A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 126 of 766
ბუდუარი
(boudoir) მდიდართა სახლებში ძველად: ქალის ლამაზად მოწყობილი სასტუმრო ოთახი ახლობლების მისაღებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუერი
(boeier) ყინულზე სასრიალო იალქნიანი მსუბუქი ნავი, რომელსაც ძირზე ციგურები აქვს გაკეთებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუერისტი
სპორტსმენი, რომელიც მართავს ბუერს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუზა
(būza) მომჟავო-მოტკბო მცირეალკოჰოლიანი სასმელი, დამზადებული უპირატესად ფეტვისაგან; იციან კავკასიის მთიანეთში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუზმენტი
(passement) "არშია"ოქრომკედის ან სირმის ფართო არშია, ტანისამოსზე მოვლებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუი
(boei) წყლის ზედაპირზე მცურავი მსხვილი სასიგნალო ტივტივა მეჩეჩების, წყალქვეშა ქვების ან სხვა მხრივ სახიფათო ადგილების აღსანიშნავად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკეტი
(bouquet) 1. ზოგიერთი პროდუქტის (მაგ., ჩაის, ღვინის, თამბაქოს) სხვადასხვა ხარისხისათვის დამახასიათებელი გემოსა და სურნელების ერთობლიობა. 2.მოძვ. - თაიგული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკეფალი
(Bukephalas) "ხარისთავა"ალექსანდრე მაკედონელის მიერ გახედნილი ლეგენდარული ცხენის სახელი. Synonym: ბუცეფალი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკინისტი
(bouquiniste) ნახმარი ან ძველი, ჩვეულებრივ, იშვიათი წიგნებით მოვაჭრე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკინისტური
ძველი, ნახმარი წიგნებით ვაჭრობასთან დაკავშირებული. მაგ., ბუკინისტური მაღაზია. ბ. წიგნი - იშვიათი წიგნი (ისეთი, რომლის შოვნა მხოლოდ ბუკინისტებთან შეიძლება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკლე
(boucles) "კულულები"შალის ან ბამბის ქსოვილი ერთგვარი, მსხვილად ნაქსოვი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკლეტი
(booklet) "წიგნაკი, ბროშურა"მხატვრულად გაფორმებული რამდენიმეგვერდიანი წიგნაკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკმეკერი
(bookmaker) ბურჟუაზიულ ქვეყნებში -დოღში სანაძლეოს მოთავე (აგროვებს და იწერს სანაძლეოდ დადებულ თანხას). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკოლები
(bukolos) "მწყემსი"რომის პერიოდის ეგვიპტეში: მწყემსი გლეხები, რომაული მონათმფლობელობის წინააღმდეგ აგრარული მოძრაობის მონაწილენი (ჩვენი წელთაღრ. მე-2 ს.-ის მეორე ნახევარში). More…
ბუკოლიკა
(bukolika) "მწყემსური პოეზია"პოეზიის ჟანრი, რომელშიც გაიდეალებულია მწყემსური, საერთოდ სოფლური ცხოვრება; პასტორალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუკოლიკა
(bukolika) "მწყემსური პოეზია"პოეზიის ჟანრი, რომელშიც გაიდეალებულია მწყემსური, საერთოდ, სოფლური ცხოვრება; პასტორალი. Synonym: ბუკოლიკური პოეზია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბულა
(bulla) 1. რომის პაპის ბრძანებულება, წერილი ან სიგელი. 2. ბეჭედი, რომელიც ასეთ დოკუმენტს აზის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბულანჟე
საკუთ. სახ. - ნიკაპზე დატოვებული, მრგვალად შეკრეჭილი (შემოკვერცხილი) წვერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბულდოგი
(bulldog) ერთგვარი ჯიშის ძაღლი; აქვს ბრტყელდრუნჩიანი დიდი თავი, მოკლე მსხვილი თათები და ფართო მკერდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბულდოზერი
(bulldozer) 1)მოწყობილობა, რომელიც წინ უკეთდება მუხლუხა ტრაქტორს მიწის სამუშაოების შესასრულებლად (მიწის მოსწორება, თხრილის ამოვსება, მიწაყრილის გაკეთება და სხვ.); 2)თვით ტრაქტორი ასეთი More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9