A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 120 of 766
ბოტი2
ბოტ-ი2 [ჰოლანდ. boot] - დიდი ნავი - ნიჩბიანი, იალქნიანი ან მოტორიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოტრიომიკოზი
(botrys და mykēs) "მტევანი" და "სოკო"ცხენის (იშვიათად სხვა ცხოველების) ქრონიკული ინფექციური დაავადება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოტულიზმი
(botulus) "ძეხვი"მძიმე მოწამვლა ძეხვეულით, თევზით, ხორცის ან ბოსტნეულის კონსერვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოტფორტი
(bottes fortes) მრ.- ერთგვარი მაღალი ჩექმა, რომელსაც ყელი მუხლის ზევით აქვს გაფართოებული; იცვამდნენ ძველად, განსაკუთრებით კავალერისტები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოულინგი
(bouling) კეგლის სპორტული სახესხვაობა. See also: კეგლი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოფორტის სკალა
საკუთ. სახ. - ქარის ძალის გასაზომი სკალა მიწისზედა საგნებზე ქარის მოქმედებისა და ზღვის ღელვის მიხედვით (ამჟამად მიღებულია 17-ბალიანი სკალა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოქსი
(box) 1.სპორტ. კრივი. 2. მამაკაცის გაკრეჭის ფასონი - თმას სულ მთლად იღებენ საფეთქლებსა და კეფაზე (მანქანით ან სამართებლით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ (box) "ყუთი, More…
ბოქსიორი
(boxer) 1. მოკრივე. ბოქსიორთა აჯანყება - სახალხო ანტიიმპერიალისტური აჯანყება ჩინეთში 1900-1901 წლებში; ასე უწოდეს დასავლეთევროპელმა იმპერიალისტებმა, რადგანაც ამ აჯანყებაში დიდ როლს More…
ბოქსიტი
(beauxite) < გეოგრ. სახ. - ნალექი ქანი, ალუმინის საუკეთესო მადანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოში
(boche) საფრანგეთში - გერმანელის მეტსახელი (უპატივცემლობის გამომხატველი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოცმანი
(bootsman) უმცროსი მეთაური (ზემდეგი), რომელსაც ევალება გემზე წესრიგის დამყარება და სისუფთავის დაცვა, სახომალდო სამუშაოების ხელმძღვანელობა და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბოჰემა
(bohème) 1. ბურჟუაზიულ საზოგადოებაში - მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები, რომელთაც არა აქვთ არსებობისათვის საჭირო მუდმივი შემოსავალი და უთავბოლო ცხოვრებას ეწევიან. 2. ასეთი წრის More…
ბრა
(bras) "ხელი"1. კედელზე მიმაგრებული გამოშვერილი ელექტროგასანათებელი მოწყობილობა, რომელსაც ნათურა უკეთდება. 2. კედლის შანდალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაბანსონი
(brabançon) < გეოგრ. სახ. - მსხვილი შესაბმელი ცხენის ჯიში (გამოყვანილია ბელგიაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრადიკარდია
(bradys და kardia) "ნელი" და "გული"გულისცემის შენელება . See also: ტაქიკარდია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრავადა
(bravade) მოსაჩვენებელი მამაცობა, უსაფუძვლო რიხიანობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრავისიმო!
(bravissimo) იგივეა, რაც ბრავო (ოღონდ უფრო დიდი აღტაცების გამომხატველი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრავო
(bravo) მე-17 – 18 სს. იტალიაში - დაქირავებული მკვლელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრავო!
(bravo) მოწონების, აღტაცების გამომხატველი შეძახილი; ყოჩაღ! =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრავურული
(bravoure) "გულადობა, მამაცობა"ხმაურიანი, ხალისიანი, გამამხნევებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9