე მხარეს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლუზი
(blues) ზანგების სასიმღერო და საცეკვაო მუსიკა ლირიკული და სევდიანი ხასიათისა; ცეკვა, რომელიც ასეთი მუსიკის აყოლებით სრულდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლუმი
(bloom) კვადრატულგანივჭრილიანი ნამზადი, რომელსაც იღებენ ბლუმინგში ფოლადის ზოდების გაგლინვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბლუმინგი
(blooming) მძლავრი საგლინი დგანი, რომელშიც ატარებენ ფოლადის დიდ ზოდებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოა
(boa) მსხვილი მახრჩობელა გველი, 4 მეტრამდე სიგრძისა; გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში და მადაგასკარზე. Synonym: ბოა კონსტრიქტორი
ბობი
(bobby) პოლიციელის მეტსახელი ინგლისში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბობინა
(bobine) 1. სხვადასხვა მანქანაში: კოჭი, დოლი ან ლილვი, რომელზედაც ეხვევა მავთული, ძაფი, ქსოვილი და სხვ. 2. შიგაწვის ძრავებში: ინდუქციური კოჭი, რომელიც დაბალი ძაბვის დენს გარდაქმნის მაღალი More…
ბობსლეი
(bob-sleigh) 1. შეჯიბრება მთიდან სწრაფად დაშვებაში ყინულოვან-თოვლიან გზაზე სპეციალური (2-4 კაციანი) სამართავი მარხილებით. 2. თვით მარხილი ასეთი შეჯიბრებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბობსლეისტი
ბობსლეის (მნიშვ. 1) მონაწილე სპორტსმენი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოგდიხანი
(bogdohan) ჩინეთის იმპერატორების ტიტული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოგჰედი
(boghead) ნაირსახეობა წიაღისეული ნახშირისა, რომელიც წარმოქმნილია წყალმცენარეთა ნაშთებისაგან; მისგან იღებენ ხელოვნურ თხევად სათბობსა და საპოხ ნივთიერებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოდმერეა
(Bodmerei) ბურჟუაზიულ სახელმწიფოთა სამოქალაქო სამართალში: სესხი, რომელშიც დაგირავებულია გემი ან ტვირთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9