A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 122 of 766
ბრაქიკარდია
ბრაქიკარდია [ბერძ. brachys მოკლე და kardia გული] – (მედიც.). გულის შეკუმშვის შენელებული რიტმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაქიკეფალი
მოკლე თავის ქალას მქონე, მოკლეთავიანი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაქიკეფალია
(brachys და kephalē) "მოკლე" და თავი"თავის ქალას ფორმა, რომლის სიგრძივი ზომა (ცხვირის ფუძიდან კეფამდე) ოდნავ მეტია განივზე . See also: დოლიქოკეფალია =უცხო სიტყვათა More…
ბრაქიმორფული აგებულება
(brachys და morphē) "მოკლე" და "ფორმა"სხეულის ისეთი აგებულება, რომელსაც ახასიათებს მოკლე კიდურები და განიერი ტანი. Antonym: დოლიქომორფული =ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო More…
ბრაქიოზავრი
(brachiōn და saura) "ხელი" და "ხვლიკი" პალეონტ. - უზარმაზარი (24 მეტრამდე სიგრძის) წყალხმელეთა ნამარხი ქვეწარმავალი დინოზავრების ჯგუფისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაქიოპოდები
(brachiōn და pus (podos)) "ხელი" და "ფეხი"ერთგვარი მჯდომარე-მიმაგრებული ზღვის ცხოველები; მხარფეხიანები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაქისტოქრონი
(brachistos და chronos) "უმოკლესი" და "დრო"უმოკლესი დაშვების მრუდი, რომელზედაც ბურთულა მიგორავს ხახუნის გარეშე და ამიტომ ყველაზე უფრო სწრაფად გაივლის ზედა წერტილიდან More…
ბრაქიცეფალი, ბრახიცეფალი
See also: ბრაქიკეფალი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაშპილი
(braadspil) გემზე ღუზის ამოსაზიდი ჯალამბარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაჰმა
(brahma) ინდუიზმის სამების უმაღლესი ღვთაება, რომელიც მიაჩნიათ სამყაროს და ყველა არსების შემქმნელად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაჰმანი
ინდოეთში - უმაღლესი კასტის, წოდების წარმომადგენელი; ძველად - ბრაჰმანიზმის ქურუმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრაჰმანიზმი
ძველი ინდური რელიგია, რომელიც შეიქმნა მე-10 – 9 სს.-ში (ძვ. წელთაღრ.); საფუძვლად დაედო ინდუიზმს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრეგეტი
ძველებური ჯიბის საათი, რომელიც რეკავს ყოველ მეოთხედ საათში და აჩვენებს თვის რიცხვებს - გამომგონებლის, ფრანგი ოსტატის Bréguet-ის (მე-18 – 19 სს.) სახელის მიხედვით. =უცხო სიტყვათა More…
ბრევე
(breve) რომის პაპის მოკლე ეპისტოლე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრეზენტი
(брезент) ხეშეში, მკვრივი, წყალგაუვალი ქსოვილი, ჩვეულებრივ, სელისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრეიდ-ვიმპელი
(breed-wimpel) საგანგებო ალამი, რომელსაც სამხედრო ხომალდზე აღმართავენ, როდესაც მასზე იმყოფება დიდი თანამდებობის პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრეკვატერი
(breakwater) ქვის ზღუდე ნავსადგურის დასაცავად ტალღებისაგან; ტალღათსაჭრელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრელოკი
(breloque) პატარა სამკაული, საათის ძეწკვზე ან სამაჯურზე დასაკიდებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრემსბერგი
(Bremsberg) მოწყობილობა ტვირთის დასაშვებად დახრილ სიბრტყეზე; იყენებენ ხე-ტყის დამზადებისას, სამთო სამუშაოებში და სხვ.; მექანიზებული დაქანება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბრენდი
(brandy) თეთრი ღვინისაგან გამოხდილი და მუხის კასრებში დავარგებული ალკოჰოლიანი სასმელი (დაბალი ხარისხის კონიაკი); ამზადებენ ხილისაგანაც (ვაშლისაგან, ალუბლისაგან). =უცხო სიტყვათა More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9